როგორ ვიმკურნალოთ სურდო
შემოდგომის განუყრელი ნაწილი არის სურდო, როგორც ყველა სხვა ავადმყოფობა სურდოც ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში სურდოს არ მკურნალობენ. ხალხი თვლის, რომ იგი თავისით გაივლის 7 დღეში. მაგრამ თუ იმუნიტეტი ძლიერ დაბალია, მაშინ არის საშიშროება, რომ სურდო უფრო სერიოზულ დაავადებად გადაიზარდოს (მაგ. ყურის ანთება) და მისი მკურნალობა უკვე ბევრად უფრო რთული და ძვირი დაჯდება.
აეროზოლი შველის რამოდნეიმე საათით, რადგან იგი ავიწროვებს ძარღვებს და სურდო მომენტალურად ქრება. ადამიანს უჩნდება მისი გამოყენების სურვილი, მაგრამ სასურველია აეროზოლი გამოიყენებოდეს კვირაში 1-2ჯერ. აეროზოლის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება დაგაკარგვინოთ ყნოსვა და აგრეთვე შეიძლება შეიცვალოს გემოს შეგრძნება.
ხალხური მედიცინიდან ყველაზე კარგია ჩავიტაროთ სოჭის ინგალიაცია. აგრეთვე შესაძლებელია ცხვირის გათბობა (ვაცხელებთ მარილს გაზქურაზე და შემდგომ ვახვევთ საბავშვო ერთჯერად ცხვირსახოცში) ვიდებთ ცხვირზე. აგრეთვე შეიძლება გასაკვრიც იყოს, მაგრამ სურდოს დროს კარგია მარილიანი აბაზანების მიღება.