რეკლამა

„როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ" - ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მეწყერის დროს შვილთან ერთად დაიღუპა

„როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ" - ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც მეწყერის დროს შვილთან ერთად დაიღუპა
  • 609

ცნობილია ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა. დაღუპული მაია ჩეჩელაშვილია. მაშველებმა ასევე იპოვეს მისი შვილის ნია რო­ბა­ქი­ძის ცხედარიც.
„ჩემო თვალებციმციმა გოგო. ჩემო მაიკო როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ",- წერს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები