რეკლამა

"ეს ბებიამ მასწავლა, რომელიც 102 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურებოდა" - რა არის ეკა კახიანის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო

"ეს ბებიამ მასწავლა, რომელიც 102 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურებოდა" - რა არის ეკა კახიანის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო
  • 94

ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ეკა კახიანმა გადაცემა "დღის პოსტში" საკუთარი თავის მოვლის რუტინის შესახებ ისაუბრა: "მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ვიზუალი, გენეტიკაა.

ბებია მყავდა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა და ზუსტად ასე იყო ბოლომდე.

მას ჰქონდა ერთი თვისება, რაც განსაკუთრებით მომწონდა. 5 საათის მერე არ ჭამდა საჭმელს.

მეც ეს მაქვს წესად, 5-ის მერე არ ვჭამ. საღამოს შეიძლება ძალიან „ლაითად“ მივირთვა.

ღამე ორგანიზმი ძალიან ბევრს მუშაობს. ძილის წინ რომ იკვებება ადამიანი, ძალიან დიდი ენერგია სჭირდება ორგანიზმს, რომ აღიდგინოს 



ძალა.

აღნაგობა, რომელიც გაქვს, არის გენეტიკა და თუ მოუვლი, იქნები კარგად.

მე ვვარჯიშობ, არ ვეწევი, არ ვსვამ… ფეხით ნაკლებად დავდიოდი, ამ ბოლო დროს დავიწყე და თურმე ძალიან კარგი ყოფილა”, – თქვა ეკა კახიანმა.

მსგავსი სიახლეები