რეკლამა

რამდენიმე თვეში, ახლომდებარე ვარსკვლავი აფეთქდება — არის თუ არა ეს საშიში დედამიწელებისთვის?

რამდენიმე თვეში, ახლომდებარე ვარსკვლავი აფეთქდება — არის თუ არა ეს საშიში დედამიწელებისთვის?
  • 1 726

ახლომდებარე ვარსკვლავი წელს შთამბეჭდავი სანახაობისთვის ემზადება. შესაძლოა, ის ჩრდილოეთის პოლარულ ვარსკვლავზე უფრო კაშკაშადაც კი გამოჩნდეს.
ეს ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და უახლოეს თვეებში ე. წ. ნოვად აფეთქდება.
NASA-ს განცხადებით, ასეთ მოვლენას ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეესწროს და ის შეიძლება იმდენად მასშტაბური იყოს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი გამოჩნდეს. მოვლენა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხილვადი.
საქმე ეხება ნოვას, რომელსაც ჩრდილოეთის გვირგვინის T-ს (T Coronae Borealis) უწოდებენ. ასეთი კოსმოსური აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ციცქნა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, ანუ მკვდარი ვარსკვლავის ბირთვი გიგანტური წითელი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.
თანდათანობით, თეთრი ჯუჯა გიგანტურ წითელ ვარსკვლავს წყალბადით მდიდარ მატერიას ჰპარავს და თავად ისრუტავს. შედეგად, ის ზომაში იზრდება და ცხელდება იქამდე, ვიდრე საბოლოო წერტილს მიაღწევს — როცა მთელი დაგროვებული ენერგია უზარმაზარი კოსმოსური აფეთქებით გამოთავისუფლდება. ამ მოვლენას ნოვას უწოდებენ (ამ მოვლენის აღსანიშნავად, ქართულში „ნოვას“ ნაცვლად დამკვიდრებულია „ახალი ვარსკვლავი“, რაც სრულიად გაუგებარი და დამაბნეველი ტერმინია. ამიტომ, ჩვენს სტატიებში ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ ლათინურ ტერმინს „ნოვა“).
თუმცა, საშიში არაფერია. ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მისი ენერგია დედამიწას ვერაფერს უზამს.

მსგავსი სიახლეები