რეკლამა

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?“ – ჰკითხა ცოლმა ქმარს და ქმრის პასუხმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?“ – ჰკითხა ცოლმა ქმარს და ქმრის პასუხმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა
  • 836
რეკლამა

ქმარი საწოლში იწვა და ლეპტოპში რაღაცას მშვიდად კითხულობდა, როცა ცოლმა ეს საუბარი წამოიწყო… ცოლი: ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები? ქმარი: ნამდვილად, არა! ცოლი: და რატომ – არა? არ მოგწონს ოჯახური ცხოვრება? ქმარი: როგორ რა, მომწონს. ცოლი: ჰოდა, მერე, რატომ არ გინდა, რომ მეორედ დაქორწინდე? ქმარი: კარგი, კარგი, დავქორწინდები…


ცოლი: რაა? (უკმაყოფილო ტონით) ქმარი: (მხოლოდ ამოიხვნეშა, მაგრამ ალბათ გაიფიქრა: „ღმერთო, რა დავაშავე“) ცოლი: და ჩვენს სახლში იცხოვრებთ? ქმარი: რა თქმა უნდა, ეს ხომ მშვენიერი სახლია. ცოლი: ჩვენს საძინებელში დაწვებით? ქმარი: ჰო, აბა სხვაგან სად უნდა დავწვეთ? ცოლი: ჩემი მანქანის მართვის ნებასაც მისცემ? ქმარი: ალბათ. ის ხომ სულ ახალი მანქანაა. ცოლი: ჩვენს ოჯახურ ფოტოსაც ჩამოხსნი კედლიდან?


ქმარი: რა თქმა უნდა და ეს სამართლიანიც იქნება. ცოლი: ჩემს სამკაულსაც აჩუქებ? ქმარი: არა მგონია. ალბათ, ახალი უფრო ესიამოვნება. ცოლი: და გოლფსაც ითამაშებთ ხოლმე ერთად? ქმარი: ჰო, აბა რაა. ხომ იცი, როგორ მიყვარს გოლფის თამაში. ცოლი: და ჩემი გოლფის ჯოხს იხმარს? ქმარი: შენსას ვერა, ის ცაციაა. ეს იყო მათი ბოლო საუბარი ცოლ-ქმრის სტატუსით… მართალია, ქალური ინტუიცია მეცნიერებისთვის დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, მაგრამ ნამდვილად არსებობს და მითი არ არის. საოცარი უნარი აქვს ქალს, გაარჩიოს, რომ რაღაც ისე არ არის, მით უფრო – როცა პირად ცხოვრებაზეა საუბარი. …აშკარად, არც ის კითხვა იყო დასმული „ჰაერზე“. ყურადღება: ფოტო პირობითია ავტორი: ია პირველი

ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები