რეკლამა

VIDEO: რა მოუვიდა მამაკაცს, რომელმაც მშობიარობის ტკივილის სიმულაცია გაიარა - ამას ნამდვილად არ ელოდა!

VIDEO: რა მოუვიდა მამაკაცს, რომელმაც მშობიარობის ტკივილის სიმულაცია გაიარა - ამას ნამდვილად არ ელოდა!
  • 1 628


ჯონი უეიდი, ააშშ-ში, ლინკოლნ მემორიალის უნივერსიტეტის სტუდენტი ნებაყოფლობით დათანხმდა საკუთარ თავზე გამოეცადა მშობიარობის ტკივილის სიმულატორი. მაგრამ, მიუხედავად ამ მამაცური საქციელისა, სტუდენტმა მხოლოდ 20 წამი შეძლო ტკივილის ატანა, რის შემდეგაც, ძალაგამოცლილმა ძლივს შეძლო ეთხოვა მოწყობილობის გამორთვა. ჯონი უეიდი - სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ანესთეზიოლოგიას სწავლობს. როგორც ექსპერიმეტის შემდეგ თავად აღიარა, მას ბევრჯერ გამოუცდია ძლიერი ტკივილი ექსტრემალური სახეობის სპორტული შეჯიბრებების დროს, მაგრამ მოცემულმა ექსპერიმენტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "მე ისიც კი მგონია, რომ სიმულატორი სრულყოფილად მაინც არ ასახავს მშობიარობის დროს განცდილ ტკივილს, რადგან ჩემს შემთხვევაში ეს იყო ზედაპირული ტკივილი - თითქოს კუნთებს მიჭრიდნენ. რეალობაში კი ის ალბათ უფრო ღრმა და ძლიერია, " - ამბობს უეიდი.ექსპერიმენტის შესაჩერებლად სტუდენტს უნდა წარმოეთქვა კოდური სიტყვა "ანანასი", რომელიც სულ რაღაც 20 წამის შემდეგ ძლივსძლივობით წარმოთქვა.მშობიარობის ჭინთვების ტკივილის სიმულატორი ერთადერთი მიზნით შეიქმნა, - იმისათვის, რომ მამაკაცებმა გამოსცადონ ის, რასაც ქალი შვილის გაჩენის დროს გრძნობს. მოწყობილობის გადამცემები მაგრდება მუცელზე და ტვინს აწვდის ელექტროიმპულსებს. სიმულატორს, ჩვეულებრივ ტკივილის 12 დონე აქვს, რომელთაგან ჯონი უეიდმა საკუთარ თავზე გამოსცადა მე-10.




ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები