რეკლამა

"ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია" - რატომ არ უნდა მიირთვათ გამწვანებული და "ამოსული" კარტოფილი

"ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია" - რატომ არ უნდა მიირთვათ გამწვანებული და "ამოსული" კარტოფილი
  • 251

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რატომ არ შეიძლება გამწვანებული კარტოფილის გამოყენება და რა ზიანის მოტანა შეუძლია სოლანინს ადამიანის ორგანიზმისათვის:

- როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ - დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში. ეს სწორედ სოლანინის

დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ
ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.

mshoblebi

აქვე საყურადღებოა ბადრიჯანიც. მიწასთან ახლოს მზარდი პროდუქტები, როგორც წესი, მსგავსი რისკის ქვეშ არიან ხოლმე. ბადრიჯანი კიდევ უფრო სარისკო შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ მას თავისი შეფერილობის გამო სოლანინის ისეთი თვალსაჩინო დაგროვება, როგორიცაა კარტოფილში გამწვანებული უბნები, ვერც შევამჩნიოთ. არის თუ არა გამოსავალი მარილის მოყრა და წვენის გამოდენა. სამწუხაროდ, პროდუქტს სოლანინისგან ასე ვერ გავათავისუფლებთ. რა თქმა უნდა, გამოდევნილ სითხეს სოლანინის გარკვეული ნაწილი გაჰყვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი, რომელიც დაგვრჩება, სოლანინისგან აბსოლუტურად თავისუფალი იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროდუქტი სწორად ვიყიდოთ. თუ მთელი დღე დახლი ღია ცის ქვეშაა, მთელი დღე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, შეუძლებელია, რომ სოლანინი არ დაგროვდეს. მით უფრო, თუ ეს პროდუქტი რამდენიმე დღეა ასე გაყიდვაში. თუ სახლში, ბინის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვაქვს ეს პროდუქტები შენახული, შეიძლება სასაქონლო სახე არ დაკარგოს, მაგრამ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად დაგროვდება სოლანინი.

alt
რა სარგებლობას გვაძლევს კამით შეზავებული ახალი კარტოფილი? - მარი მალაზონიას განმარტება
alt
რატომ არ არის ახალი კარტოფილი ბავშვებისთვის რეკომენდებული - როდის გავასინჯოთ ბავშვს

ყველა სიახლის ნახვა