რეკლამა

"ყოველმა მათგანმა, ვინც ახლა მოუყვება უიმედობის ბილიკს, დაიმსახურა ეს ტკივილი - ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?

"ყოველმა მათგანმა, ვინც ახლა მოუყვება უიმედობის ბილიკს, დაიმსახურა ეს ტკივილი - ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?
  • 83

სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან დღეს 29 წელი შეს­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და­უშ­ვეს სო­ხუ­მის და­ცე­მის დღის გამო და აფხა­ზე­თის ომში და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად. დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ეზო­ში, პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბის და სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ზე.
1993 წლის 16 სექ­ტემ­რებს აფხა­ზურ­მა მხა­რემ და­არ­ღვია 27 ივ­ლი­სის სო­ჭის შე­თან­ხმე­ბა "ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ძალ­თა და­შო­რი­შო­რე­ბის შე­სა­ხებ“ და და­ი­წყო შტურ­მი სო­ხუ­მის ასა­ღე­ბად. სო­ხუ­მის­თვის ბრძო­ლა 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აფხა­ზურ-რუ­სულ­მა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ელ­თა და კა­ზაკ­თა შე­ნა­ერ­თებ­მა აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ზე შტურ­მი 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეს და ტყვედ აიყ­ვა­ნეს აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ქა­ლაქ სო­ხუ­მის მერი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია და მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს 27 თა­ნამ­შრო­მე­ლი და შემ­დეგ ყვე­ლა მათ­გა­ნი დახ­ვრი­ტეს.
წარ­სუ­ლის მძი­მე პე­რი­ოდს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნებს ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მელ­მაც ომის სიმ­ძი­მე სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და:


"წლე­ბი გა­ვი­და და მა­ინც არ გა­ხუნ­და კად­რი, ტრაქ­ტო­რის ძა­რა­ზე შე­მოს­მუ­ლი 95 წლის დიდი ბე­ბი­ა­სი, პარკში სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჩაყ­რი­ლი ერთი ხელი თბი­ლი ტან­საც­მლით და ჩა­იდ­ნით (სულ ცდი­ლობ­და აეხ­სნა რა­ტომ აი­ტა­ცა ჩა­ი­და­ნი გაქ­ცე­ვის ორიმტრი­ალ­ში და ვერ პო­უ­ლობ­და ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს)... სას­წრა­ფოდ აყა­რეს მი­სი­ვე ხე­ლე­ბით, წლო­ბით ნა­შე­ნე­ბი ბუ­დი­დან, ხუთი შვი­ლით და უამ­რა­ვი შვი­ლიშ­ვილ-შვილ­თაშ­ვი­ლი­თურთ... ასე აღ­მოჩ­და ლი­დი­შა ბე­ბი­ას დიდი ოჯა­ხი მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ოჯახს შე­ხიზ­ნუ­ლი წა­ლენ­ჯი­ხა­ში.
მე და ჩემი უმ­ცრო­სი ძმა მა­მამ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­მოგ­ვა­რი­და გალს. ბე­ბი­ას­თან წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ტე­ლე­ვი­ზორს მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებ­დით სო­ხუ­მის და­ცე­მას. 28 სექ­ტემ­ბე­რი დე­დას და­ბა­დე­ბის დღეა. სწო­რედ ამ დღეს მო­ად­გა სიკ­ვდილს გა­მოქ­ცე­უ­ლი მთე­ლი ნა­თე­სა­ო­ბა ბე­ბი­ას ეზოს. 50-ზე მეტ­მა მო­ვი­ყა­რეთ თავი. 40-45 ადა­მი­ა­ნი შემ­დე­გი ორი წელი ბე­ბია-ბა­ბუ­ას ჭერს აფა­რებ­და თავს და ელი­ო­ზი­ვით ელო­და სას­წა­ულს, დაბ­რუ­ნე­ბას...
პირ­ვე­ლი თვე­ე­ბის მო­ლო­დი­ნი ოპ­ტი­მიზ­მით იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ვბრუნ­დე­ბო­დით, ხან რო­მე­ლი­მე საკ­რა­ლურ რი­ცხვში, ხან გა­ე­როს მომ­დევ­ნო სხდო­მის შემ­დეგ, ხა­ნაც ახა­ლი წლის მერე... მო­ლო­დინ­ში დგე­ბო­და უშუ­ქო, ცივი ღა­მე­ე­ბი და თენ­დე­ბო­და ბი­ძა­ჩე­მის გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით, გალი, ოჩამ­ჩი­რე, ტკვარ­ჩე­ლი, მა­ხუნ­ჯია, ჭუ­ბურ­ხინ­ჯი გა­იღ­ვი­ძეთ, მალე დაბ­რუნ­დე­ბით... დრო და დრო 45 დევ­ნილს ომის ქა­ოს­ში ჩა­კარ­გუ­ლი მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი სტუმ­რობ­დნენ... ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეძებ­და. ყო­ვე­ლი ახა­ლი შეხ­ვედ­რა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან აუ­ცი­ლებ­ლად სრუნ­დე­ბო­და გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლით... ნაც­ნობ-მე­გო­ბარ-ნა­თე­სა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მოყ­ვე­ბო­და ყო­ველ სტუ­მარს.
რამ­დე­ნი­მე ასე­თი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ჭიშ­კრის შეჭ­რი­ა­ლე­ბა­ზე გული ფარ­თხალს იწყებ­და... უკვე ვი­ცო­დით კი­დევ ერთი სიკ­ვდი­ლის­თვის უნდა გაგ­ვეძ­ლო. უშუ­ქო სა­ღა­მო­ებს მე და ჩემი პა­ტა­რა ძმა ვა­ხა­ლი­სებ­დით დაკ­ვრა-სიმ­ღე­რით. ვუკ­რავ­დი გა­უ­თა­ვებ­ლად... ასე ვცდი­ლობ­დით დარ­დით და­ტან­ჯუ­ლი უფ­რო­სე­ბის შეკ­რუ­ლი შუბ­ლი­დან ნა­ო­ჭე­ბის წაშ­ლას. ბიძა, ბე­ბია, ბა­ბუა უსას­რუ­ლო ლო­ჯის­ტი­კურ ორომ­ტრი­ალ­ში იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეკ­ვე­ბათ, ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას თბი­ლად შე­ე­მო­სათ, გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბის და­სა­ტი­რებ­ლად წა­ეყ­ვა­ნათ უსახ­სროდ დარ­ჩე­ნილ­ნი. სო­ფე­ლი დევ­ნი­ლე­ბით გა­ივ­სო. ყვე­ლას უჭირ­და და მა­ინც ბოლო ლუკ­მას უზი­ა­რებ­და ღია ცის­ქ­ცეშ დარ­ჩე­ნილთ. ოჯახ­ში მყო­ფი დევ­ნი­ლე­ბის გარ­და სოფ­ლის გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­საც წვდე­ბო­და ბე­ბია-ბა­ბუა-ბი­ძის ხელი... ფქვი­ლით, შაქ­რით, საკ­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი და­ი­ა­რე­ბო­და ბე­ბია მათ­თან ვი­საც შიმ­შილს შე­ა­ტყობ­და. დღე­ე­ბი სწრა­ფად მიქ­როდ­ნენ და თან წვეთ-წვე­თად მიჰ­ქონ­დათ დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი...
მალე მხედ­რი­ო­ნის ურდო დაგ­ვა­ტყდა თავს... მერე მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ზუს­ტად იმ ასაკ­ში რა­შიც ახლა მე ვარ. გულ­მა დარდს ვერ გა­უძ­ლო... ყვე­ლა სხვა უბე­დუ­რე­ბა ასე გა­უ­ფე­რულ­და ბე­ბია-ბა­ბუ­ას ჭერს შე­ფა­რე­ბუ­ლი დიდი ოჯა­ხის­თვის... წლებ­მა დარ­დი მხო­ლოდ გა­ამ­ძაფ­რა, იმე­დი სრუ­ლად გა­და­წუ­რა.
ორ­მა­გი გრძნო­ბით ვა­დევ­ნებ თვალს ლარ­სის სა­ბა­ჟოს. ყო­ველ­მა მათ­გან­მა, ვინც ახლა ფე­ხით მო­უყ­ვე­ბა უი­მე­დო­ბის უსას­რუ­ლო ბი­ლიკს, და­იმ­სა­ხუ­რა ეს ტკი­ვი­ლი. დუ­მი­ლით გა­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბის­თვის და­იმ­სა­ხუ­რეს ჯო­ჯო­ხე­თი რა­შიც აღ­მოჩ­ნდნენ.
და მა­ინც... გუ­ლის სიღ­რმე­ში მი­ხა­რია რომ მე­ცო­დე­ბი­ან. გულ­წრფე­ლად მაქვს თა­ნაგ­რძნო­ბის გან­ცდა და ეს გრძნო­ბა იმ ურ­ჯუ­ლო­ებ­ზე უპი­რა­ტესს მხდის. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბი­სა ადა­მი­ა­ნად დავ­რჩი. გახ­დე­ბი­ან კი ოდეს­მე ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი? მიხ­ვდე­ბი­ან კი, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის და უბე­დუ­რე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა?" - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.


მსგავსი სიახლეები