„კაციჭამიები ხართ რა! ქალს თვალებს ჩიჩქნით და ხარხარებთ!“ - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი თათია შარანგიას შესახებ?
ტელეწამყვანი თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე, რომლებიც ივნისში დაქორწინდნენ, უკვე დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავად ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურება და ტელეწამყვან თათია შარანგიას მხარდაჭერას გამოუცხადა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს.
„ეს უწყინარი კომენტარი დავწერე ერთ-ერთი პოსტის ქვევით და ჰოი, საოცრება.
(უმეტესობა აკომენტარებთ ქალები და ბოროტება გადმოგდით პირიდან.
თუ არ შეგიძლიათ ადამიანს უთანაგრძოთ, ჩაიგდეთ მაინც ენა პირში!
საშინელი კომენტარებია!
გრცხვენოდეთ!
იქნებ როგორ უჭირს ამ გოგოს ახლა სულიერად?
არ არის ადვილი ურთიერთობის დამთავრება! )
მთელი საქართველოს საქალეთი შემდგა! იქ რომ ვერ მოიოხეს გული, შემდეგ პირადში გადმოვიდნენ.
როცა ქალი ქალს არ უჭერს მხარს ის საზოგადოება ვერ შედგება!
რა გჭირთ ხალხო?! რამ გაგიქვავათ გული?! სად არის ქალური თანაგრძნობა?!
თქვენ რა შვილები უნდა გაზარდოთ, ამხელა ბოროტებას აფრქვევთ ქალის მიმართ, რომელიც მეუღლეს დაშორდა?!
საგიჟეთია!
არა, მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ!
მადლობა უფალს მანდ არ ვარ!
კარგია რომ თვალები ამიხილა თქვენმა ბოროტებამ.
აწი უფრო დავაფასებ ჩემს ამერიკაში ცხოვრებას და დღევანდელ მდგომარეობას.
კაციჭამიები ხართ რა! ქალს თვალებს ჩიჩქნით და ხარხარებთ!
ღმერთო ეს რა ხდება?!
კოშმარია!“ - დაწერა საყვარლიშვილმა.