რეკლამა

ხაჭოს გამოყენების რამდენიმე საინტერესო იდეა და რეცეპტები

ხაჭოს გამოყენების რამდენიმე საინტერესო იდეა და რეცეპტები
  • 212

ხაჭო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მართალია, ყველას არ ეჩვენება ის გემრიელი, მაგრამ მისი რაციონში ჩართვა აუცილებელია. ხაჭო ცილისა და კალციუმის ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა. იგი ორგანიზმის მრავალი ფუნქციის ნორმალიზებას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც წონაში დაკლება სურს, რადგან ხაჭო აუმჯობესებს ცხიმების ცვლის პროცესს, ეფექტურია გულისა და ღვიძლის დაავადებების მკურნალობისას. ხაჭო ასტიმულირებს სისხლში ჰემოგლობინის წარმოქმნას, ზრდის ნერვული სისტემის რეგენერაციის უნარს და ამაგრებს ძვლებს. საუზმის დროს ხაჭოს მცირე რაოდენობის მიღებაც კი ეხმარება ორგანიზმს უკეთ გაუმკლავდეს სტრესს და დაძლიოს შფოთვა.
ძველ რომში ხაჭო



ძალიან უყვარდათ. მას მარილს და თაფლს უმატებდნენ და ღვინოსთან ერთად ხემსის სახით მიირთმევდნენ. ეს ძალიან სასარგებლო და გემრიელი დესერტია, რომელიც შეგიძლიათ თავადვე მოამზადოთ. ხაჭოს პატივს ინდოეთშიც სცემდნენ. დღესასწაულების დროს, ღმერთ კრიშნას პატივსაცემად, ხაჭოს ქოთნის გატეხვა ერთგვარი რიტუალი იყო, რომელიც წარმატებას მოასწავებდა.
ხაჭოსგან შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ მდნარი ყველი, სახლის პირობებში. 500 გრამ ხაჭოს დაუმატეთ 2 კვერცხი, 100 გ. კარაქი, 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ. სოდა. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. განსაკუთრებით გემრიელია მდნარი ყველი სოკოს არომატით. ამისთვის, ტაფაზე შეწვით წვრილად დაჭრილი, 250 გ. ქამა სოკო. ხაჭოს მასა შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ მდნარი ყველის კონსისტენციამდე მივა. შეურიეთ მას შემწვარი სოკო და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეგიძლიათ
ასევე დაუმატოთ ცოტა ნიორიც.
ხაჭოთი შეგიძლიათ ასევე ჩაანაცვლოთ მასკარპონე, რომელიც ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია და გამოაცხოთ ჩიზქეიქი.
ხაჭო ასევე ძალიან კარგია კანისთვის. მისგან შეგიძლიათ დაამზადოთ სახის ნიღაბიც: 1 ს.კ. ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ს.კ. არაჟანი და 0,5 ჩ.კ. მარილი. წაისვით სუფთა კანზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
1,5 კგ. ხაჭოს დასამზადებლად 10 ლიტრი რძეა საჭირო. ხაჭოსგან ბევრი უგემრიელესი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ხაჭო მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ვადას, როდესაც მას იყიდით. აირჩიეთ ხარისხიანი და სანდო პროდუქტი.
mshoblebi

„ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „დღის პროდუქტები“ გთავაზობთ ხაჭოსგან მომზადებულ რამდენიმე საინტერესო, უცხო და ძალიან გემრიელ რეცეპტს, რომლის მომზადებასაც სახლის პირობებში, საკმაოდ მარტივად შეძლებთ.
აქვე შეგახსენებთ, „დღის პროდუქტები“ რძის პროდუქციას 2003 წლიდან აწარმოებს. ის ცნობილია პროდუქციის მაღალი ხარისხით, რომელსაც განაპირობებს მსოფლიოშია აღიარებული ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური, ბრაზილიური და ახალზელანდიური ნედლეული.

1. ხაჭოს ფუნთუშები

mshoblebi

ხაჭოს ფუნთუშები ძალიან ლამაზი და გემრიელი დესერტია. მის მომზადებას არ სჭირდება განსაკუთრებული კულინარიული უნარები და გამოცდილება. გირჩევთ, აირჩიოთ ერთგვაროვანი, მყარი ხაჭო, რომ ფუნთუშების შიგთავსი ნაზი გამოგივიდეთ. აიღეთ 6%-იანი ცხიმის შემცველობის „დღის ხაჭო“, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად კალორიული დესერტი გინდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ 0%-იანიც.
mshoblebi

ინგრედიენტები:
ცომისთვის:
  • ფქვილი 500 გ.
  • ნაღების კარაქი 80 გ.
  • რძე 320 მლ.
  • შაქარი 5 ს/კ.
  • ვანილის შაქარი 1 ს/კ.
  • მშრალი საფუარი (დროჟი) 3 ს/კ.
  • კვერცხი 1 ცალი.
  • მარილი 1 ჩ/კ.
შიგთავსისთვის:
  • „დღის ხაჭო“ 500 გ.
  • ფქვილი 1 ს/კ.
  • კვერცხი 2 ცალი.
  • შაქარი 4 ს/კ.
მომზადების წესი:
თბილ რძეში შეურიეთ საფუარი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ ერთი კვერცხი. შემდეგ, ჩააყარეთ ფქვილი და დაუმატეთ დარბილებული კარაქი. მოზილეთ რბილი ცომი და თბილ ადგილას 1 საათი გააჩერეთ. ცომი უნდა გაფუვდეს და გაორმაგდეს.
შიგთავსისთვის შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, შაქარი, ფქვილი, ერთი კვერცხი და ერთი კვერცხის ცილა. მეორე კვერცხის გული შეინახეთ ფუნთუშებზე ზემოდან წასასმელად.
გაფუებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ, ოთხკუთხედ ფირფიტად. წაუსვით ორივე ნაწილს ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ რულეტის ფორმაზე. დაჭერით რულეტები 4-5 სმ სისქის ნაჭრებად. დადეთ საცხობ სინზე და დატოვეთ სივრცე ფუნთუშებს შორის. სილიკონის ფუნჯით წაუსვით კვერცხის გული და შედგით გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 170 გრადუსზე, 25 წუთი.

2. მარტივი ღვეზელი ლავაშით, ხაჭოთი და ყველით

mshoblebi

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ღვეზელი ხაჭაპურს მოგვაგონებს, მაგრამ გაცილებით წვნიანი და სასარგებლოა. მასში დიდი რაოდენობით წვნიანი ხაჭოს შიგთავსია, ამას დამატებული ნაღების არომატი ყველისგან, ხოლო თხელი ლავაში თავიდან აგარიდებთ ზედმეტ კილოგრამებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მწვანილი, თქვენი გემოვნების მიხედვით: ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ნიახურის ძირები ან პიტნა.

ინგრედიენტები:
ხაჭო 390 გ.ლავაში 150 გ.ყველი 45 გ. (სასურველია სულგუნი, ან „მოცარელა“)კვერცხი 1 ცალი.მწვანილი (რომელსაც აირჩევთ) 15 გ.მარილი.მომზადების წესი:
შიგთავსი:
ხაჭო გადაიღეთ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი. აურიეთ.
ლავაშის დიდი ფურცელი გაჭერით ოთხ თანაბარ ნაწილად. მართკუთხა საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფენები, გადაანაწილეთ მასზე ხაჭოს შიგთავსი, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. დააფინეთ ლავაშის ბოლო ფენა და წაუსვით კვერცხის გული.
ღვეზელი აცხვეთ 200 გრადუსზე, 20-25 წთ. გამოღებისთანავე მიირთვით.

3. გამომცხვარი ვაშლები ხაჭოთი, ნიგვზითა და დარიჩინით

mshoblebi

სასარგებლო და დაბალკალორიულ დესერტს თუ ეძებთ, ეს ვარიანტი იდეალურია. უმჯობესია აირჩიოთ მაგარი სახეობის ვაშლი, მაგალითად „ანტონოვკა,“ ან „გოლდენი“. შეგიძლიათ, ნიგოზთან ერთად დაუმატოთ ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი, ან შოკოლადი.

ინგრედიენტები:
ვაშლი 5 ცალი.ხაჭო 200 გ.ნიგოზი ნახევარი ჭიქა.თაფლი 1 ს/კ.დარიჩინი ½ ჩ/კ.
მომზადების წესი:
ამოაჭერით ვაშლს შუაგული ფრთხილად, რომ ვაშლი ბოლომდე არ გაჭრათ.
მოამზადეთ შიგთავსი: ხაჭოს შეურიეთ თაფლი და დაჭრილი ნიგოზი. აურიეთ. გამოტენეთ ვაშლები ხაჭოს შიგთავსით და ზემოდან დარიჩინი მოაყარეთ.
საცხობ სინზე დააფინეთ ტყვიის ქაღალდი(ე.წ. „ფოლგა“), მოათავსეთ ვაშლები და აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30 წთ.

გემრიელად მიირთვით!