რეკლამა

"ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში იყო...“- როგორ დაიკლო თამუნა ლეკვეიშვილმა 10 კილო

"ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში იყო...“- როგორ დაიკლო თამუნა ლეკვეიშვილმა 10 კილო
  • 360

ლეკვეიშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 10 კილო დაიკლო.

"ყველაფერი კი ასე დაიწყო - სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ საახალწლოდ მინუს 10 კილოგრამი ვყოფილიყავი. მიზნად დავისახე და შევასრულე.

კონსულტაცია არსად და არავისთან გამივლია, დიეტა თვითონ გამოვიგონე. დიეტაც არ არის, ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... შაბათ-კვირის გარდა, ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში, ყავა, შოკოლადი, თხილი და ყველი იყო. უქმეებზე ასე თუ ისე სხვა საკვებსაც ვჭამდი, სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს მე ვუმზადებ და ამ დროს მარტო თხილის ჭამა არ გამომდის... ამასთან, ნოემბერში ცხოვრებაში პირველად, ძალიან ცოტა, სულ ერთი გრამი ფილერი გამოვიყენე ცხვირისა და ტუჩის არეში. ფაქტობრივად, უკვე გაილია კიდეც, მაგრამ ძალიან შემცვალა. ვნახოთ, შეიძლება ამ მეთოდს ისევ მივმართო“ 
- ამბობს თამუნა ლეკვეიშვილი.

ყველა სიახლის ნახვა