რეკლამა

„სირცხვილია, ადამიანებო, ასე ილანძღოთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ... მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები, ემოციები“ - რატომ გახდა თიკა ჯამბურია ბულინგის მსხვერპლი

„სირცხვილია, ადამიანებო, ასე ილანძღოთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ... მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები, ემოციები“ - რატომ გახდა თიკა ჯამბურია ბულინგის მსხვერპლი
  • 244

სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი თიკა ჯამბურია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო კადრები გადაცემიდან, სადაც თიკა დედას ურეკავს და კერძის რეცეპტს ეკითხება. ვიდეოს „ფეისბუკზე“ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რასაც თიკა ჯამბურიამ საჯაროდ უპასუხა:
„არ ვიცი, საიდან დავიწყო… რამდენიმე დღის წინ ვიყავი „რუსთავი 2 ის“ დილაში, სტუმრად… სრულიად შემთხვევით მომიწია კატლეტი და პიურეს გაკეთება პირდაპირ ეთერში. ვინც მიცნობს, იცის, რომ კულინარია ჩემი გატაცებაა და ვგიჟდები, ისე 
მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედა საოცარი მზარეულია, უბრალოდ, რეკლამის დროს, გადავწყვიტე, დამერეკა და მისგან რჩევები მიმეღო. ამ დროს გადაცემის პროდიუსერმა უწყინარი ვიდეო გადამიღო და მათ გვერდზე ატვირთა.
თან მეცინება, რომ ამის ახსნა მიწევს და, აი, ეს ხდება კომენტარებში. გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ ამ ადამიანების შვილებმა ან ახლობლებმა ნახოთ და სამომავლოდ გააფრთხილოთ თქვენი ახლობლები, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან სირცხვილია, ადამიანებოო!!!!!! ასე ილანძღოთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ სრულიად უწყინარ ვიდეოზე… მესმის, რომ რთული ცხოვრება გვაქვს, მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ კარგით რააა, ასე რამ გაგაბოროტათ და ასე რამ გაგაგიჟათ, ხალხო.
P.s. იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ უნდა „დავიკიდო” და ყურადღება არ მივაქციო… არა, ხალხო, არ ჭრის ეგ ტაქტიკა, უარესად გიშვრებიან მერე და ამიტომ ჯობია, გამოვასაჯაროოთ ეს ხალხი და იქნებ მერე შერცხვეთ მაინც და დაოკდნენ. და კიდევ, ძალიან საწყენია, რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლი ქალები არიან, ქალები, რომლებსაც ჩემხელა შვილები ჰყავთ და, დარწმუნებული ვარ, საკუთარი შვილების დასაცავად ნებისმიერ ადამიანს კბილებით გაძიძგნიან. ჰოდა, რა ვიცი, ისე, იცოდეთ მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები, ემოციები და ძალიან, ძალიან მწყინს ეს ნეგატივი თქვენგან… მადლობა, ნახვამდის. უბრალოდ გისურვებთ, რომ... არ ვიცი, რა გისურვოთ“ - დაწერა მან.
თიკა ჯამბურიას ბულინგს გამოეხმაურა განო მელითაურიც:
„ეს არის სირცხვილი! და სანამ ამ ქვეყანაში საჯარო სივრცეებში წარმატებული, შემდგარი ადამიანების ბულინგი არ გახდება დასჯადი, ვიქნებით ამ ნეხვში!!!!
აბსოლუტურად ყველა ადამიანის მსგავსი ბულინგი უნდა იყოს დასჯადი! განურჩევლად ეროვნების, პროფესიის, სქესის და სექსუალურო ორიენტაციისა! მაგრამ ვინც ოდნავ სხვებზე გამორჩეულია რაიმეთი, ან განსხვავებულია, ან ოდნავ მეტს მიაღწია, მათ განსაკუთრებით ქოლავენ!
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის ეს!
და კანონი გაქვთ მახინჯი! ძვირფასებო! სიტყვის თავისუფლება ამას რომ უშვებს, ეს არის ფსკერი! რადგან ჩემი თავისუფლება სხვის თავისუფლებას თუ ზღუდავს და კვეთს წითელ ცირკულარებს პიროვნულ, მორალურ და ადამიანურ ღირებულებებს, ეს სიტყვის თავისუფლება კი არა
ძ ა ლ ა დ ო ბ ა ა და ამორალურია!
თინა ჯამბურია, ულამაზესი, უნიჭიერესი და უკარგესი გოგო ხარ!
ცხადია, ურთულესია ამ სიმახინჯეს გაუძლოს ადამიანმა, მაგრამ საუბედუროდ, ინტელექტის, ადამიანობის და მორალის დეფიციტია ვერშემდგარ გაუბედურებულ საზოგადოებაში!
მაქციებად იქცნენ ზოგიერთები!“. – წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები