რეკლამა

"ასეთი რამ 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქციები ომზე?

"ასეთი რამ 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქციები ომზე?
  • 339

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია არ წყდე­ბა, რა­მაც მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რი­გი ფაქ­ტობ­რი­ვად შეც­ვა­ლა. ახლა მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა უკ­რა­ი­ნის­კე­ნაა გა­და­ტა­ნი­ლი. უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ნად­გო­მას უცხა­დებს სამ­ყა­როს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­წი­ლი.
ყვე­ლას გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს უკ­რა­ი­ნე­ლი ერის სა­ო­ცა­რი გმი­რო­ბა და მტერ­თან ბრძო­ლის უდ­რე­კი პო­ზი­ცია, მხნე­ო­ბა... ამ ომმა მშვი­დი ძილი და მოს­ვე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და­უ­კარ­გა...
რას ფიქ­რო­ბენ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ა­ზე და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ზე, ამა­ზე AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.


გოგა ჩა­ნა­დი­რი, ფო­ტოგ­რა­ფი:
- რო­დე­საც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ებ­მა პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­ბავ­შვო ბაღი და­ბომ­ბეს, ვი­ფიქ­რე, გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი­ან, ასეთ ბო­რო­ტე­ბას აღარ ჩა­ი­დე­ნენ-მეთ­ქი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­რი­უ­პოლ­ში სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი და­ან­გრი­ეს. რო­დე­საც კადრში დაჭ­რი­ლი ფეხ­მძი­მე ქალი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც და­ბომ­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­დი­ო­და, მივ­ხვდი, რომ ესე­ნი კა­ნი­ბა­ლე­ბი არი­ან. მათ არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა სურთ, სრუ­ლად უკ­რა­ი­ნე­ლი ერის. სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ზე, ქა­ლებ­ზე, ბავ­შვებ­ზე, მო­ხუ­ცებ­ზე?! რა საქ­მე აქვთ მათ­თან?! ასეთ თავ­დას­ხმას ახნა არ აქვს... უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი იხო­ცე­ბა... დე­დას შვი­ლე­ბის და­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ... ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დე­რეფ­ნებს ბომ­ბა­ვენ...
ომ­საც თა­ვის კა­ნო­ნე­ბი აქვს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და. მაგ­რამ რო­დე­საც ამ კა­ნო­ნებ­საც არაფ­რად აგ­დე­ბენ, ჩემი ემო­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან მძი­მეა. რუ­სებს რომ ჰქონ­დეთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ისი­ნი ამ ომს მე­ტად დაგ­მობ­დნენ და გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში დევ­ნი­ლო­ბა­შია და თუ ეს აგ­რე­სია არ შე­ჩერ­და, დევ­ნილ­თა რი­ცხვი უფრო გა­იზ­რდე­ბა. სა­ერ­თოდ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აშშ არ არის მზად იმის­თვის, რომ სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს დამ­პყრო­ბე­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ კი­დევ სხვა რე­სურ­სე­ბიც არ­სე­ბობს, რი­თაც ამ ომის შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მათ უნდა იაქ­ტი­უ­რონ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ის სან­ქცი­ე­ბი არ კმა­რა, ამა­ში მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო უნდა ჩა­ერ­თოს. რუ­სეთს არ უნდა ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ვინ­მე და­ეხ­მა­რე­ბა...

- უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი მხნე­ო­ბას და სა­კუ­თა­რი მი­წის, ქვეყ­ნის დაც­ვის სა­ო­ცარ უნარს ავ­ლენს...
- ეს სი­ახ­ლე არ არის - უკ­რა­ი­ნამ ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დარ­ტყმა მი­ი­ღო თა­ვის თავ­ზე. სა­ო­ცა­რი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა... ამ­ჯე­რად ნათ­ლად ის გა­მოჩ­ნდა, რომ მეტი სიმ­ტკი­ცე და ერ­თი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნეს, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ეროვ­ნულ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. კარ­გად ვიც­ნობ უკ­რა­ი­ნას, იქ ვარ მო­ნათ­ლუ­ლი...
ზე­ლენ­სკი კარ­გი ლი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა. ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აქვს ცო­ტა­თი ის­ტე­რი­კის მო­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ ეს უფრო ომის და­სა­წყის­ში იყო, ახლა ემო­ცი­ე­ბი უფრო მო­თო­კა, ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრე­ზი­დენ­ტია. მის მა­გა­ლით­ზე ისიც გა­ირ­კვა, რომ კარ­გი ლი­დე­რო­ბის­თვის მთა­ვა­რია იყო სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი. მას­ში რაც ყველ­ზე მე­ტად მომ­წონს, გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია იმ იდე­ე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, რის­თვი­საც იბ­რძვის ახლა უკ­რა­ი­ნე­ლი ერი.
- რო­გო­რია შენი პროგ­ნო­ზი?
- უკ­რა­ი­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ის და­იბ­რუ­ნებს ყი­რიმს, დონ­ბასს, ლუ­განსკს. რუ­სეთ­მა მწა­რედ შე­ტო­პა და ის და­მარ­ცხდე­ბა. და­მარ­ცხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­თმე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს ვერ და­ი­ტო­ვე­ბენ. რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა კი იქ­ნე­ბა ფაქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზეც ვი­ფიქ­როთ, ისე­ვე რო­გორც მოლ­დო­ვამ. უბ­რა­ლოდ, მზად უნდა ვი­ყოთ, რომ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ომი არ დაგ­ვჭირ­დეს.
სა­მარ­თა­ლი აღ­დგე­ბა და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაც. სა­ვა­რა­უ­დოდ პუ­ტინს თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვა მო­ი­შო­რებს, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვინ მის­ცემს. რაც არ უნდა ცხე­ლი გო­ნე­ბის გე­ნერ­ლე­ბი ჰყავ­დეს, ისი­ნი ამას არ და­უშ­ვე­ბენ. რად­გა­ნაც ამის შე­დეგს ისევ უკან მი­ი­ღე­ბენ. ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფსი­ქო­პა­თი, რო­მელ­საც აღარ აქვს ნერ­ვე­ბი და მისი იდე­ა­ფიქ­სი მხო­ლოდ ლი­დე­რო­ბაა. რე­ა­ლო­ბა­საა მო­წყვე­ტი­ლი. ომის გა­ჩე­რე­ბას მხო­ლოდ მისი მო­შო­რე­ბა შეძ­ლებს. მერე კი მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.
ხა­ტია შა­მუ­გია, წამ­ყვა­ნი, პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი:
- ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, და­ზაფ­რუ­ლი და მო­წყე­ნი­ლი ვარ. ამას გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვგრძნობ, რო­დე­საც რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მა მიმ­ყავს. ჩემი გა­და­ცე­მა მარ­თა­ლია, საქ­მი­ა­ნია და არა­გა­სარ­თო­ბი, მაგ­რამ მა­ინც მო­წყე­ნი­ლი ეთე­რი გა­მო­დის. ასე­თი ჩემი 15-წლა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მან­ძილ­ზე არ მახ­სოვს... დი­ლას რომ ვიღ­ვი­ძებ, პირ­ველ რიგ­ში, ტე­ლე­ვი­ზორს ვრთავ და არ­ხებ­ზე ახალ ამ­ბებს ვეც­ნო­ბი. მაგ დროს ისე­თი და­ძა­ბუ­ლი ვარ, რად­გან არ მინ­და, გა­ვი­გო, რომ სად­მე ბავ­შვე­ბი კი­დევ და­ი­ბომ­ბეს... ამ ხალ­ხს ძა­ლი­ან თა­ნა­ვუგ­რძნობ...
უკ­რა­ი­ნა­ში არ ვარ ნამ­ყო­ფი, გად­მო­ცე­მით ვიცი მათ­ზე, ბევ­რი კარ­გი მსმე­ნია, ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა... სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც მაქვს, ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია და ახლა ხომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მათი გამ­ბე­და­ო­ბით, პატ­რი­ო­ტიზ­მით, გამ­ძლე­ო­ბით, მხნე­ო­ბით. მგო­ნია, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­სას­რუ­ლი აქვს და ვე­ლო­დე­ბი, რომ და­ნა­კარ­გი მეტი აღარ ექ­ნე­ბათ, სი­კე­თე გა­ი­მარ­ჯვებს. სიმ­შვი­დემ უნდა და­ი­სად­გუ­როს.

ეს მოხ­დე­ბა კი­დე­ვაც, მაგ­რამ მინ­და, მალე გა­მო­ა­ცხა­დონ, - დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი, უკ­რა­ი­ნამ გა­ი­მარ­ჯვა, ის ევ­რო­კავ­შირ­შია - ჩვენ ეს დაგ­ვამ­შვი­დებს. ვუს­მენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ექ­სპერ­ტებს და ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით მი­დის. ამი­ტომ, მჯე­რა, რომ მსოფ­ლიო აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რაც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. და არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის, მსოფ­ლიო სიმ­შვი­დის­თვის. ახლა მსოფ­ლიო ებ­რძვის ბო­როტ ძა­ლას, არ შე­იძ­ლე­ბა ბო­რო­ტე­ბამ გა­ი­მარ­ჯვოს.
დე­და­მი­წა, კოს­მო­სიც ვერ იტანს ამ­დენ ნე­გა­ტივს... ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, უდა­ნა­შა­უ­ლო და მებ­რძო­ლი ხალ­ხი, ვინც ამას შე­ე­წი­რა... პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი გა­მო­ჩე­ნის დღი­დან ძა­ლი­ან მომ­წონს, პა­ტივს ვცემ, იმ სფე­რო­დან, შო­უ­ბიზ­ნე­სი­და­ნაა, რო­მე­ლიც ჩემ­თან ახ­ლოს არის. ნი­ჭი­ე­რი კაცი ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რია. მერე რა, რე­ი­გა­ნიც მსა­ხი­ო­ბი იყო და ამე­რი­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პრე­ზი­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა... ზე­ლენ­სკი არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტია, მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის­თვის იბ­რძვის. ის არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი რო­გო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. მინ­და, უკ­რა­ი­ნა ძა­ლი­ან მალე გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და შემ­დეგ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ამ ბო­რო­ტი ძა­ლის­გან და ბო­რო­ტე­ბის­გან, რა­საც პუ­ტი­ნი და მისი დიქ­ტა­ტუ­რა ჰქვია.
ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:
- ეს ომი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა იმ ომის­გან, რო­მე­ლიც ჩემი თვა­ლით მი­ნა­ხავს და სა­კუ­თარ ტყავ­ზე მიგ­რძვნია. ომს პირ­და­პირ ეთერ­ში ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს კი­ნო­თე­ატ­რში ვიჯ­დე. ეს ერთი შე­ხედ­ვით უტ­რი­რე­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ვსხედ­ვართ და ომს ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებთ. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­სა­ლა გა­ფილტრუ­ლი მო­დის, ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბია. ისე­დაც რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა გვაქვს და ამას პა­რა­ლე­ლუ­რად ესეც და­ე­მა­ტა. ეს არის პლა­ნე­ტის მძი­მე ომი. ფი­ზი­კუ­რად თუ არა, ფიქ­რე­ბით, აზ­რე­ბით, მენ­ტა­ლუ­რად, თვა­ლით, ყუ­რით, ყვე­ლა სენ­სო­რით იქ ვართ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი ვინც იქ არი­ან, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ გან­საც­დელ­ში არი­ან.

ხალ­ხის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით იბ­რძვის, გა­სა­ო­ცა­რია მათი ასე­თი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, სი­მა­მა­ცე, თავ­და­დე­ბა. ტან­კებს, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით აჩე­რე­ბენ, ებ­რძვი­ან იმ აგ­რე­სი­ას, რო­მე­ლიც იქ ვი­თომ სი­კე­თის სა­ხე­ლით შე­ვი­და. არის მსხვერ­პლი, რად­გა­ნაც უკვე ორი კვი­რაა ომია. სა­დღაც თუ წინ წა­ი­წევს მტე­რი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იმ წუ­თას იმ პო­ზი­ცი­ებს უკან იბ­რუ­ნე­ბენ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ეს შე­მარ­თე­ბა, ალ­ბათ, მტერს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ტეხს.
ზე­ლენ­სკი კარ­გი ლი­დე­რია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ანუ ის, რაც სა­ე­როდ პო­ლი­ტი­კას მთელ მსოფ­ლი­ო­ში აკ­ლია. ის თვი­სე­ბე­ბი, რაც აქამ­დე პო­ლი­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობ­და, ზე­ლენ­სკიმ შე­მო­ი­ტა­ნა. თან პრე­ზი­დენ­ტია, თან ქმა­რია, მა­მაა, ლი­დე­რია, ყვე­ლა ას­პექ­ტში წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნოზს, ვეყ­რდნო­ბი მხო­ლოდ იმას, რაც მეს­მის, რაც მი­ხა­რია და ეს არის ის, რომ რუ­სე­თი და­სუს­ტე­ბუ­ლია და მას მალე კუ­თხე­ში მი­ა­ყე­ნე­ბენ.

ყველა სიახლის ნახვა