რეკლამა

“ქართველი ხარ და ხმა ჩაიწყვიტეო..” – ნახეთ რა უთხრა რუსმა ტურისტმა ნუკი კოშკელიშვილს

“ქართველი ხარ და ხმა ჩაიწყვიტეო..” – ნახეთ რა უთხრა რუსმა ტურისტმა ნუკი კოშკელიშვილს
  • 5 768

ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად ბათუმში ისვენებს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში ზაფხულის განმავლობაში ბევრი აღმოჩენის გაკეთებაა შესაძლებელი.
ჟურნალი „გზა“ ინტერესდება, რუს ტურისტებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ტელეწამყვანი თავად თუ შესწრებია ისეთ ფაქტს, რომელსაც ის გაუღიზიანებია:
„რა თქმა უნდა. რუსი ტურისტების საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია: საზიზღრად იქცევიან, ყველგან ყველაფერს ისვრიან… რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ ვვარგივართ. ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს, აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქ ვინ იმყოფება – ბავშვის, ქალის წინ საზიზღრად იქცევიან, იგინებიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ… მოკლედ, ცუდად იქცევიან.
შენიშვნა მიგიცია?
კი, მითხოვია, ბავშვთან ერთად ვართ.  ცოტა ხნით ჩუმად იყავით-მეთქი, მითქვამს, თქვენი ქალბატონი ძალიან ნასვამია, იქნებ მიხედოთ-მეთქი. ასეთ დროს გპასუხობენ – შენ ხომ ქართველი ხარ? ხმა ჩაიწყვიტეო!.. მაგალითად, ერთმა მათგანმა მომახსენა – შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია და ჩუმად იყავითო…“

მსგავსი სიახლეები