რეკლამა

"რაც უფრო გაჭიანურდება ომი, ეს უკრაინისთვის უკეთესია" - როგორია კონფლიქტის სავარაუდო სცენარი და ძალთა ბალანსი რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტის ინტერვიუ

"რაც უფრო გაჭიანურდება ომი, ეს უკრაინისთვის უკეთესია" - როგორია კონფლიქტის სავარაუდო სცენარი და ძალთა ბალანსი რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტის ინტერვიუ
  • 274


ომის მე­ო­რე დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა სულ უფრო მწვავ­დე­ბა. რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა კი­ე­ვამ­დე მი­აღ­წი­ეს და შე­ტა­კე­ბე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. კი­ე­ვის­კენ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი და­იძ­რა და ქვეყ­ნის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კი­ევ­ზე სა­ა­ვი­ა­ციო თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მარ­თა­ლია, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი დრო­ე­ბით მოხ­სნი­ლია, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბა დარ­ჩეს თავ­შე­საფ­რებ­ში, ძა­ლა­ში რჩე­ბა.
რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი კონ­ფლიქ­ტის ეპი­ცენ­ტრში, რო­გო­რია ძალ­თა ბა­ლან­სი, რა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და რა ხან­გრძლი­ვო­ბა ექ­ნე­ბა დამ­პყრობ­ლურ ომს, ამ კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:
"მე­ო­რე დღეა აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე გა­მო­იკ­ვე­თა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის კი­ე­ვის აღე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა და თა­ვი­სი, პრო­რუ­სუ­ლი, მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­მა, რო­გორც ეს ჩვენ­თან და ყი­რიმ­ში გა­ა­კე­თა. პუ­ტი­ნი თუ კი­ევ­ში ამას მო­ა­ხერ­ხებს, მერე, რა თქმა უნდა, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღარც ნა­ტოს­კენ გა­ი­ხე­დავს და აღარც - და­სავ­ლე­თის­კენ, რუ­სე­თი, ისე­ვე, რო­გორც ბე­ლო­რუსს, უკ­რა­ი­ნა­საც ჩაყ­ლა­პავს. ამ­ჟა­მად შე­ტე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს - ჩრდი­ლო­ე­თი­დან კი­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სამ­ხრეთ­ში ყი­რი­მი­დან ოდე­სის­კენ, რათა რუ­სებ­მა ყვე­ლა სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი და­ი­კა­ვონ და უკ­რა­ი­ნას შავ ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი ჩა­უ­კე­ტონ. ასე­ვე, გრძელ­დე­ბა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბიც. რუ­სეთ­მა თა­ვი­დან სცა­და აე­როდ­რო­მე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა და ძი­რი­თა­დი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის - რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი სად­გუ­რე­ბის, ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა. მეტ-ნაკ­ლე­ბად, ეს მას გა­მო­უ­ვი­და, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ბრძო­ლე­ბი მა­ინც ხმე­ლეთ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა.


- დე­და­ქა­ლა­ქის აღე­ბა და მისი გა­კონ­ტრო­ლე­ბა მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა? რუ­სეთს სა­ა­მი­სოდ საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი აქვს?
- რუ­სე­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ა­ხერ­ხოს კი­ევ­ში შეს­ვლა, სიმ­ბო­ლუ­რად დრო­შა აღ­მარ­თოს და იქ თა­ვი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დას­ვას. ქა­ლაქ­ში შეჭ­რა ერ­თია და მისი გა­კონ­ტრო­ლე­ბა - მე­ო­რე. აქ ჯერ მთა­ვა­რია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან შე­იჭ­რან ცენ­ტრის­კენ და დრო­შა ააფ­რი­ა­ლონ. გარ­და ამი­სა, რუ­სეთს შეს­წევს უნა­რი, უკ­რა­ი­ნა­ში 200 ათა­სი სამ­ხედ­როს გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნოს. ახლა მთა­ვა­რია, რუ­სეთ­მა ერ­თგვა­რი ბლიც-კრი­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
ინ­ფოგ­რა­ფი­კა ასა­ხავს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლის ბა­ლანსს
- რუ­სე­თი ODKB-ის ძა­ლე­ბის და­მა­ტე­ბას მარ­თლა აპი­რებს?
- რუ­სეთს არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა ეს ძა­ლე­ბი, თა­ვი­სი საკ­მა­რი­სად აქვს. მას უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კუ­რად სჭირ­დე­ბა მარ­ტო არ იყოს გას­ვრი­ლი ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში - 21-ე სა­უ­კუ­ნის ნა­ციზ­მში და უნდა ჩა­ით­რი­ოს სხვე­ბიც. ერთი უკვე ჩათ­რე­უ­ლი ჰყავს, ეს ლუ­კა­შენ­კოა - ბე­ლო­რუ­სი­ი­და­ნაც მი­დის შე­ტე­ვე­ბი, კერ­ძოდ, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რუ­სებ­თან ერ­თად ბე­ლო­რუ­სე­ბიც იბ­რძოდ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ლუ­კა­შენ­კო ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ჩათ­რე­უ­ლია, აქ სა­უ­ბა­რია ODKB-ის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­ზე. არ მგო­ნია, მაგ. სომ­ხე­თი და­თან­ხმდეს ამა­ზე, ან ყა­ზა­ხე­თი, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია.
- გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი გახ­დე­ბა რუ­სე­თის­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი, თუ ამის­თვის სამ­ხედ­რო ძა­ლაა მთა­ვა­რი?
- ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში სან­ქცი­ე­ბი ვე­რაფ­რით გახ­დე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი. ერ­თა­დერ­თი, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­ხედ­რო ძალა, თუმ­ცა ნა­ტომ ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ გარ­კვე­ვით და ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ჩა­ებ­მე­ბა ბრძო­ლებ­ში და თა­ვის ჯა­რის­კა­ცებს არ გა­აგ­ზავ­ნის უკ­რა­ი­ნა­ში, რი­თაც ხელ-ფეხი გა­უხ­სნა რუ­სეთს. ერ­თა­დერ­თი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ მხო­ლოდ თა­ვის იმე­დად. მათ­თვის მთა­ვა­რია, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაძ­ლონ ბრძო­ლებ­ში და არ გა­ტყდნენ. რაც უფრო გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა ომი, ეს მათ­თვის უკე­თე­სია.
- კონ­კრე­ტუ­ლად, რა თვალ­საზ­რი­სი­თაა მომ­გე­ბი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის­თვის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ომი?
- გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა სა­სარ­გებ­ლოა იმით, რომ რუ­სეთს ექ­ნე­ბა მეტი და­ნა­კარ­გი, მეტი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­წყო­ბე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რი - აქ გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ რუ­სეთ­მა ვერ შე­ას­რუ­ლა ბლიც -კრი­გი და ვერ მო­ა­ხერ­ხა ის, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. უკ­რა­ი­ნას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ აქვს იმის შან­სი, რომ ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის, პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძო­ლის პრინ­ცი­პით გა­ა­ხან­გრძლი­ვოს ომი და შე­ა­კა­ვოს მტე­რი. მთა­ვა­რია, რომ უკ­რა­ი­ნამ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი გაძ­ლოს დამ­პყრობ­ლებ­თან ბრძო­ლებ­ში.
ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი
- რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მი­ზა­ნი მთე­ლი უკ­რა­ი­ნის და­პყრო­ბა რომ არის, გა­მოჩ­ნდა. უშ­ვებთ უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბას ამ ომში?
- ამ ეტაპ­ზე აზრი აქვს შე­და­რე­ბით ახ­ლო­მოქ­მედ ია­რაღს, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ი­ა­რა­ღე­ბას, იგი­ვე „ჯა­ვე­ლი­ნებს“ და სხვას, რომ­ლე­ბიც ახლო მან­ძილ­ზე იმოქ­მე­დებს. ახლა უკ­რა­ი­ნის ტაქ­ტი­კა უნდა გა­და­ვი­დეს ახლო ბრძო­ლა­ზე - "ეს­რო­ლე, გა­ი­ქე­ცი", ანუ პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლა­ზე, ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის პრინ­ცი­პი­ზე. გუ­შინ, კი­ევ­ში 10 ათას­ზე მეტი ავ­ტო­მა­ტი და­ა­რი­გეს - მო­ქა­ლა­ქე მი­დი­ო­და, უბ­რა­ლოდ, პას­პორ­ტს აჩ­ვე­ნებ­და და ავ­ტო­მატს აძ­ლევ­დნენ, ვაზ­ნებ­თან ერ­თად. ეს რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებს არ ვიცი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნამ თუ შეძ­ლო და და­ი­წყო პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი, ეს ბევ­რად მეტ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს დამ­პყრო­ბელს.
- ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის აღე­ბა-და­კა­ვე­ბა რაში სჭირ­დე­ბო­დათ რუ­სებს? არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, 1986 წლის ტრა­გე­დია გან­მე­ორ­დეს...
- თა­ვი­დან, ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა რუ­სე­თის რა გეგ­მაც დადო და რო­მე­ლიც, პრინ­ციპ­ში, გა­მარ­თლდა (შე­ტე­ვის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე), მას­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ რუ­სე­თი­დან და ბე­ლო­რუ­სი­დან შე­ტე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი გვერდს აუვ­ლიდ­ნენ ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნას, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, პი­რი­ქით მოხ­და. რა­ტომ შე­ვიდ­ნენ ჩერ­ნო­ბილ­ში, ამის ახ­სნა რთუ­ლია. 36 წელი გა­ვი­და და დღეს ჩერ­ნო­ბი­ლის ზონა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბით მარ­თა­ლია, ისე­თი სა­ში­ში აღა­რაა, მაგ­რამ ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა ავა­რი­ა­გან­ცდილ ყო­ფილ მე­ო­თხე ბლოკ­ზე აღ­მარ­თუ­ლი უზარ­მა­ზა­რი სარ­კო­ფა­გის და­ზი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ევ­რო­კავ­შირ­მა ორ მი­ლი­არდ ევ­რო­ზე მეტი და­ხარ­ჯა, რომ ამ დან­გრე­უ­ლი ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის­თვის ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის სარ­კო­ფა­გი გა­და­ე­ფა­რე­ბი­ნა. ჩერ­ნო­ბი­ლის სარ­კო­ფაგ­ზე სრო­ლი­სა და მისი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი­ან" დან­გრე­უ­ლი რე­აქ­ტო­რი­სა და შე­ნო­ბის ძირ­ში "მი­ძი­ნე­ბუ­ლი" სა­ში­ში რა­დი­ო­ნუკ­ლი­დე­ბი და ისევ ატ­მოს­ფე­რო­ში "ამო­ყო­ფენ თავს", მერე, კაც­მა არ იცის, ის საით წავა.
- ბირ­თვუ­ლი ომის სა­შიშ­რო­ე­ბას თუ ხე­დავთ, რა­ზეც პუ­ტინ­მა არა ერთხელ გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი...
- პუ­ტინ­მა აგ­რე­სი­ის ერთ-ერთ სა­ბა­ბად სცა­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მო­ტი­ვი, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა აპი­რებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნას. ეს, რა თქმა უნდა, სი­სუ­ლე­ლეა. უკ­რა­ი­ნა არ აპი­რებს და ვერც გა­ა­კე­თებს ამას, რად­გან უზარ­მა­ზა­რი ხარ­ჯე­ბი სჭირ­დე­ბა და რუ­სეთ­მა ხმაც რომ არ ამო­ი­ღოს, ამას და­სავ­ლე­თი არ და­უშ­ვებს. რუ­სე­თი რა რა­კე­ტებ­საც ეს­ვრის უკ­რა­ი­ნას (რაც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა 2008-ში), თით­ქმის ყვე­ლას შე­უძ­ლია ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის გა­და­ტა­ნა, მათ შო­რის "ის­კან­დერ­საც“. თუმ­ცა რა­საც ჩვენ ვუ­ყუ­რებთ და რაც პუ­ტინ­მა გა­ბე­და და გა­ა­კე­თა, არა­ვი­თარ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა, ახლა ამ მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი უკვე აღარც არა­ფე­რია.
- თქვე­ნი აზ­რით, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დენ ხანს გას­ტანს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი?
- 1-2 დღე იქ­ნე­ბა გარ­დამ­ტე­ხი, რათა გა­მო­იკ­ვე­თოს ნა­თე­ლი სუ­რა­თი იმი­სა, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა. არ მგო­ნია, ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, ამის რე­სურ­სე­ბიც არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. ეს თუ შეძ­ლო უკ­რა­ი­ნამ, რუ­სეთ­მა კი­ე­ვიც რომ და­ი­კა­ვოს და დას­ვას თა­ვი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ეს არ ნიშ­ნავს ომის დამ­თავ­რე­ბას. უკ­რა­ი­ნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლონ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და თუ მას მხარ­და­ჭე­რაც ექ­ნე­ბა, მა­შინ რუ­სე­თის ბედი და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­გო­რიც გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა იმა­ვე უკ­რა­ი­ნა­ში, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, როცა ჰიტ­ლე­რი პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლებს შე­ე­ჯა­ხა.

ყველა სიახლის ნახვა