ქრონიკული ატროფიული ფარინგიტი - ეფექტურია იოდგლიცერინის ხსნარი, ზეთოვანი ინჰალაციები, ნიკოტინსა და ცხელ საკვებზე უარის თქმა
როცა ფარინგიტი და ლარინგიტი ქრონიკულ ხასიათს ღებულობს- სიმპტომები და მკურნალობაქრონიკული ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას იწვევს მწვავე ფარინგიტის ხშირი გამეორება, ქრონიკული სურდო, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები, ქრონიკული ტონზილიტი. დესტრუქციული ფორმებიდან ყურადღებას იპყრობს ქრონიკული ფარინგიტის ატროფიული ფორმა. ამ დროს ავადმყოფი უჩივის ყელის სიმშრალეს, ფხაჭნისა და უცხო სხეულის შეგრძნებას, ხმის დაღლას, ხველას. ქრონიკული ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც იწვევს:
- ხშირი მწვავე ლარინგიტი;
- ხმის ხანგრძლივი და მეტისმეტი დაძაბვა;
- ნიკოტინი და ალკოჰოლი;
- მტვრისა და აირების რეგულარული შესუნთქვა;
- ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი.
- ყელის სიმშრალეს, ფხაჭნისა და უცხო სხეულის შეგრძნებას;
- მშრალ ხველას, ხმის ჩახლეჩას.