რეკლამა

ზღვაში დღეს დაღუპული 17 წლის მოზარდის ვინაობა ცნობილია

ზღვაში დღეს დაღუპული 17 წლის მოზარდის ვინაობა ცნობილია
  • 2 490

აფხაზეთის სოფელ გაგიდაში 17 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. დაღუპული ლუკა ქირიაა.
მოზარდი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და სოფელ ინგირში ცხოვრობს. მას დედა ჰყავს დევნილი ოკუპირებულ სოფელ ბარღებიდან და სტუმრად სწორედ იქ, ბაბუასთან იმყოფებოდა.
მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა. ცხედარი ამ დროისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები