რეკლამა

„ვიყავი 94 კილოგრამი, კოსტიუმებში ვეღარ ვეტეოდი, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი…“ - როგორ მოახერხა ნინო მუმლაძემ ჭარბი წონის დაკლება

„ვიყავი 94 კილოგრამი, კოსტიუმებში ვეღარ ვეტეოდი, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი…“ - როგორ მოახერხა ნინო მუმლაძემ ჭარბი წონის დაკლება
  • 324
რეკლამა

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ადამიანია, ბოლო პერიოდში ის საკუთარი ფოტოების დადებას ერიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი მომატებული კილოგრამები გახდა. თუმცა, ის ერთი თვეა, რაც სავარჯიშო დარბაზის ყოველდღიური სტუმარია და როგორც თავად ამბობს, უმოკლეს დროში საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და ვიზუალზეც საგრძნობლად ეტყობა. „იმედის დღეში“ მსახიობმა წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:

„თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, საკმაოდ გამხდარი ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი ლირიკული არტისტი. თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ვაკეთებდი არანორმალურ დიეტებს, 


ვშიმშილობდი. სად იყო 2000 წელს იმის ფუფუნება, რომ ენდოკრინოლოგთან წავსულიყავი. აბსოლუტურად დავირღვიე ნივთიერებათა ცვლა. ყოველ ჯერზე მეტს ვიმატებდი…

მე დავიკელი 12 კილო. სანამ დავიწყებდი აქტიურ კლებას, კრიტიკულ ეტაპამდე ვიყავი მისული. ვიყავი 94 კილო. ისეთი წონაა, სათქმელადაც რთულია. ახლა ბუნებრივია, მინდა 10 კილოს დაკლება კიდევ. ეს განაპირობა პანდემიამ, დეპრესიამ, მერე უცებ ბევრმა საქმემ… სახლში რომ ჩავჯექი, ვეღარ ვაკონტროლებდი და ძალიან გამექცა წონა. მივხვდი, რომ არაფერში აღარ ვზივარ, თეატრალურ კოსტიუმებში ვერ ვეტევი, სარკეში ვეღარ ვიხედები და რადიკალური ცვლილება უნდა დამეწყო სასწრაფოდ…“ - თქვა ნინო მუმლაძემ.
წყარო: მარაო

ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები