რეკლამა

მუდამ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, თან იმხელა ინტერესით... და იცით რა მინდა?

მუდამ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, თან იმხელა ინტერესით... და იცით რა მინდა?
  • 1 636

მუდამ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, თან იმხელა ინტერესით... და იცით რა მინდა? - მინდა შეგხვდეთ თითოეულს და ჩაგეხუტოთ, მოგესიყვარულოთ და მადლობა გითხრათ იმ ნდობისთვის რაც მაგრძნობინეთ პირველი გადაცემის გასვლისთანავე... მამხნევებდით, რჩევებს მაძლევდით, ზოგჯერ მაკრიტიკებდით (თითქმის არ მახსენდება და რაც მახსენდება ისიც მხოლოდ კეთილად) მაგრამ რაც მთავარია - მუდმივად გჯეროდათ ჩემი. მინდა გულწრფელად გითხრათ, თავად არ მჯერა, რომ ეს სიყვარული ჩემს გარშემო ტრიალებს.არ მჯერა, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბეთ ჩემს გარშემო, და აფრქვევთ დაუნანებლად სითბოს და პოზიტივს! ეს იმხელა ფუფუნებაა ჩემთვის, ისეთი მოტივაცია არასდროს მოვდუნდე და თქვენს მხარდაჭერას და გაცემულ ემოციას მუდამ ვიმსახურებდე! მადლობა ჩემო ადამიანებო!!! და ეს მადლობა არასდროს დამელევა!