რეკლამა

ამერიკაში გოგონა ინტიმური კავშირის გარეშე დაფეხმძიმდა

ამერიკაში გოგონა ინტიმური კავშირის გარეშე დაფეხმძიმდა
  • 2 639
რეკლამა

ამერიკელმა გოგონამ, მასაჩუსეტსის შტატიდან სემი იზაბელმა(Sammi Lynn Isabel) TikTok -ში გამოაქვეყნა გასაოცარი ისტორია, გოგონას თქმით იგი დაფეხმძიმდა ისე, რომ არცერთხელ არ წოლილა მამაკაცთან. მისივე თქმით, როდესაც სკოლას ამთავრებდა, მას მოულოდნელად შეუწყდა მენსტრუაცია, გოგონამ უკვე იცოდა თუ რას მიანიშნებდა ეს, თუმცა მაშინვე გამორიცხა ეს ვარიანტი, მას ხომ სექსი არასდროს ჰქონია კლასიკური





                            

გაგებით, იგი ქალწული იყო. 
დარწმუნებული იმაში, რომ მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი სულ სხვა რამ იყო, გოგონა გინეკოლოგს გაესინჯა, რომელმაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია აუწყა, იგი 5 კვირის ფეხმძიმე იყო.მიუხედავად იმისა, რომ სემის წინ გამოსაშვები გამოცდები ელოდა, გადაწყვიტა ბავშვი დაეტოვებინა. 
                                

გოგონას სექსი არ ჰქონია პირდაპირი გაგებით, თუმცა როგორც გაირკვა, ნემისმიერმა სხვა "ცუღლუტობამ" შესაძლოა ფეხმძიმობა გამოიწვიოს. ამჟამად სემი 26 წლისაა, "უმწიკვლო" ჩანასახი უკვე წამოიზარდა და მას უკვე ბოიფრენდისგან ძმაც ჰყავს, ამჯერად უკვე ჩვეულებრივად

სქესობრივი კავშირით ჩასახული.

                        


ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოცემა Buzzfeed -მა კომენტარი სთხოვა ექიმ-გინეკოლოგს ჯენიფერ ლინკოლნს, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, თუმცა შესაძლებელია, ამიტომ სპეციალისტი მოზარდებს ურჩევს, უფრო პასუხისგებით მოეკიდნონ სქესობრივ საკითხებს. "ფეხმძიმობისთვის საჭიროა სპერმა მოხვდეს ვაგინაში, თუმცა რა გზით მოხვდება ამას მნიშვნელობა არა აქვს, პენისიდან თუ თითიდან, სპერმატოზოიდები დაიძვრებიან საშვილოსნოში და იქ შეხვდება კვერცხუჯრედი და..მზადააა"-აღნიშნა ჯენიფერ ლინკოლნმა.

ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები