ცხვირის სიმშრალისთვის დამახასიათებელია წვა, ქავილი და ქერქების გაჩენა
გვესაუბრება ოტორინოლარინგოლოგი დავით მაღრაძე.- ბატონო დავით რა იწვევს ცხვირის სიმშრალეს, და რა სიმპტომები ახლავს თან?
- ცხვირი, როგორც სუნთქვის და ყნოსვის ორგანო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთქმედების პროცესში. მისი ძირითადი ფუნქცია ჩასუნთქული ჰაერის გათბობა, დატენიანება, გაფილტვრაა. დღის განმავლობაში ცხვირის ლორწოვანი გამოყოფს 0,5 ლ-მდე ლორწოს, რომლის დაახლოებით 70% იხარჯება ლორწოვანის დატენიანებაზე.
თანამედროვე პირობებში ლორწოს სინთეზის ბალანსის დარღვევა და ლორწოვანის გამოშრობა შესაძლებელია მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს: არახელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობები, საწარმოო მტვერი, ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი ეფექტი (ცხვირის წვეთების, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების და ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენება), მოწევა, ქრონიკული რინიტი, კონდინცირებული ჰაერი, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდი, ხანდაზმული ასაკი და ასე შემდეგ.
თუ ცხვირის ლორწოვანზე ეს ფაქტორები ხანგრძლივად ზემოქმედებენ, შედეგად ვიღებთ გამომშრალ ლორწოვანს და ვითარდება ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ცხვირის სიმშრალე. ამ პრობლემით ყოველდღიურად დაახლოებით 2-4 პირველადი პაციენტი გვაკითხავს.
- რა ჩივილებს აღნიშნავენ ძირითადად ასეთი პაციენტები?
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ქრონიკულ ტონზილიტს შეუძლია ჰორმონალური დისბალანსის და აკნეს გამოწვევა?</p>პასუხი
- ანამნეზში განსაკუთრებით აღნიშნავენ ისეთ შემაწუხებელ სიმპტომებს, როგორიცაა წვა, ქავილი, ქერქების გაჩენა, დისკომფორტი სუნთქვის დროს, ყნოსვის დაქვეითება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა.
- თუ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში ცხვირის სიმშრალე უფრო აქტუალურია?
- კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის გამოყოფა გამიჭირდება, რაზეც კონსულტაციაზე მოსული პაციენტების ასაკობრივი მრავალფეროვნებაც მეტყველებს.