ტკაცუნი და მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი
ყველაფერი იწყება სახსრის არეში ტკაცუნით სიარულისა და მიხრა-მოხრის თუ ჩაკუზვის დროს.ძილის, ხანგრძლივი ჯდომის, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მუხლები თითქოს მუშაობაზე უარს ამბობენ, მოქმედება აღარ შეუძლიათ. საჭიროა დრო, რათა მათ ამოძრავება შეძლონ. შემდეგ სახსრები ამინდზე რეაგირებას იწყებენ. ამინდის ცვალებადობის შესატყვისად იცვლება მათი მოქმედება. სიცივეში მუხლებში წიწკნის შეგრძნება ჩნდება, სითბოში კი შედარებით მშვიდდება. მუხლის ფიალების ირგვლივ ჩნდება შესივება, იწყება მტანჯველი ტკივილები.
შეისწავლეთ პრობლემა
რევმატოლოგები მუხლის სახსარში პათოლოგიურ ცვლილებებს ხარისხებად ყოფენ. ყველაზე მძიმე (მე-4 ხარისხის) ფორმის დროს სრულიად წყდება კვება, სასახსრე სითხე არ ხვდება სახსარში, ის დეფორმაციას განიცდის. დაავადების I სტადიიდან მეოთხეში გადასვლა რომ არ დავუშვათ, აუცილებელია დროული კომპლექსური გამოკვლევა და მკურნალობა. ექიმი რევმატოლოგი პაციენტთან საუბრისა და სახსრის გასინჯვის შემდეგ იძლევა აუცილებელ რეკომენდაციებს. ეს არის სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და კოპიუტერული ტომოგრაფია. მან ასევე შეიძლება მოგცეთ მიმართვა ართროსკოპიაზე - ეს არის მცირე ქირურგიული ჩარევა ადგილობრივი ნარკოზით. ამ გამოკვლევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ 1-2 მცირე განაკვეთის საშუალებით სახსარში შეჰყავთ ოპტიკური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ხდება გამოკვლევა (ან მკურნალობა). პროცედურიდან 2 საათის შემდეგ შეიძლება ავადმყოფის სახლში გაშვება. არც ერთ აბს, სამკურნალო კრემსა თუ გელს არ შესწევს უნარი, გააუმჯობესოს სისხლის ნაკადი ან საკვები ნივთიერებით სახსრის მომარაგება. სახსრების დაავადებების დროს ექიმები კომპლექსურ თერაპიას ნიშნავენ.
ნახეთ დეტალური ინფორმაცია ამავე თემაზე.