რეკლამა

ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ… ყველაზე მეტს ნერვიულობენ“ – რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეზე და ოჯახზე

ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ… ყველაზე მეტს ნერვიულობენ“ – რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეზე და ოჯახზე
  • 328

რა გაძლევს ინსპირაციას, რა არ გაჩერებს რთულ მომენტებში? – ყველაზე ხშირად დასმულ ამ კითხვას, ხვიჩა კვარაცხელია ასე პასუხობს:
„ალბათ, ოჯახი. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე კარგად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა… ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში მას, სულ ჩემს გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ,“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები