რეკლამა

"ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს" - მერაბ დვალიშვილი მარკ ცუკერბერგთან ერთად: რას წერს ქართველი მებრძოლი

"ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს" - მერაბ დვალიშვილი მარკ ცუკერბერგთან ერთად: რას წერს ქართველი მებრძოლი
  • 281

ლას ვე­გას­ში UFC 300 გა­ი­მარ­თა, მარ­თა­ლია, ამ­ჯე­რად ოქ­ტა­გონ­ზე არც ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი არ გა­მო­სუ­ლა, თუმ­ცა შე­ჯიბრს ეს­წრე­ბო­და UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი და რა თქმა უნდა, მა­ყუ­რებ­ლებს შო­რის იყო Meta-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ მარ­კი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია და უფრო მე­ტიც, თვი­თო­ნაც ვარ­ჯი­შობს და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას ეუფ­ლე­ბა.

  • გულ­შე­მატ­კი­ვარს ახ­სოვს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი­სა და ჰენ­რი სეჰუ­დოს ბრძო­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა ჰენ­რი ხელ­ში აი­ტა­ცა და პირ­და­პირ მარკ ცუ­კერ­ბერ­გის წინ და­აგ­დო. მა­შინ ხუმ­რო­ბით წერ­დნენ, რომ მე­რაბ­მა ცუ­კერ­ბერგს ძღვე­ნი მი­არ­თვა.
დვა­ლიშ­ვი­ლი და მარ­კი კვლავ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. მე­რა­ბი მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ახალ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.



"ჩვენ კვლავ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. მარკ, მად­ლო­ბა, რომ ყო­ველ­თვის მო­დი­ხარ და მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავ", - წერს დვა­ლიშ­ვი­ლი.

მსგავსი სიახლეები