რეკლამა

“ნამდვილი ბედნიერება მერე მოვიდა და ჩემი ავადმყოფური შიმშილობა დასრულდა, ახლა იმაზე მეტ კომპლიმენტს ვიღებ, ვიდრე ოდესმე..” – ნანუკა გულუას გულწრფელი პასუხები გამომწერებს

“ნამდვილი ბედნიერება მერე მოვიდა და ჩემი ავადმყოფური შიმშილობა დასრულდა, ახლა იმაზე მეტ კომპლიმენტს ვიღებ, ვიდრე ოდესმე..” – ნანუკა გულუას გულწრფელი პასუხები გამომწერებს
  • 334

მსახიობი ნანუკა გულუა „ინსტაგრამზე“ გამომწერებს წონის კლებასთან დაკავშირებულ სტრესზე, საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრება და რჩევებს აძლევს.
ნანუკა გულუა დიდი ხანი ებრძოდა ჭარბი წონის პრობლემას, შემდეგ კი ხანგრძლივი, რთული დიეტებით საკმაო კილოგრამები დაიკლო, მაგრამ ამჟამად ნანობს ყველა დაკარგულ წუთს, რომელიც „ავადმყოფური შიმშილობის“ გამო დაკარგა.„სტრესის გარეშე ვეცდები დავიბრუნო ჩემი სხეული, თუ შევძლებ ხომ კარგი და თუ ვერ ვიქნები ასე თქვენი მოწონებული, მე აწი ამაზე არ ვიდარდო.
ახლა იმაზე მეტ კომპლიმენტს ვიღებ, ვიდრე ოდესმე და ყველა წამი მენანება, როდესაც სილამაზე მეგონა წონის რაღაც მაჩვენებელი.
ნუ დაისტრესავთ თავს, ნუ შეიჭამთ და დაიკომპლექსებთ გთხოვთ!
წონის კლების ავადმყოფური სურვილი მეათასე პრიორიტეტად აქციეთ და ნელ ნელა მიხვალთ დასახულ მიზნამდე.
დღეს ყველაზე დიდი წონა მაქვს, რაც ოდესმე მქონია, მაგრამ უბედნიერესი ვარ, საკუთარი თავიც ძალიან მომწონს და საერთოდ ვერ ვიხსენებ იმ მტანჯველ შეგრძნებას, რომელსაც წონის გამო განვიცდიდი.
მერე მოვიდა ნამდვილი ბედნიერება და ჩემი ავადმყოფური შიმშილობა დასრულდა“,- წერს ნანუკა გულუა.

მსგავსი სიახლეები