რეკლამა

რთხილად!!! დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ, მთავრობის წარმომდგენლისას. ამ საქმეს ვერავინ მიჩქმალავს... ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, ასე, 27-30 წლისა, სამხედრო ფორმები აცვიათ....

რთხილად!!! დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ, მთავრობის წარმომდგენლისას. ამ საქმეს ვერავინ მიჩქმალავს... ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, ასე, 27-30 წლისა, სამხედრო ფორმები აცვიათ....
  • 26 076

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება გავრცელდა, რომელიც 2022 წლის 5 ოქტომბრით თარიღდება. შეგახსენებთ, ლელა კაკულია ცნობილი წინასწარმეტყველია არა მხოლოდ საქართველოში საქართველოს საზღვრებ გარეთაც კი. მისი წინასწარმეტყველებები ბოლო პერიოდში თითქმის აღარ ჩანს, რაც შესაძლოა ქალბატონი ლელას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს. ახალი წინასწარმეტყველებით ლელა კაკულიამ რუსეთს სრული განადგურება და მთავრობის შეცვლა უწინასწარმეტყველა. ქალბატონი ლელა ასევე თავის წინასწარმეტყველებაში ამბობს, რომ დიდი ქართველი პიროვნება, პოლიტიკოსი მოკვდება, რაც მთლიანად შეცვლის ქართულ რეალობას.

"ლელა კაკულია: ვხედავ, საქართველოსთვის ახალი ერა იწყება... 
ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება - ქვეყნდება პირველად.
 2022 წლის 5 ოქტომბერი
მე მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ 1994 წელს ჩავწერე და გამოვაქვეყნე, ჯერ ის ვრცელი პროგრამა უნდა ასრულდეს ბოლომდე, რასაც ვიწინასწარმეტყველებ, და მხოლოდ მერე მაქვს უფლება, გავიდე წინ, ანუ კიდევ უფრო შორს გავიხედო, შორი მომავალი ვიწინასწარმეტყველო-მეთქი. 
და ახლა ვხედავ, რომ ეს დრო მოახლოვდა. 
 ვხედავ, ინთება ახალი ვარსკვლავი, იხსნება ახალი კარი კოსმოსში, წინასწარმეტყველებები წამოვა ოკეანესავით და მეც, ახლა რომ დაყუდებული ბერივით ვდუმვარ, ისევ ავლაპარაკდები. 
სხვათა შორის, ჩემი დადუმებაც ნაწინასწარმეტყველები მქონდა ბევრი, ბევრი წლის წინ. მაშინ ასეთი რამ ვთქვი: დადგება დრო, როცა დავდუმდები; მოვა დრო, როცა ჰაერივით დასჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი — ხომ არიან გენიოსები და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები-მეთქი... 
რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ვხედავ, ეს ისაა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად განადგურებულია, არ არსებობს. 
მაგრამ ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები, ასე, 27-30 წლისა, სამხედრო ფორმები აცვიათ. ზუსტად ეს ხალხი დაიკავებს რუსეთის მთავრობაში ადგილებს.
ეს ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, სწორ ანალიზებს აკეთებენ, პუტინმა კი რუსეთი თითქმის დაღუპა. ამერიკა, ევროპა, მთელი  მსოფლიო — რუსეთს არ ენდობიან. ამ ახალი ხალხის წყალობით კი რუსეთი აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან, აუცილებლად გამოვა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მშვიდდება.
???????? ქართველებო, რაც უნდა მოხდეს, იცოდეთ, ჩემს საქართველოს ყველაფერი გვერდს აუვლის — არავითარი წინაღობები, არავითარი დარღვევები პოლიტიკაში! მოხდება ცვლილებები და ვხედავ, ჩემი ქვეყანა ძლიერია, ძლიერი!!! 
ვხედავ ჩემს სიამაყეს, ქართულ ჯარს — ძლიერსა და მრავალრიცხოვანს. ეს ის ჯარია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. 
ვხედავ უკრაინულ შენაერთებს, რომლებიც შედიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. და ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის. საქართველო მეგობრების დახმარებით იბრუნებს ვითომ ოკუპირებულ მიწებს, რომლებიც კოსმოს არასდროს უცვნია დაკარგულად. ოკუპირებული თავად რუსეთია დღეს, საქართველო კი თავისუფალია.
ისევ ვხედავ,  ოსებსა და აფსუებს ძალიან გაუჭირდებათ და ომს გამოუცხადებენ რუსეთის პრეზიდენტს. აი, ნახავთ!!! და კვლავ ვიმეორებ: ოსებსა და აფსუებს სრული განადგურებისგან ისევ საქართველო იხსნის. 
ვხედავ, სომხეთის პოლიტიკა ჰაერშია გამოკიდული და მათაც საქართველო მიეხმარება მომავალში — ისე, როგორც ეს ყოველთვის იყო ისტორიულად. დიახ, ქართველები გადაარჩენენ სომხებს, რომლებსაც ფაქტობრივად არ ჰყავთ მეზობლები საქართველოს გარდა.  აზერბაიჯანი ისევ ურტყამს სომხეთს, ერდოღანი კი — ეს იგივე აზერბაიჯანია. 
ვხედავ, ერდოღანი და ფაშინიანი ბულდოგებივით არიან მომართულები — მზად არიან, ყელში სწვდნენ ერთმანეთს. მათ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს სწირავს, საქართველოს კი — არა. 
დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ, მთავრობის წარმომდგენლისას. ფრთხილად!!! ამ საქმეს ვერავინ მიჩქმალავს. 

მსგავსი სიახლეები