რა არის ხველის ეფექტური საშუალება
გთავაზობთ ხველის ეფექტურ საშუალებას.ხველა გაგივლით და ყელის ტკივილიც აღარ შეგაწუხებთ, თუ:
2 მწიფე ბანანს გახეხავთ სახეხზე, დაასხამთ 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალს, დაუმატებთ 1 სუფრის კოვზ თაფლს ან შაქარს, დადგამთ ნელ ცეცხლზე და ოდნავ შეათბობთ. ეს საშუალება მიიღეთ ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.
ოხრახუში გულის წამალია
0,5 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით 2 სუფრის კოვზ ოხრახუშის წვრილად დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს. გააჩერეთ 5 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1 თვეა. სასურველია ასეთი კურსის გამეორება შემოდგომასა და გაზაფხულზე. ნაყენი ყოველთვის ახალი უნდა მოამზადოთ
