რეკლამა

"კრემლს "ჩაკრულოს" "მოსკოვური საღამოებით" ჩანაცვლება სურდა... იმ დროს ვმუშაობდი ძრავის ლაბორატორიაში" - რას იხსენებს ელჩი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობიდან?

"კრემლს "ჩაკრულოს" "მოსკოვური საღამოებით" ჩანაცვლება სურდა... იმ დროს ვმუშაობდი ძრავის ლაბორატორიაში" - რას იხსენებს ელჩი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობიდან?
  • 824

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 30 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.
ვრცელ გან­ცხა­დე­ბა­ში ელჩი დეგ­ნა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რობს და მი­მო­ი­ხი­ლავს, თუ რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის.
აშშ-ის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:


“წელს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, პარტნი­ო­რო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის 30 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს. ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა გვაქვს, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ვნიშ­ნოთ ჩვე­ნი მრა­ვალ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტი. დღეს მსურს გა­ვიხ­სე­ნო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყი­სი და მი­მო­ვი­ხი­ლო, თუ რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის.
30 წლის წინ, მოს­კო­ვის თით­ქმის ორას­წლი­ა­ნი ბა­ტო­ნო­ბის შემ­დგეგ, სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. ამ რთულ წლებს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მედგრად გა­უძ­ლო და მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლე გა­და­ლა­ხა, რათა ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია მისი ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კოლ­ხე­თი­სა და და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და­ბა­დე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი სო­ლი­და­რუ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლი­სა, ჰქონ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა.
ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 1890 წელს და­არ­სა ბა­თუმ­ში, ხოლო ჩვე­ნი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, პრე­ზი­დენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუ­შის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბით 1991 წლის 25 დე­კემ­ბერს, რა­საც მოჰ­ყვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა 1991 წლის 24 მარტს, და ერთ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ჩვე­ნი სა­ელ­ჩოს გახ­სნა „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში“. მომ­დევ­ნო წელს სა­ელ­ჩო ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­და­ვი­და, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ სა­ელ­ჩოს ახალ შე­ნო­ბა­ში, დი­ღომ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და.
მას შემ­დეგ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ სა­ერ­თო ხედ­ვის­კენ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახ­ში სრულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ერ­თი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ევ­რო­პის წევ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ხედ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დიდ შრო­მას, მოთ­მი­ნე­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-მა, სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად თით­ქმის 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო. ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა მტკი­ცე სურ­ვი­ლია, რომ ამ ქვე­ყა­ნამ თა­ვის სრულ პო­ტენ­ცი­ალს მი­აღ­წი­ოს, რო­გორც ძლი­ერ­მა და და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ.
და­სა­წყის­ში, ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რა ძი­რი­თა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ხის იყო და საკ­ვებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­საც მო­ი­ცავ­და – ვცდი­ლობ­დით რა, სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას 1990-იან წლებ­ში მა­სობ­რი­ვი დევ­ნი­ლო­ბის გამ­კლა­ვე­ბა­სა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვლა­ში. სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა იმ პრო­რი­ტე­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ვარ­გეთ, რომ­ლე­ბიც ჩვენ­მა ქარ­თველ­მა პარტნი­ო­რებ­მა და კო­ლე­გებ­მა გან­სა­ზღვრეს. ჩვენ და­ვი­წყეთ გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის სფე­როს დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად, რაც არ­სე­ბი­თია კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ადა­მი­ნუ­რი ღირ­სე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.
წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბაც, რაც ყო­ველ­თვის პირ­და­პირ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებ­თან. ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვია დღეს, ვიდ­რე უწინ. და ეს ასეც უნდა იყოს, რად­გა­ნაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ად­რე­ულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნა­ვი­თა­რა უნა­რი და რე­სურ­სე­ბი ქვეყ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. წლებ­თან ერ­თად ჩვე­ნი როლი შე­იც­ვა­ლა და უფრო ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და, რაც ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მათ შო­რის, მთავ­რო­ბას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მო­ი­ცავს ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.
მა­გა­ლი­თის­თვის, და­სა­წყის­ში ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2008 წლის ომის შემ­დეგ, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის ელექტრო სის­ტე­მის აღ­დგე­ნის­კენ მივ­მარ­თეთ. დღეს, კი, მხარს ვუ­ჭერთ ტექ­ნი­კურ რე­ფორ­მებს გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი ენერ­გო ბაზ­რე­ბის შექ­მნის­თვის, რაც ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პულ ენერ­გე­ტი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და უფრო სა­ი­მე­დო სის­ტე­მის შექ­მნა­ში, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე. ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გო­რი დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო სის­ტე­მამ ბოლო ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის ში­ნა­არ­სი სა­ქარ­თვე­ლოს გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­პირ­წო­ნედ.
ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვეყ­ნებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გარ­დაქ­მნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ძლი­ე­რი და ურ­ყე­ვი დარ­ჩა, რაც დიდ­წი­ლად ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი:
პირ­ვე­ლი, ეს არის ამ ორი ერის მჭიდ­რო და ბუ­ნებ­რი­ვი მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც წინ უს­წრებს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას. პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი ვი­ზი­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1804 წელს ჩა­მო­ვი­და, მას მოჰ­ყვა ჯოელ პო­ინ­სე­ტი 1807 წელს, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, რო­გორც კონ­გრეს­მენ­მა და ამე­რი­კის ელჩმა მექ­სი­კა­ში, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა „პო­ინ­სე­ტის“ მცე­ნა­რის „აღ­მო­ჩე­ნა“. პო­ინ­სე­ტი თა­ვის დღი­უ­რებ­ში ხოტ­ბას ას­ხამ­და ქარ­თულ სტუ­მარ­თმოყვრე­ო­ბას და აღ­წერ­და, თუ რო­გორ ივახ­შმა „მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა იმე­რე­თის დე­დო­ფალ­თან მისი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე“. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბა იზ­რდე­ბო­და. ეს კარ­გად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ჯორჯ კე­ნა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის აღ­წე­რა­ში, გუ­რუ­ლი მხედ­რე­ბის ბუ­ფა­ლო ბი­ლის ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მკვლე­ვა­რი უი­ლი­ამ ოს­გუ­დის სა­ვე­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 1929 წელს; ჯონ სტე­ინ­ბე­კის ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში 1950 და 60-იან წლებ­ში; ბენი გუდ­მე­ნის კონ­ცერ­ტე­ბით თბი­ლის­ში 1962 წელს. და კი­დევ ისე­თი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი, ჯორჯ ქობი, პრინ­ცი მა­ჩა­ბე­ლი, ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი – რომ­ლე­ბიც დიდი წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­დნენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ გე­ნე­რალ ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­ზე, აშშ-ის არ­მი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის მე­თა­ურ­ზე. ამ კავ­ში­რებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ბობ უოლ­ში, სი­ეტ­ლის ან­ტერპრე­ნე­რი, რო­მელ­მაც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ა­ფი­ნან­სა კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ბაშ­ვე­ბის­თვის.
ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი მე­გობ­რო­ბა წარ­მოდ­გე­ნე­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი კარლ სა­გა­ნი, რო­მელ­საც სჯე­რო­და, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „ჩაკ­რუ­ლო“ კა­ცობ­რი­ო­ბის მიღ­წე­ვე­ბის ნა­ტიფ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ჩემი და სხვა ამე­რი­კე­ლე­ბის მსგავ­სად, იგი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მრა­ვალ­ხმო­ვა­ნე­ბით. სა­გა­ნი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ჩაკ­რუ­ლოს და­ტა­ნას ნა­სას „ვო­ი­ა­ჟე­რის“ ოქ­როს ფირ­ფი­ტა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად კრემ­ლის პრო­ტეს­ტი­სა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის „მოს­კო­ვუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი“-თ ჩა­ნაც­ვლე­ბა სურ­და. მე იმ დროს ვმუ­შა­ობ­დი რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, რო­დე­საც ვო­ი­ა­ჟე­რის­გან მი­ვი­ღეთ პლა­ნე­ტე­ბის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი, კოს­მოს­ში მისი მოძ­რა­ო­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ჩაკ­რუ­ლო და სხვა სა­გან­ძუ­რი გა­ლაქ­ტი­კა­ში მიჰ­ქონ­და.
ქარ­თვე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი ბუ­ნე­ბით მე­გობ­რე­ბი ვართ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვაქვს სა­ერ­თო: თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ოჯა­ხის, რწმე­ნის, სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და, ასე­ვე, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ, ხში­რად ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც გარ­კვე­უ­ლი დრო დაჰ­ყვეს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩვე­ნი მრა­ვა­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში. გულს მით­ბობს ამე­რი­კის შე­სა­ხებ მათი ამ­ბე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნა. ბევ­რი მათ­გა­ნი ინარ­ჩუ­ნებს კავ­ში­რებს თა­ვის მას­პინ­ძელ ოჯა­ხებ­თან და ბევ­რი ამ­ბობს, რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი იყო.
და­ახ­ლო­ე­ბით 20 სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მით ამე­რი­კის სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში ახორ­ცი­ე­ლებს რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ გაც­ვლით პროგ­რა­მებს და ყო­ვე­წ­ლი­უ­რად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აგ­ზავ­ნის 200-ზე მეტ მო­ნა­წი­ლეს, რომ­ლებ­საც წვლი­ლი შე­აქვთ იდე­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გაც­ვლის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბა­ში. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი „მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ში. 2001 წლი­დან 500-ზე მეტ­მა „მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ მო­ხა­ლი­სემ შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა და იცხოვ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სხა­ვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. მათ მტკი­ცე მე­გობ­რო­ბა და­ამ­ყა­რეს ქარ­თვე­ლებ­თან ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­ა­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ად­გი­ლობ­რივ პრო­ექ­ტებ­ში პარტნი­ო­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მას­პინ­ძელ ოჯა­ხებს თა­ვი­ანთ „ქარ­თულ ოჯა­ხებს“ უწო­დე­ბენ. ჩვენ ახლა ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ “მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის საც­დელ ვირ­ტუ­ა­ლურ პროგ­რა­მას კო­ვი­დის გამო , თუმ­ცა ვმუ­შა­ობთ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ფი­ზი­კუ­რად დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, იმე­დია ამ წლის ბო­ლოს.
ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რინ­დე­ლი და ძლი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო ჩვე­ნი სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა. პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ამე­რი­კე­ლი სტუ­მა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უი­ლი­ამ ტე­კუმ­სე შერ­მა­ნი იყო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 1872 წელს ეწ­ვია, რო­გორც ამე­რი­კის არ­მი­ის მე­თა­უ­რი გე­ნე­რა­ლი. ათა­სო­ბით ვი­ზი­ტო­რის ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში გა­და­ი­ზარ­და მჭიდ­რო და გრძელ­ვა­დი­ან მე­გობ­რო­ბა­ში. ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ერ­თად სწავ­ლო­ბენ, ერ­თად იწ­ვრთნე­ბი­ან, ერ­თად მი­უს­ხდე­ბი­ან სუფ­რას და რო­დე­საც სა­ჭი­როა, ერ­თად იბ­რძვი­ან. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერ­და და უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით. ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რო­დე­საც ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შთამ­ბეჭ­დავ პროგ­რესს, ასე­ვე სა­ნა­პი­რო დაც­ვი­სა და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბებს. ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ 1,5 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტის ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­ზღვრე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად. ჩვე­ნი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­მართ მომ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის­გან, ვი­დე­ქით რა, სა­ერ­თო მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში და, ვუ­ჭერთ რა მხარს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას.
სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, გლო­ბა­ლუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და სა­ზღვრებ­ზე უკა­ნო­ნო ია­რა­ღის, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის საქ­მე­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბევ­რად უფრო ღრმა და ფარ­თოა, ვიდ­რე უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რს ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი, რად­გან ჩვენ ვზრუ­ნავთ ქარ­თველ ხალ­ხზე და გვჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ტრანს-ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რო­ბას.
მე­ო­რე, კრი­ტი­კუ­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას, არის ჩვე­ნი სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ბუ­ნებ­რივ პარტნი­ო­რე­ბად გვაქ­ცევს ამ რთულ სა­მე­ზობ­ლო­ში. ამე­რი­კე­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბის მზად­ყოფ­ნით იბ­რძო­ლონ თა­ვი­ან­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სამ­შობ­ლო­სა და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის და­სა­ცა­ვად. ამე­რი­კე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იზი­ა­რე­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს და დე­მოკ­რა­ტი­ა­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვილს, სა­დაც ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია. ეს არის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­მარ მე­ფი­სა და მისი კრე­ბე­ბის, სულ­ხან საბა-ორ­ბე­ლი­ა­ნის, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­წრა­ფო­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, რო­მელ­მაც თა­ვი­სი პროგ­რე­სუ­ლი რე­ფორ­მე­ბით ერის მა­მის სა­ხე­ლი და­იმ­კვიდ­რა და სხვა მრა­ვა­ლი დიდი ქარ­თვე­ლი­სა, რო­მელ­თაც ეს­მო­დათ, რომ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვი­სა და დაც­ვის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის, მშვი­დო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის გა­სა­ღე­ბია. სწო­რედ ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის გამო შე­ა­ქო ჯორჯ უ. ბუშ­მა სა­ქარ­თვე­ლო და უწო­და დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა, 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს.
სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ფეს­ვე­ბი ღრმა და ძლი­ე­რია, მკა­ფიო გე­ზით და­სავ­ლე­თის­კენ. 100 წელ­ზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორ­და­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, გან­მარ­ტა ახ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ რა­ტომ თქვა უარი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. /ნოე ჟორ­და­ნია ამ­ბობ­და/ „ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ კავ­ში­რი გავ­წყვი­ტოთ ევ­რო­პას­თან, რო­გორც მათ (რუ­სეთს) აქვთ ეს კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლი და პირი ვიბ­რუ­ნოთ აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ… რო­გორც ხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის გზე­ბი აქაც გა­ი­ყარ­ნენ. ჩვე­ნი გზა მი­დის ევ­რო­პი­სა­კენ“. ანა­ლო­გი­უ­რად, ილია ჭავ­ჭავ­ძემ ცხად­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სრუ­ლად თავ­სე­ბა­დია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას­თან და რომ ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი უკეთ იცა­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვიდ­რე ძლი­ე­რი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ხის­ტი აზ­როვ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. ის­ტო­რია გვიჩ­ვე­ნებს, რომ მოს­კოვ­მა უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არ­ჩე­ვან­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ქარ­თველ ხალ­ხს ეს არ და­ვი­წყე­ბია.
სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია დამ­პყრობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გაგ­რძელ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგო­მაც და რჩე­ბა ახ­ლაც. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ბე­დუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა და და­ა­დას­ტუ­რა სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო იყოს სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახ­ში. მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია შეჭ­რა, ოკუ­პა­ცია, გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი და რეპ­რე­სი­ე­ბი და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ემუქ­რე­ბა ევ­რო­პის 75-წლი­ან უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ურ­ყე­ვი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის მი­მართ. ეს მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დგას ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად და მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს ჩვენს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბი­თა და აგ­რე­სი­ით ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვას.
რო­გორც სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ო­რებ­მა, სა­ქარ­თვე­ლომ და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ ეფექ­ტუ­რად იბ­რძვი­ან რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლი­ვი სარ­გე­ბე­ლის­თვის – იქ­ნე­ბა ეს შავი ზღვის ღი­ა­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა; უკა­ნო­ნო ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ია­რა­ღის შე­მოს­ვლის აღ­კვე­თა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქ­ცევს ბუ­ნებ­რივ პარტნი­ო­რე­ბად, ვმუ­შა­ობთ რა, დიპ­ლო­მა­ტი­ის გზით ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა გა­ე­რო და ეუთო, ასე­ვე ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მშვი­დო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ხელ­შე­სა­წყო­ბად. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ჩვე­ნი ალი­ან­სე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლი ჩვე­ნი უდი­დე­სი ძა­ლაა და სა­ქარ­თვე­ლო ამ ქსე­ლის ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლია. სწო­რედ ამი­ტომ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ნა­ტო­ში, სა­დაც მო­კავ­ში­რე­ე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ მშვი­დო­ბი­სა და ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. სწო­რედ ამ გზით ინარ­ჩუ­ნე­ბენ ჩვე­ნი ერე­ბი ცხოვ­რე­ბის იმ წესს, რო­მელ­საც ასე ვუფრ­თხილ­დე­ბით და ვა­ფა­სებთ. სა­ქარ­თვე­ლო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­წრა­ფო­და, მათ შო­რის მეფე და­ვი­თის დრო­საც, მე­ზობ­ლებ­თან ამ ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს. ერ­თად ჩვენ უფრო ძლი­ერ­ნი ვართ.
მომ­დევ­ნო 30 და მისი შემ­დგო­მი წლე­ბის ჩვე­ნე­უ­ლი ხედ­ვა ოპ­ტი­მის­ტუ­რია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მშვი­დო­ბას, ძლი­ერ, ჯან­საღ დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა ის დგას ისე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ჭი­რო­ებს გა­დაჭ­რას. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის რთუ­ლია სა­თა­ნა­დო ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რათა ბევ­რმა ნი­ჭი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ არ და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და მმარ­თვე­ლო­ბი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი კვლავ არ არის საკ­მა­რი­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ვერ პა­სუ­ხობს დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ა­ლებს, რა­საც კი­დევ უფრო აფერ­ხებს უაღ­რე­სად ტენ­დენ­ცი­უ­რი და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო.
რო­გორც ბოლო დროს ბევ­რი ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე ვი­ხი­ლეთ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სა­უ­კე­თე­სო დაც­ვაა ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან და მათ­გან, ვინც თით­ქმის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია აჩ­ვე­ნებს, რომ ეს არა­შორ­სმჭვრე­ტე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ში­შია და საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიღ­წე­ულ პროგ­რესს. რო­გორც ჩანს, ავ­ტოკ­რა­ტი­ულ კრემლს მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფარ­თო სპექტრი დაბ­ნე­უ­ლო­ბის გა­საღ­ვი­ვებ­ლად და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ლახ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ას ებ­რძვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე გარე მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.
ამ გა­მოწ­ვე­ვას სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად იც­ნობს, რომ­ლის წი­ნა­შეც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ მდგა­რა – ჯერ კი­დევ 19 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­მა 1801 წელს 1783 წლის გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის დარ­ღვე­ვით მო­ახ­დი­ნა ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს ანექ­სია, შემ­დეგ 1921 წელს, რო­დე­საც კრემ­ლი შე­იჭ­რა და და­ი­პყრო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.
რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ქცე­ვა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­თი, რო­გორც ვნა­ხეთ. ჩვენ ვდგა­ვართ ამ­ბო­ხე­ბუ­ლი, რე­ვან­შის­ტუ­ლი რუ­სე­თის წი­ნა­შე, რო­მელ­საც გან­ზრა­ხუ­ლი აქვს თა­ვი­სი იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა გავ­ლე­ნის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი სფე­როს დამ­ყა­რე­ბის გზით. რუ­სე­თი გა­მუდ­მე­ბით არ­ღვევს ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი მათ და­სა­ცა­ვად. რუ­სეთ­მა ცხა­დად აჩ­ვე­ნა, რომ არ სცემს პა­ტივს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ეს არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს სხვა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ეს არის ევ­რო­პა­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თავს უყ­რის ჯა­რებს მე­ზობ­ლის სა­ზღვარ­ზე. სწო­რედ რუ­სეთ­მა გა­ა­ნად­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა 1921 წელს, შე­უ­რა­ცხჰყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ე­ბი და ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ენის ჩახ­შო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა. რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, რწმე­ნის, ენი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­გან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბით შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი, ევ­რო­პა და სა­ქარ­თვე­ლო კე­თილ­დღე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ღირ­სე­ბის სა­ერ­თო ხედ­ვას იზი­ა­რე­ბენ.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ წი­ნა­შე მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, ჩვენ ასე­ვე გვაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვის ირ­გვლივ. 30 წლის მან­ძილ­ზე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამა­ყობს, რომ არის აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მო­თხოვ­ნით, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით დე­მოკ­რა­ტი­ის და ეკო­ნო­მი­კის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. არ­სე­ბობს დიდი ინ­ტე­რე­სი და ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი­სად­მი, აშშ-ის რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ისე აღ­მას­რუ­ლე­ბელ შტო­ებ­ში, რაც ჩვე­ნი სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ვა­მა­ყობთ, რომ ჩვე­ნი 30 წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბა და მე­გობ­რო­ბა. არ­სე­ბობს ნდო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის ღრმა რე­ზერ­ვი, რო­მე­ლიც გან­ვი­თარ­და ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვუ­წევ­დით რა მეგ­ზუ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაქ­მნე­ბის რთულ გზა­ზე. ეს ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ტრან­სატ­ლან­ტი­კურ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოს.
სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნა­ვი­თა­რა ძლი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რომ­ლებ­საც სურთ ერ­თობ­ლი­ვი პარტნი­ო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა. ასე­ვე, არ­სე­ბობს აშშ-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის 6000-ზე მეტი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის ქსე­ლი. ისი­ნი თით­ქმის ყვე­ლა სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა­ზე ერ­თგულ და დი­ნა­მი­ურ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არი­ან, ვი­საც აქ შევ­ხვედ­რილ­ვარ. ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ უნა­რებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­მუ­შა­ოდ იყე­ნე­ბენ.
ქარ­თვე­ლებ­მა გა­მოს­ცა­დეს საბ­ჭო­თა ზე­წო­ლა ქარ­თულ ენა­ზე და ეკ­ლე­სი­ის ნგრე­ვა. თქვენ ნა­ხეთ, რო­გორ ატე­რო­რებ­დნენ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ძი­რავ­დნენ ქვე­ყა­ნას უკა­ნო­ნო­ბა­ში. თქვენ გი­ნა­ხავთ ომი, ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცია, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა. ეს არის რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი. გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, არის მო­წო­დე­ბე­ბი კი­დევ ბევ­რის­კენ, რათა შე­ნარ­ჩუნ­დეს მუხ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის, რწმე­ნი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მყარ სა­ძირ­კველ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, ინ­კლუ­ზი­უ­რი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. მთე­ლი ამ მღელ­ვა­რე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერ­და ქარ­თველ ხალ­ხს.
ოც­და­ა­თი წელი. ეს ხან­გრძლი­ვი დროა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი პი­რო­ბას დებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს ჩვენს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და გა­აძ­ლი­ე­როს მათ და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. ჩვენ გვინ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სა და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის, რათა შე­იქ­მნას უკე­თე­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­ხე­დოთ 30 წლი­ან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ნიშ­ნავ პროგ­რესს. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბის აღ­ნიშ­ვნას, რო­გორც მე­გობ­რე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი კი­დევ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა, რო­გორც აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო, ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა, ჩვენს ორი­ვე ქვე­ყა­ნას აძ­ლი­ე­რებს”, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მსგავსი სიახლეები