რეკლამა

შვილიშვილი უწესობაში ვამხილე.. ჩემზე გაბრაზებული სახლიდან გაიქცა და მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო..

შვილიშვილი უწესობაში ვამხილე.. ჩემზე გაბრაზებული სახლიდან გაიქცა და მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო..
  • 164
რეკლამა

შვილიშვილი უწესობაში ვამხილე.. ჩემზე გაბრაზებული სახლიდან გაიქცა და მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო.. ჩემი მეგობარი დარინა 26 წელია, რაც ერთ-ერთ საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. ერთ დღეს გულგახეთქილმა დამირეკა, ქეთინო, თქვენი ქეთი როდის გაათხოვეთ, ან რა უბედურება დაგემართათ, გოგო უკვე აბორტს რომ იკეთებსო. თვალთ დამიბნელდა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. ერთი საათი ვაფიცებდი დარინას, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვა, თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაცაში შეეშალა, იმიტომ რომ დიდი ხანია რაც ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. ფაქტია, რომ ქეთიმაც ვერ იცნო. დარინამ, მეც მეგონა, რომ შემეშალა, მაგრამ ისტორიას რომ ჩავხედე და სახელი და გვარი ამოვიკითხე თავზარი დამეცაო.


ბავშვი აღარ შევაშინე, ისედაც დაბნეული ჩანდა, თორემ თავს გავახსენებდიო. სახლში დაბრუნებულ ქეთის ყველაფერი მოვახსენე, თან დავემუქრე, თუ ნორმალურად არ მოიქცეოდა, მშობლებს ყველაფერს ვეტყოდი. სასაცილოდაც არ ეყო და ბებიას ნიკოლოზისდროინდელი ბებრუცანა მეძახა, მაგრამ საღამოს შინ მოსულ შვილსა და რძალს რომ მოვახსენე რა მოჰყვა მათ სიცილ-კისკისს ქეთის თავისუფალ ცხოვრებაზე, ახლა თავს იკლავენ ნერვიულობით. შვილიშვილი კი სახლიდან გაიქცა და დაქალთან ცხოვრობს. მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო.


როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს. ამაზე თავის დროზე ჩემმა გარდაცვლილმა ქმარმა კანონიერად იზრუნა. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი, მსგავსი არაფერი უგრძნობინებიათ შვილსა და რძალს. ყურადღება: ფოტო პირობითია.

ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები