რეკლამა

"ხშირად მეტროთი ვმგზავრობ... თავიდან იქ რომ ჩავდიოდი, ვიმალებოდი, სათვალეს, შარფს ვიკეთებდი" - როგორ შეცვალა ქეთი ხუციშვილის ცხოვრება პოპულარობამ: მსახიობი კარიერასა და პირადზე

"ხშირად მეტროთი ვმგზავრობ... თავიდან იქ რომ ჩავდიოდი, ვიმალებოდი, სათვალეს, შარფს ვიკეთებდი" - როგორ შეცვალა ქეთი ხუციშვილის ცხოვრება პოპულარობამ: მსახიობი კარიერასა და პირადზე
  • 497

სა­დაც ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლია, იქ ღი­მი­ლი და კარ­გი გან­წყო­ბაა. მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­აც­ნო თავი და და­ა­მახ­სოვ­რა, როცა ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის ("ჩცდ") ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟი გახ­და. ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ და აფა­სე­ბენ. დღეს კო­მე­დი­უ­რი გა­და­ცე­მის მსა­ხი­ო­ბია. ამ გუნდსაც მშვე­ნივ­რად შე­ერ­წყა. ტე­ლე­ვი­ზია უკვე მისი სამ­სა­ხუ­რია და ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონს.
AMBEBI.GE ქეთი ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გულ­წრფე­ლად გაგ­ვი­ზი­ა­რა სა­კუ­თა­რი აზრი რო­გორც სამ­სა­ხუ­რებ­რივ, კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე პი­რად­ზე:
- დღეს რა საქ­მე­საც აკე­თებ, მოგ­წონს და შე­ნია?


- შე­იძ­ლე­ბა მთლად ჩემი არ იყოს, მაგ­რამ მომ­წონს. რამ­დე­ნად გა­ვი­თა­ვი­სე, ეს სხვა სა­კი­თხია. უბ­რა­ლოდ, სამ­სა­ხუ­რია, ჩემს საქ­მეს ვას­რუ­ლებ და ვე­რა­ვინ შე­მა­ტყობს, ჩე­მია, თუ არა.
- და რა არის შენი?
- ზო­გა­დად ეს სფე­რო ჩე­მია... თუმ­ცა იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, რაც ნამ­დვი­ლად არ არის ჩემი. თა­ვის დრო­ზე სა­ერ­თოდ სხვა სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი, მაგ სფე­რო­ში ვი­მუ­შა­ვე კი­დეც, მაგ­რამ იქი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­მო­ვე­დი. ახლა სა­დაც ვარ, კი, ჩემი სფე­როა, მაგ­რამ სე­რი­ა­ლი და კო­მე­დი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, ამი­ტომ იქი­დან აქ გად­მოს­ვლა დის­კომ­ფორ­ტიც იყო, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვე­გუე.
- მოკ­ლედ, დღეს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­კავ­ში­რებს იუ­მო­რის­ტებ­თან, პა­რო­დის­ტებ­თან. რამ­დე­ნად ად­ვი­ლია ისეთ ატ­მოს­ფე­რო­ში ყოფ­ნა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იუ­მორ­ზეა აწყო­ბი­ლი?
- ხა­სი­ათ­ზე ხარ თუ არა, პრო­დუქ­ტი უნდა დადო. ძნე­ლია მუ­შა­ო­ბა, ად­ვი­ლი არ არის... ტექ­სტებს სცე­ნა­რის­ტე­ბი წე­რენ, ჩე­მამ­დე სცე­ნა­რი მო­დის, რა­ზეც უკვე ვმუ­შა­ობ. მის ასათ­ვი­სებ­ლად და იმის­თვის, რომ პერ­სო­ნა­ჟი შედ­გეს, მცი­რე დრო გვაქვს - ერთი-ორი დღე. რთუ­ლია ასე მცი­რე დრო­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ რომ ვთქვა, დიდი შრო­მის ფა­სად ხდე­ბა-მეთ­ქი ეს, არა.



ტექსტს რომ წა­ვი­კი­თხავ, ექ­სპრომ­ტად მო­დის ის, რო­გორ უნდა შე­ვას­რუ­ლო და რა რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თო. მა­ნამ­დე წარ­მო­სახ­ვა­ში წარ­მო­ვიდ­გენ და მერე ტექ­სტე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ მო­დის. თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც კა­მე­რის წინ ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, იუ­მო­რის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა. სამ­სა­ხუ­რის გა­რეთ ხომ ყვე­ლას ჩვე­ნი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, აქ რომ მოვ­დი­ვარ, მარ­თლა სხვა გა­რე­მო­ში ვერ­თვე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი დამ­ღლე­ლია, ამ შე­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ხუმ­რო­ბა­ში, რეპ­ლი­კებ­ში დრო ისე გა­დის, სახ­ლში და­დე­ბი­თად "და­მუხ­ტუ­ლი" ვბრუნ­დე­ბი. ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა.
ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა სამ­სა­ხურ­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვერ ხარ კარ­გად. სამ­სა­ხურ­ში არა­ფე­რი მძა­ბავს, აქ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი კარ­გი და ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ.



- ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ისე გა­გიც­ნო. "კო­მე­დი­შიც" მსა­ხი­ო­ბი ხარ, თა­ვის დრო­ზე იუ­რი­დი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი შრო­მა და და­ხარ­ჯუ­ლი დრო ხომ არ გე­ნა­ნე­ბა და ხომ არ ფიქ­რობ, რომ ნე­ტავ, "თე­ატ­რა­ლურ­ში" ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნაო...
- იუ­რი­დი­ულ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი წლე­ბი ნამ­დვი­ლად მე­ნა­ნე­ბა, მაგ­რამ წარ­სულ­ში რაც ხდე­ბა, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, ალ­ბათ, ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სწავ­ლი­თაც დი­დად არ ვსწავ­ლობ­დი, რად­გან არ მიყ­ვარ­და ეგ სფე­რო, მაგ­რამ არც ის მახ­სოვს, რომ "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მე­ოც­ნე­ბა და მე­ფიქ­რა. უბ­რა­ლოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემ­ში სულ იყო, მაგ­რამ არც იმას ვე­ლო­დი, რაც ამ უნა­რის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. რომ ვთქვა, ამ სფე­რო­ში მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან პო­პუ­ლა­რო­ბა და ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნა, არა, ესეც არ მინ­დო­და.


- ახლა რა ხდე­ბა, როცა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?
- სა­სი­ა­მოვ­ნოა, ამან ბევ­რი კარ­გი რამ მო­ი­ტა­ნა, რაც ბევრ რა­მე­ში ხელს მი­წყობს, მეხ­მა­რე­ბა. ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო მო­დის, ეს ცალ­კე თე­მაა. სად­მე შევ­დი­ვარ, და­მი­ნა­ხა­ვენ თუ არა, ყვე­ლას უნდა რა­მე­ში და­მეხ­მა­როს. უარ­ყო­ფი­თი ის აქვს, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე მო­ჭი­მულ­მა უნდა იარო, სულ ფორ­მა­ში იყო. ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, ბევ­რი მზე­რაა ჩემ­კენ მო­მარ­თუ­ლი. ხში­რად მეტ­რო­თი ვმგზავ­რობ და თა­ვი­დან იქ რომ ჩავ­დი­ო­დი, ადა­მი­ა­ნე­ბის მზე­რა რომ ამე­რი­დე­ბი­ნა, ვი­მა­ლე­ბო­დი, სათ­ვა­ლეს, შარფს ვი­კე­თებ­დი, ქუდს ვი­ხუ­რავ­დი. მერე ამ პრო­ცეს­მაც იმ­დე­ნად დამ­ღა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვიხ­სე­ნი. ვთქვი - ვის ან რას ვე­მა­ლე­ბი?!
- რომ არ ყო­ფი­ლი­ყო პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩცდ", რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და შენ გარ­შე­მო მოვ­ლე­ნე­ბი?
- "და­კარ­გუ­ლი" ვიქ­ნე­ბო­დი. ამა­ში იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ ნა­თე­სა­ვე­ბის გარ­და ფარ­თოდ არა­ვის­თვის ვიქ­ნე­ბო­დი ცნო­ბი­ლი. რო­გორც ვცხოვ­რობ­დი 10 წლის წინ, ისე­ვე ვი­ცხოვ­რებ­დი. რა სფე­რო­სა და სამ­სა­ხურ­ში ვი­მუ­შა­ვებ­დი, ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. შე­იძ­ლე­ბა, უმუ­შე­ვა­რიც კი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი.

- უცხო­ეთ­ში წას­ვლა­ზე ხომ არ გი­ფიქ­რია?
- ამა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. რომ წა­ვი­დე, შე­იძ­ლე­ბა, ისე მოხ­დეს, რომ წა­მოს­ვლა აღარ მო­მინ­დეს, ან მე­ო­რე დღეს უკან გა­მო­ვიქ­ცე - სას­წა­უ­ლი ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს. მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით წას­ვლას არ ვფიქ­რობ, ხვალ რას გა­დავ­წყვეტ, ამის თქმა მი­ჭირს.
- რა ად­გი­ლი უკა­ვია "ჩცდ"-ში შექ­მნილ როლს (მთვა­რი­სა/ლუნა) შენს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში?
- ლუ­ნამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვა­ლა და ამო­ა­ყი­რა­ვა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა. მა­ნამ­დე სულ სხვა ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ხე­ლის გულს რომ ამო­აბ­რუ­ნებ, ასე შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, თან ისეთ ასაკ­სა და პე­რი­ოდ­ში, ზოგი ხელს რომ ჩა­იქ­ნევს და იტყვის, - წლე­ბი მო­მე­მა­ტა, რა დროს ესაა. მოკ­ლედ, 30 წლის შემ­დეგ ფარ­თოდ გა­მიც­ნეს. ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი სწო­რედ ის იყო, რომ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა იმან, რომ ასე ამობ­რუნ­და ჩემი ცხოვ­რე­ბა.

- ხომ არ გე­ნატ­რე­ბა შენი პერ­სო­ნა­ჟი?
- მე­ნატ­რე­ბა და შე­იძ­ლე­ბო­და, ძა­ლი­ან მაგ­რად გან­ვრცო­ბი­ლი­ყო ის.
- რა­ტომ არ გა­ნივ­რცო?
- რა­ღაც მო­მენ­ტში დამ­თავ­რდა, მერე ცოტა ხანს ისევ გა­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ისევ შე­წყდა. სა­ერ­თოდ კი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. ზო­გა­დად, ეს სე­რი­ა­ლი ასე­თია: შეხ­ვალ, გახ­ვალ, შეხ­ვალ, გახ­ვალ - პრო­ექტს და მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას რო­გორც დას­ჭირ­დე­ბა, ისეა. ამი­ტომ, არ გა­მოვ­რი­ცხავ, თუ სა­ჭი­რო გახ­და ლუნა იქ, შე­საძ­ლოა, ეს ხაზი ისევ გა­ცო­ცხლდეს. სა­ნამ იარ­სე­ბებს სე­რი­ა­ლი „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“, იქამ­დე შე­იძ­ლე­ბა მისი წევ­რი ვიყო, ოღონდ, რო­დის შე­ვალ და რა­ღაც ასე­თი, ეს არ ვიცი.
- ერთხელ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი - შენ, შოთა ნო­ზა­ძე, ზურა ნი­ჟა­რა­ძე იქი­დან წა­მოხ­ვე­დით იმის გამო, რომ „კო­მე­დის“ ჯგუფს შე­უ­ერ­თდით, რა­მაც სე­რი­ა­ლის ავ­ტო­რე­ბი არც ისე კარგ გუ­ნე­ბა­ზე და­ა­ყე­ნა...
- ეს სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით მოხ­და. ისე არ ყო­ფი­ლა, რომ და­ვი­ხუ­რე ქუდი, წა­მო­ვე­დი. ამ წას­ვლას არა­ნა­ი­რი ცუდი ამ­ბა­ვი არ მოჰ­ყო­ლია. გზა დაგ­ვი­ლო­ცეს, ერ­თმა­ნეთს კარ­გად და ტკბი­ლად დავ­შორ­დით, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს.
წა­მო­ვე­დი იმის გამო, რომ „კო­მე­დი­ში“ და­მი­ძა­ხეს, ასე­ვე ზუ­რას, შო­თას. ხდე­ბა ასე, - ოჯა­ხე­ბის პატ­რო­ნე­ბი ვართ და სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლას გვინ­და, ძნე­ლია ამ თე­მა­ზე დე­ტა­ლებ­ში შეს­ვლა, მაგ­რამ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­ღაც, რომ ცხოვ­რე­ბა გვინ­და.

- გა­რეგ­ნო­ბა, იმი­ჯი გარ­კვე­უ­ლად შე­იც­ვა­ლე. სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა გიყ­ვარს?
- ბევ­რი ჩა­რე­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წა­ვე­დი და ცხვი­რის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, კი, ნაკ­ვთე­ბი ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ცვლის. თუ იმა­საც ვგუ­ლის­ხმობთ, რომ თავი გა­და­ვი­პარ­სე, მალე თმა გა­იზ­რდე­ბა და ისევ იმ სა­ხეს და­ვუბ­რუნ­დე­ბი.
- გიხ­დე­ბა...
- ამა­ზე არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. ასეთ რა­მე­ებს უც­ბად ვწყვეტ. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ასეა - გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან - რა­ტომ გა­და­ი­პარ­სე? მე ის მაკ­ვირ­ვებს, რომ მათი გა­ო­ცე­ბის თემა ეს ხდე­ბა. რა­ტომ ხდე­ბა ასე, რა­ტომ არ დამ­თავ­რდა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვერ ვხვდე­ბი. ზოგი სა­ერ­თოდ, შე­ში­ნე­ბუ­ლი მე­კი­თხე­ბა...
არა­ფე­რი, - ღი­მი­ლით ვპა­სუ­ხობ, - უბ­რა­ლოდ, ასე მო­მინ­და და მორ­ჩა. მე ასეთ კი­თხვას არა­ვის და­ვუს­ვამ. ჯერ ერთი, ეს პრო­ცე­დუ­რა თმას აჯან­სა­ღებს და აძ­ლი­ე­რებს.

- რო­გო­რია შვი­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი დედა - ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი?
- ჩემი შვი­ლი უკვე 20 წლის არის. კარ­გი და სე­რი­ო­ზუ­ლი ბი­ჭია. ბენ­დუ­ქი­ძის კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა. მუ­შა­ობ­და კი­დეც და კი­დევ ძი­ე­ბა­შია... შვი­ლის მხრი­დან და­ნა­ხუ­ლი ქეთი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ჩვენ მთე­ლი ეს წლე­ბი ერ­თად მოვ­დი­ვართ. მე­გობ­რუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი დედა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მას ჩრდილ­ში ყოფ­ნა უფრო მოს­წონს. დე­დით არას­დროს "უმა­რი­ა­ჟია"...
კი, მზრუნ­ვე­ლი დედა ვარ, ბავ­შვო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ვარ­თმევ­დი, რაც მას უნ­დო­და, ისე იყო, არ ვზღუ­დავ­დი, მაგ­რამ მა­ინც არ გვა­ვი­წყდე­ბო­და, რომ დედა-შვი­ლი ვი­ყა­ვით. შვი­ლის ფსი­ქი­კას დღემ­დე ვუფრ­თხილ­დე­ბი, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. თუ შვი­ლის­თვის სი­კე­თე გინ­და, შენი ეგო­ის­ტო­ბით ფსი­ქი­კა არ უნდა და­უ­ზი­ა­ნო და მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და - სა­ბო­ლო­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

- სა­კუ­თარ თავს გვერ­დი­დან რომ შე­ხე­დო, რას ეტყო­დი?
- არც საყ­ვე­დურს ვე­ტყო­დი და არც ვურ­ჩევ­დი. უბ­რა­ლოდ, მეტი პო­ზი­ტი­ვი გა­მო­ავ­ლი­ნოს, სულ გა­ი­ღი­მოს, მე­ტად გა­ი­ღი­მოს...
- ჩვენს მკი­თხველს და შენს მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვი?
- დიდ მად­ლო­ბას იმის­თვის, ვინც ჩვე­ნი ამ­ბე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა, კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლია, ვი­საც მოვ­წონ­ვარ, ან არ მოვ­წონ­ვარ, - ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ არა, რა აზრი აქვს ჩვენ საქ­მეს?! ყვე­ლა­ფერს მათ­თვის აკე­თებ და მო­ტი­ვა­ცი­აც მეტი გაქვს, როცა ხალ­ხს ნა­მუ­შე­ვა­რი მოს­წონს. ასე რომ, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში.



ყველა სიახლის ნახვა