რეკლამა

კაკლის მურაბა _ სეზონის საოცრება

კაკლის მურაბა _ სეზონის საოცრება
  • 39

ახლა, ივნისის ბოლოს, ზუსტად ის დროა, როცა ასე პოპულარული, გემრიელი და განსაკუთრებით სტუმრების, მეგობრების მისართმევად კაკლის მურაბა  მოვამზადოთ.
მომზადების წესი არაერთგვაროვანია და დაყოვნების, ზოგი რეცეპტით ხანგრძლივია. გთავაზობთ ყველაზე ადვილად და მოხერხებულად გაკეთების წესს.
თუ თავად მოკრეფთ  ნაყოფს, გახსოვდეთ შემდეგი_ გურიაში გავრცელებულია პეკანი, რომლის სხვადასხვა სახეობა, ზოგი ადრე, ზოგიც უფრო გვიან იწყებს მწიფობას. ამიტომ როცა ვკრეფთ, თუ დაზუსტებით არ იცით, რომელი სახეობაა, აუცილებლად გაჭერით სამიოდე ნაყოფი, ხის ვარჯის სხვადასხვა ადგილზე (ქვემოთ, უფრო ზემოთ, გვერდითა მხარეს) მოკრეფილი. ნაყოფი წვეროდან გაჭერით და უფრო მიხვდებით, გამაგრება აქვს თუ არა დაწყებული. შიგთავსი უფრო ხრტილის მსგავი უნდა იყოს და არა ძალზე რბილი. გათალეთ ხელთათმანით, გამდინარე წყლის ქვეშ, რომ თითები არ გაგიმუქოთ წენგომ.
შემდეგ  დავჩხვლიტოთ და 24 საათით მოვათავსოთ გამდინარე წყლის ქვეშ, ვედროთი. ორიოდე მუჭა კირი გავხსნათ წყალში, თვალით მოვზომოთ, რომ კაკალი დაფაროს და ამჯერად ჩავყაროთ ამ კირწყალში კიდევ 24 საათით. მოვურიოთ ორჯერ.
შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავრეცხოთ, ერთი დღით დავტოვოთ გამდინარე წყლის ქვეშ და გავრეცხოთ, და ერთი დღით დავტოვოთ ისევ გამდინარე წყლის  ქვეშ.
მომდევნო დღეს წამოვადუღოთ შაქარწყალში (ორი ჭიქა შაქარი ლიტრნახევარ წყალში), 15 წუთით. შემდეგ გადავუწუროთ ეს წყალი და ამჯერდ იგივე რაოდენობის წყალში, ორი კოვზი თაფლი გავხსნათ და კიდევ 15 წითით წამოვადუღოთ. როცა გადავწურავთ, დავდგათ ცალკე. მოადუღეთ სამკილონახევარი შაქრითა და 30 ჭიქა წყალი(5 ლიტრი, დაახლოებით) სიროფი და გააგრილეთ, უცებ არ ჩაყაროთ, რომ ნაყოფი არ დაჭმუჭნოს.
საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ, ჩვეულებრივი მურაბის მსგავსად. დრო და დრო გამოვრთოთ. მურაბის მასაში თავიდანვე ჩავდოთ მარლის ნაჭერში გამოკრული ცოტა დარიჩინი, 5 ცალი მიხაკი. ბოლოს შეგიძლიათ, ვანილიც უყოთ. ზოგს არ უყვარს არ უყვარს სანელებლით. ნება თქვენია.
რაც მთავარია, მიიღებთ საუცხოო მურაბას.