რეკლამა

„როგორ შევინარჩუნოთ ფორმა? არ ჭამოთ...როგორ ჩავიცვათ კარგად? უბრალოდ ბევრი ფული დახარჯეთ“ - მაია პლისეცკაიას რჩევები 45 წელს გადაცილებულ ქალებს

„როგორ შევინარჩუნოთ ფორმა? არ ჭამოთ...როგორ ჩავიცვათ კარგად? უბრალოდ ბევრი ფული დახარჯეთ“ - მაია პლისეცკაიას რჩევები 45 წელს გადაცილებულ ქალებს
  • 249

მოცეკვავე მაია პლისეცკაიას მრავალი ფრაზა დღემდე შთაგონების წყაროა ახალგაზრდა თაობისათვის. მან წონის შენარჩუნებისა და ლამაზი სხეულის საიდუმლო ერთი ფრაზით ახსნა და თქვა, რომ არ არსებობს იმაზე უფრო ეფექტური გზა, ვიდრე ის რომ არ ჭამო.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა შეცდომებს უშვებენ ქალები, რომლებსაც საკუთარი ასაკის ეშინიათ.

მოცეკვავე ცნობილია არა მხოლოდ მისი სასცენო კარიერით, არამედ მისი საოცარი ელეგანტურობით. პლისეცკაიამ ბევრი რამ იცოდა სილამაზის შესახებ და მოხიბლა ხალხი თეატრის გარეთაც . როგორც ამბობენ მას შეეძლო ნებისმიერი 


მამაკაცის გაგიჟება.

მაია 65 წლამდე ცეკვავდა, 70 წლის ასაკშიც კი ავიდა სცენაზე და ყველა გააოცა. სიცოცხლის ბოლომდე იყო სტილის განსახიერება და უყვარდა ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად რთული იყო მისთვის ფორმის შენარჩუნება.

„როგორ შევინარჩუნოთ ფორმა? არ ჭამო! როგორ ჩავიცვათ კარგად? უბრალოდ ბევრი ფული დახარჯეთ!“ ამბობდა პლისეცკაია.

მან ზუსტად იცოდა, რომ 45 წელს გადაცილებული ქალის გარეგნობა ისეთივე ლამაზი აღარ იქნებოდა.

„ნაოჭებისგან თავის დაღწევის გზა არ არსებობს... მაგრამ განსხვავება არსებობს მოვლილ და მოუვლელ სახეს შორის“ - თქვა მან.

მაიას აზრით თქვენ უნდა შეძლოთ იყოთ საკუთარი თავი. არ უნდა შეეცადოთ გამოიყურებოდეთ 50 წლის ასაკში ისე, როგორც თქვენი ქალიშვილი - ეს სასაცილოა და შეუსაბამო. ნაოჭების დანახვაზე პანიკა არ არის საჭირო – გატარებული წლები კი არ აფუჭებს ქალს გარეგნობას, არამედ მათი დამალვის მცდელობა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნაცვლად იმისა, რომ ეცადოთ მოიგოთ ომი დროსთან და ყოველთვის ლამაზი იქნებით.



მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო? კამერონ დიასი ამბობს, რომ სახეს მხოლოდ კვირაში ორჯერ იბანს

47 წლის ვიქტორია ბექჰემი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს ამხელს - როგორია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ცხოვრების წესი

50 წლის ვარსკვლავები, რომლებიც 20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან

ყველა სიახლის ნახვა