ნარკომანია - მკურნალობის მეთოდები
თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა ხმაურით, შხამიანი გამონაბოლქვითა და სტრესით, ადამიანს ძალიან უჭირს სულიერი წონასწორობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.ცხოვრებისეულ სირთულეებს შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჰყვება ცდუნებას და დაგროვილ დაძაბულობას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საშუალებით იხსნის. ამის შედეგი კი უმძიმეს სტატისტიკაზე აისახება: ალკოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. სამწუხაროდ, ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ სადღეისოდ ძალზე აქტუალურია ნარკომანიის კვალიფიციური მკურნალობის საკითხი. მსოფლიოში ნარკომანიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს. ნარკომანიის მკურნალობისას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მკურნალობის ოთხეტაპიანი მეთოდი გამოიყენება.
პირველ ეტაპზე ხდება "დახმარების მისაღებად მოტივაციის შექმნა". ძლიერი მოტივაცია - ეს ნარკოტიკული დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის საფუძველია. ამ დროს მთავარია არა მარტო პაციენტის მოტივაცია, არამედ მის გარშემო მყოფებისაც. მეორე ეტაპზე თანამედროვე პრეპარატების საშუალებით ხდება აბსტინენციური სინდრომის კუპირება, უბრალო ენით რომ ვთქვათ, "ლომკის მოხსნა". ეს ეტაპი, როგორც წესი, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.
მესამე ეტაპი უცხოეთის მრავალ ქვეყანაში სარეაბილიტაციო ეტაპია. დეტოქსიკაციაგავლილი ადამიანები ქალაქგარეთ, კომფორტაბელურ სახლებში, მეურნეობებში ხვდებიან. აქ, ქალაქიდან მოშორებით, ისინი მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზე არიან კონცენტრირებულნი. ბუნება ხომ გარესამყაროსთან ჰარმონიის განცდას, სულიერ სიმშვიდეს ბადებს და ამქვეყნად საკუთარი ადგილის პოვნაში გვეხმარება. ფსიქოთერაპიული დახმარება ამ ეტაპზეც დიდ როლს თამაშობს. ნარკოდამოკიდებულისა და მისი ახლობელი ადამიანების რეაბილიტაცია ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. აქტიურ დასვენებასა და ყოველდღიურ შრომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წინა ეტაპებზე მიღწეული შედეგების გასამყარებლად.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯიბაათ მინდა მეხსიერების გამოსწორება და რა წამალს მირჩევდით? ამასთანავე აზრს ვერ ვალაგებ საუბრის დროს ზოგჯერ მერევა სიტყვა მავიწყდება და ჩავარდნები მაქვს და რომელი წამალი დავლიო ტვინის გაჯანსაღებისათვის და კარგად მოქმედებისთვის</p>პასუხი
მეოთხე ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ დროს ხდება ადამიანის რესოციალიზაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი საზოგადოებაში დაბრუნება, დასაქმება. უკვე ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა, წესით, ამ ეტაპზეც უნდა შეინარჩუნოს კონტაქტი ფსიქოთერაპევტთან და მისი დახმარებით წყვეტდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს. აი, ასეთია ის მეთოდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში არსებულ ნარკოლოგიის სამკურნალო ცენტრებში ნარკომანიის მკურნალობა ხშირად სწორედ მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მთავრდება.
მკურნალობის მხოლოდ ნახევარი გზის გავლა სიტუაციას ვერ ცვლის, ადამიანთა უმრავლესობა საბოლოოდ ისევ ძველ ჭაობს უბრუნდება. სულ სხვაგვარად არის საქმე უცხოეთში. იქ თითოეული ადამიანი საზოგადოების წევრად ითვლება და საზოგადოების თითოეული წევრი თავს ვალდებულად თვლის, ნამკურნალევ და სწორ გზაზე დამდგარ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოს, არ გარიყოს, თავი ისევ ადამიანად აგრძნობინოს. გარდა ამისა, იქ სახელმწიფოც ზრუნავს ასეთ ადამიანებზე. ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელი საქმის დაწყების საშუალებას აძლევს მათ.