როგორ გადავურჩეთ გაციებას
ყველას მოგეხსენებათ, რომ ვირუსების და გრიპების თემა ძალიან აქტუალურია შემოდგომა-ზამთრის დროს. ბევრი ადამიანი იტანჯება გაციებითა და სხვადასხვა სახის ვირუსებისგან. იმისათვის, რომ გაიძლიეროთ იმუნიტეტი და გადაურჩეთ გაციებას ყურადღებით გაეცანით სტატიას.
გაციების დროს იწევს სიცხე, გვეწყება ხველა და სურდო, აგრეთვე ქრება მადა, მაგრამ ამ გზით ებრძვის ორანიზმი გაციებას. ამიტომ გაციების დროს ჩვენ არ უნდა დავლიოთ სიცხის დამწევი წამლები (თუ სიცხე 38-38.5ზე მაღლა არ ავიდა) არ ვიხამროთ აეროზოლი და ხველების საწინააღმდეგო წამლები.
თერმოსში ავადუღოთ 100გრ ასკილი და დავტოვოთ 5 საათის განმავლობაში. მოვხარშოთ უშაქრო ყავა და ავურიოთ ასკილის ნაყენს. ჩავამატოთ რამოდენიმე ტოტის კენკრა და მალინა, და აგრეთვე 2-3 ჩაის კოვზი ხილის ლიქიორი ( თუ ლიქიორი არ იქნა, შეიძლება უბრალოდ შაქარი). სასმელის ზედაპირზე დაადეთ ლიმონი. ეს სასმელი გეხმარებათ არ გაცივდეთ და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა თუ გაიყინეთ ან წვიმაში მოყევით.