რეკლამა

საცვლის შერჩევის წესები

საცვლის შერჩევის წესები
  • 117

თავმოყვარე ქალისთვის საცვალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დადგა დრო, რომ შეიქმნას ბაზა, რომლის დახმარებითაც თქვენ შეარჩევთ საცვალს და მოაწესრიგებთ თქვენს გარდერობს.
1. ერთი ჩინებული კომპლექტი მაინც უნდა გქონდეთ. როდესაც ასეთი საცვალი გაცვიათ, უფრო თავდაჯერებული ხართ.
2. საცვალი ტანსაცმლიდან არ უნდა ჩანდეს, ანუ მისი მაქმანები ან ნაწიბურები. საცვალი არ უნდა იყოს ვიწრო და მოუხერხებელი, ამიტომ შეარჩიეთ უნაკერო საცვალი.
3. შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი თქვენი მკერდის ზომის გათვალისწინებით და არა მარტო სილამაზის მიხედვით. პატარა მკერდის მქონე ქალებისთვის მიუღებელია ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ზევით ასწევს.
დიდფორმიანმა ქალებმა კი უნდა ატარონ ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს მთლიანად დაფარავს.
4. საცვალს სათანადო მოვლა სჭირდება. ბიუსტჰალტერს ზედიზედ რამდენიმე დღეს ნუ ატარებთ -გარეცხეთ ხელით ან დელიკატური რეცხვის რეჟიმში.
5. ადვილად შეელიეთ ძველ საცვლებს, რომლებიც ან გაიწელა, ან მასში თავს კარგად ვერ გრძნობთ.
6. ტრანსფორმაციული ბიუსტჰალტერის ხმარება შეგიძლიათ უბრეტელო კაბასთან და პერანგთან, რომელსაც მხოლოდ ერთი ბრეტელი აქვს.
საცვლების სათანადო შერჩევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც გარდერობის სხვა ნივთების შერჩევა. მთავარია, საჭირო ზომის სწორად შერჩევა, ხაზი უნდა გაესვას თქვენი სხეულის დადებით მხარეს და დაიფაროს ნაკლოვანებები.
თუკი თქვენ პატარა მკერდი გაქვთ, მაშინ ბალიშიანი ბიუსტჰალტერი შეარჩიეთ, რომელსაც უცხო თვალი ვერ შეამჩნევს. ქვედა საცვლის ფერი მისი პატრონის გუნება-განწყობილებაზე მოქმედებს.
მუქი ფერის სხეულის მქონე ქალებისთვის უპრიანია მკვეთრი ტონის ფერები -მუქი ვარდისფერი, ზღვისფერი, იისფერი.
მაგრამ თუ თეთრი კანი გაქვთ, მაშინ პასტელის ფერებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. აი, შავი და თეთრი ფერის საცვალი კი ყველას უხდება.
ჟურნალი "ბომონდი"

ყველა სიახლის ნახვა