რეკლამა

ხმაური ყურებში - A და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე დამამშვიდებელი საშუალებები, მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ

ხმაური ყურებში - A და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე დამამშვიდებელი საშუალებები, მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ
  • 175

ყურებში შემაწუხებელ, პათოლოგიურ ხმაურს იწვევს სმენის ნერვში არათანაბარი სისხლის მიმოქცევა ან მისი გაღიზიანება ამა თუ იმ დაავადების გამო.ხმაურს ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ: სტვენის, ჩანჩქერის, მექანიზმის, ზარის სახით. ხმაური შეიძლება იყოს ინტენსიური, მუდმივი. იგი მოქმედებს როგორც შრომისუნარიანობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზეც - შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, უძილობა, საერთო სისუსტე.
ექიმი ოტოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს?
- როდესაც ადამიანს ყურში ხმაური ჩაესმის, ცხადია, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად აღმოიფხვრას ყურის, გულ-სისხლძარღვთა, ნევროლოგიური და სხვა დაავადებები. დაავადების მართვაში ჩართულნი უნდა იყვნენ ოტოლარინგოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა სპეციალისტები. მკურნალობა უმთავრესად გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, რაციონალურ კვებას, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმას. მედიკამენტური მკურნალობით, პირველ რიგში, უნდა ვმართოთ ძირითადი მიზეზი: არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური მდგომარეობა, პროთრომბინის დონის მაჩვენებელი სისხლში. ყურში მიმდინარე ყველა პათოლოგიურ პროცესს აქვს მკურნალობის ინდივიდუალური სქემა, მაგალითად, მწვავე ანთება მკურნალობის შემდეგ უკვალოდ ქრება და მასთან ერთად წარსულს ბარდება ხმაურიც. სამკურნალოდ, პირველ რიგში, ინიშნება პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე: A და B ჯგუფის ვიტამინები, დამამშვიდებელი საშუალებები. მეტად მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მოწესრიგება, შიგნითა ყურში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ზოგადად ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ნოვოკაინის ბლოკადა. მკურნალობაში შეიძლება ჩართულ იქნეს ფიზიოთერაპიული კურსი (ელექტროფორეზი იოდკალიუმით) და კისრის სამკურნალო მასაჟი, ოღონდ ის აუცილებლად კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.

ყველა სიახლის ნახვა