რეკლამა

"1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია..." - რა ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელიც ზუგდიდში ,15 წლის ბავშვის მკვლელობაშია ბრალდებული?

"1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია..." - რა ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელიც ზუგდიდში ,15 წლის ბავშვის მკვლელობაშია ბრალდებული?
  • 203

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს ბიჭზე, რომელიც ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობაშია ბრალდებული.

"ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია.
მაგ დროს ვინც არ გამოიძახა პოლიცია და თვალი დახუჭა მკვლელობაზე, გაწირა ბიჭიც.
ვინმეს რომ ემოქმედა, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რის შემდეგაც აღსრულდებოდა კანონი და პასუხისგებაში მისცემდნენ ჩადენილზე, ბიჭიც გადარჩებოდა.
ეს ძველბიჭური მენტალიტეტი როდის გადაშენდება და სახელმწიფო როდის გვეღირსება ამ დამპალი "ბაბულიკური გაგებების" გარეშე, რომელიც ასეა ფესვგამდგარი ყველგან, მათ შორის, თავად საზოგადოებაში!", - წერს ჯანაშია.

ცნობისთვის, ურთიერთშელაპარაკებისას ზუგდიდში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდეით დაკავებულია არასრულწლოვანი.
tia.ge