რომელი პროდუქტები ზრდის ლიბიდოს ქალებში
ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი, სეროტონინის, ფოლის მჟავასა და ანტიოქსიდანტების დეფიციტი ხშირად არის ქალებში ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი.ლიბოდოს ზრდას ხელს უწყობს ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია თევზით, ბოსტნეულითა და ხილით. ასეთი კვების ტიპი ეხმარება ადამიანს წონის კლებაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ინტიმური ცხოვრების ხარისხს.
ქალებში ლიბიდოს ზრდის ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბროწეული და შოკოლადი. მწარე შოკოლადი მძლავრი აფროდიზიაკია, რადგანაც კაკაო შეიცავს ფენითილამინს, რომელიც ასტიმულირებს დოფამინის გამომუშავებას. სწორედ ის იძლევა ბედნიერების განცდას. შოკოლადი იწვევს კეთილდღეობისა და სიხარულის შეგრძნებას. სრულიად საკმარისია დღეში ამ ნუგბარის 30 გრამის ოდენობით მიღება.