რეკლამა

წარსულში თურქეთში დააკავეს... ცოლს გაშორებული იყო და მარტო ცხოვრობდა - ახალი დეტალები გრიგოლ ნარსიას ცხოვრების შესახებ

წარსულში თურქეთში დააკავეს... ცოლს გაშორებული იყო და მარტო ცხოვრობდა - ახალი დეტალები გრიგოლ ნარსიას ცხოვრების შესახებ
  • 437

გუშინ ქუთაისში ბანკზე თავმდამსხმელი წარმატებით გააუვნებლყვეს და შეიძლება ითქვას რომ სპეცოპერაციამ სრულიად წარმატებით ჩაიარა. ყველა მძევალი უვნებელი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა თავდამსხმელი წყალტუბოს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი, 37 წლის გრიგოლ ნარსიაა. მეზობლები და ახლობლები მას კარგ პიროვნებად ახასიათებენ და ვერ გაუგიათ თუ რატომ ჩაიდინა ეს ყველაფერი.

"მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი მეუღლეს გაშორებული იყო, დედა ემიგრაციაში ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია წარსულში ცრუ ბრალდებით თურქეთშიც დააკავეს."

ყველა სიახლის ნახვა