რეკლამა

ამ ყველაფერს საბოლოოდ მოეღება ბოლო და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა - იკა ნათიას წყვილი განცხადებას ავრცელებს

ამ ყველაფერს საბოლოოდ მოეღება ბოლო და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა - იკა ნათიას წყვილი განცხადებას ავრცელებს
  • 103

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ინფლუენსერი "იკა ნათიას" წყვილი ბანკში ვალს ვეღარ იხდის და ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა, რასაც სოციალურ ქსელში მათი მეგობრები და სხვა ინფლუენსერები გამოეხმაურნენ და მათთშვის დახმარების გაწევა დაიწყეს, ასევე მოუწოდეს ხალხს იგივე გაეკეთებინათ. ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ საზოგადოებაში. ბევრმა ადამიანმა მათი გაკრიტიკება დაიწყო, რასაც წყვილი ინსტაგრამზე პასუხობს:

"როდესაც ფსკერია ადამიანი არავითარ შემთხვევაში შენც მის დონემდე არ უნდა დაეშვა ეს დაიმახსოვრეთ! ძალიან მალე მოეღება ამ ყველაფერს ბოლო, რადგან სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და ეშმაკის მოციქულებზე! აუცილებლად დაისჯება ყველა ის ადამიანი ვინ ესე უსამართლოდ და უმიზეზოდ გვწამებს ცილს ჩვენ და ძალიან ბევრ ადამიანს!
ტყუილი ინფორმაციების გავრცელება , შეთხზული ზღაპრები, კიბერ ბულინგი, პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა, არასდროს დარჩება დაუსჯელი!
ხოლო ის ადამიანები ვინც ესეთ ამზრზენ არსებას უსმენთ და ამ ყველაფრის გჯერათ, უყურებთ მის მართლა სამარცხვინო და ბოროტულ გამოსვლებს და თუ გსიამოვნებთ ეს ყველაფერი გირჩევთ, რომ იმკურნალოთ რადგან ეს ნორმალური არ არის! მე ასეთი ადამიანებისთვის კი არაფრის ახსნას არ ვაპირებ რადგან ასახსნელი არც არაფერია  ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ამას ვერ უშველის ვერანაირი საერთაშორისო დაცვა☺️ რადგან სწორედ იქ ფასობს ადამიანთა უფლებები სადაც თავად ეს ადამიანი იმყოფება.
ამ ყველაფერს საბოლოოდ მოეღება ბოლო და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც მსგავს ქმედებას ახორციელებს ან აპირებს განხორციელებას! მალე ნახავთ რა მოყვება ამ სიბოროტეს, ადამიანის ცილისწამებას და შეურაცხყოფას 
ხოლო ვინ ამ სპექტაკლების ყურებით ერთობით გაერთეთ,მე აღარ ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას , ძალიან მალე ნახავთ როგორ იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე !
წარმატებები ყველას !"

მსგავსი სიახლეები