რეკლამა

6 მარტივი ხრიკი წარმატებისა და ჰარმონიისთვის - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

6 მარტივი ხრიკი წარმატებისა და ჰარმონიისთვის - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
  • 61

თქვენ, ალბათ, გინახავთ წარმატებული ქალი სოციალური ქსელებიდან, რომელიც იღვიძებს ადრე, ასწორებს საწოლს და სვამს "მწვანე’’ წვენს. მაგრამ ეს ქალი კონკრეტული პიროვნება არ არის, ის უფრო გრძნობაა, ვიდრე ადამიანი. ქალი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას პირველ ადგილზე აყენებს და წარმატებაზე ფოკუსირდება. თუ თქვენ ჯერ კიდევ მუშაობთ ასეთი ცხოვრების შექმნაზე, ნახეთ რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ:

იპოვეთ თავისუფალი საათი დღის განმავლობაში
რთული და გადატვირთული განრიგის მიუხედავად, მოიტოვეთ 1 ან თუნდაც ნახევარი საათი, რომელსაც დასვენებასა და საკუთარ თავზე კონცენტრირებას 


დაუთმობთ. გამოიყენეთ ეს დრო ლანჩისთვის, მედიტაციისთვის ან მეგობრებთან ერთად გართობისათვის.

ესაუბრეთ საკუთარ გონებას
თუ თქვენ არ გაქვთ დრო, რომ ყოველდღიურად წეროთ თქვენი გრძნობების შესახებ, შემოინახეთ რამდენიმე წუთი, რათა სარკეში ჩაიხედოთ და დაინახოთ ის ყველაფერი, რასაც გინდათ, რომ სხვებიც ხედავდნენ თქვენში.

ავარჯიშეთ თქვენი სხეული ყოველდღე
ეს შეიძლება იყოს დილით/საღამოს სეირნობა, მეზობელთან გასვლა, მარტივი ვარჯიშები ან იოგა. მთავარია, რომ თქვენი სხეული არ მოდუნდეს და ზედმეტი ენერგიები აღარ დახარჯოთ. წარმატებასთან ერთად, ყოველდღიური ვარჯიში ჯანმრთელ სხეულსა და მშვიდ ძილსაც მოგიტანთ.

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე
შესაძლოა, ეს იყოს წყალი, წვენი ან ნებისმიერი სხვა სითხე. მთავარია, რომ თქვენმა სხეულმა თავიდან აირიდოს დეჰიდრატაცია. ამის მისაღწევად ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ლიმონისა და წყლის მიღებაც.

ჩაიცვით ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ
ნუ მოერიდებით ამინდს ან სხვა ადამიანების შეხედულებებს თქვენი ტანსაცმლის შესახებ. ჩაცმულობას ძალიან დიდი გავლენა გააჩნია თქვენს ხასიათსა და თავდაჯერებულობაზე. გახსოვდეთ, რაც უფრო კარგად გაცვია, მით უფრო გჯერა საკუთარი წარმატებისაც.

გამონახეთ დრო პიროვნული განვითარებისთვისაც
დაუთმეთ დრო თქვენი სუსტი მხარეების ანალიზსა და მათ გამოსწორებას. იკითხეთ წიგნები, ჟურნალები ან უყურეთ საინტერესო ფილმებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად აისახება თქვენს ინტელექტსა და წარმატებაზე.

წარმატებული ქალი არა მხოლოდ ზრუნავს საკუთარ ცხოვრებაზე, არამედ იაზრებს იმასაც, რომ იმსახურებს საუკეთესოს.

ელენე ასათიანი