რეკლამა

რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული "პეტო" და რატომ გაქრა ტელეეკრანიდან - "ჩემი სურვილია, ვაკეთოთ საქმე საქართველოს სახელით..."

რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული "პეტო" და რატომ გაქრა ტელეეკრანიდან - "ჩემი სურვილია, ვაკეთოთ საქმე საქართველოს სახელით..."
  • 786

მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლია, მისი და­ნახ­ვა ხალ­ხში მუდ­მი­ვად ღი­მილს და კარგ გან­წყო­ბას იწ­ვევს. ის უყ­ვართ და მა­საც უყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვის­თვი­საც სცე­ნი­დან თუ ეკ­რა­ნი­დან ერთი სი­ტყვაც კი უთ­ქვამს...
ცნო­ბი­ლი კო­მი­კურ­მა პერ­სო­ნაჟ­მა პე­ტომ გა­ხა­და, რო­მელ­საც სე­რი­ალ „შუა ქა­ლაქ­ში“ თა­მა­შობ­და. რა­ტომ აღარ ჩანს ეკ­რან­ზე, რას საქ­მი­ა­ნობს და რო­გორ ცხოვ­რობს, ამა­ზე AMBEBI.GE თა­ვად ესა­უბ­რა:
- ამ ეტაპ­ზე სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს. ეს არის სპორ­ტუ­ლი შოუ, ოღონდ, მისი ნახ­ვა ინ­ტერ­ნე­ტი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ალექ­სან­დრე პა­ი­ჭა­ძე, ვახო ბო­ლო­თაშ­ვი­ლი და მე ვართ.


- გიყ­ვარს სპორ­ტი?
- ძა­ლი­ან და კარ­გად ვერ­კვე­ვი... უკვე 4 წე­ლია, ამ სპორ­ტულ-გა­სარ­თობ შო­უ­ზე ვმუ­შა­ობ. ფეხ­ბურთზე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გვაქვს ხოლ­მე.
- რო­მელ გუნდს გულ­შე­მატ­კივ­რობ?
- "ბარ­სე­ლო­ნას" და "ლი­ვერ­პულს". ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თია.
- ისე, ორი­ვე ქვე­ყა­ნას მეფე ჰყავს... მე­ფის როლი არ გი­თა­მა­შია?
- არა, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი.
- ვინ იქ­ნე­ბო­დი?
- და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი.
- პო­ლი­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი ხომ არ გაქვს? რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტო­ბა ხომ არ გინ­და?
- არ მქო­ნია ამის სურ­ვი­ლი, ეს არ ზის ჩემ­ში. მე მსა­ხი­ო­ბი ვარ...
- ჰო, მაგ­რამ ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი წა­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში...
- ეს მათი პი­რა­დი აზ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ჩემ­ში, ხომ ვთქვი, ეს არ ზის... მგო­ნია, რომ ყვე­ლამ თა­ვის საქ­მე უნდა აკე­თოს, მაგ­რამ თუ სა­კუ­თარ საქ­მე­ზე უკეთ სხვა რამ გა­მოს­დით, მა­შინ, კი ბა­ტო­ნო. ისე, თუ სხვა რა­მის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გაქვს, მა­შინ ის არ ყო­ფი­ლი შენი ნამ­დვი­ლი საქ­მე, რა­საც მა­ნამ­დე აკე­თებ­დი... პო­ლი­ტი­კა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­მეა, რო­მელ­საც, ჩემი აზ­რით, არც დრო უნდა და­უთ­მო და არც - ნერ­ვე­ბი... მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხომ მუდ­მი­ვად ეს პო­ლი­ტი­კაა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ დონ­ზე რა­ღა­ცებს სულ ვეც­ნო­ბი.

- არც არას­დროს შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ მა­გა­ლი­თად, რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ რეკ­ლა­მა­ში მა­ინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ან სად­მე გა­წევ­რე­ბა?
- ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, რა უნდა შე­მოგ­თა­ვა­ზოს... იცი­ან, რომ ამ სფე­როს მი­მართ არ მაქვს არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია. კი, არც სურ­ვი­ლი, არც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქო­ნია და არც არა­ვის მიმ­დე­ვა­რი ვყო­ფილ­ვარ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა რა­ღა­ცე­ბია. კარ­გად ვიცი, რა გა­მომ­დის და რა­ტომ დავ­კარ­გო დრო და უნა­რე­ბი სხვა რა­მე­ში?!
- კარ­გად რა გა­მოგ­დის?
- ამ­ბი­ცი­უ­რი, ამ­ბი­ცია - ეს სი­ტყვე­ბი ზოგ­ჯერ სხვა კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბა, რაც ცუ­დია. მთა­ვა­რია, ქედ­მა­ღა­ლი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი არ იყო. ამ­ბი­ცია თუ არ გაქვს და ამ­ბი­ცი­უ­რი არ ხარ, შენს საქ­მე­ში ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. თუ ვე­რა­ფერს მო­აღ­წევ, რა გინ­და მა­შინ?! თუ მხო­ლოდ მშრა­ლად, ხელ­ფა­სის­თვის უნდა აკე­თო საქ­მე, ეგ სხვა სა­კი­თხია... ამი­ტომ, რა­საც ვა­კე­თებ, მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად არ გა­მომ­დის... ეს იქ­ნე­ბა თე­ატ­რში, მუ­სი­კა­ში, თუ ეკ­რან­ზე...

- "თე­ატ­რა­ლურ­ში“ დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი გაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი?
- კი, ჩემი რე­ჟი­სო­რი, ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით კო­ბა­ხი­ძე იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი პე­და­გო­გი. არი­ან რე­ჟი­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვებს ცოდ­ნას ვერ გა­დას­ცე­მენ და არი­ან პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ დგა­მენ სპექტრებს. და­ვით კო­ბა­ხი­ძე კარ­გი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი პე­და­გო­გი, კარ­გი რე­ჟი­სო­რია... მშვე­ნი­ე­რი ჯგუფ­შიც ვი­ყა­ვი, სა­დაც ბევ­რი რამ შე­ვი­ძი­ნე. ამ გა­რე­მოც­ვამ თავ­მდაბ­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და კარ­გი რა­ღა­ცე­ბი მას­წავ­ლა. ადა­მი­ანს სიყ­ვა­რუ­ლი თუ არ აქვს, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა...
- მარ­თა­ლია... ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი გრძნობს... სხვა შემ­თხვე­ვა­ში მსა­ხი­ობს არ მი­ი­ღებს და არც და­უ­ჯე­რებს...
- ძა­ლი­ან მიყ­ვარს თე­ატ­რი და ცუ­დია, რომ არ მაქვს იქ ამ ეტაპ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პო­პუ­ლა­რუ­ლი კი ვარ, ქუ­ჩა­ში მცნო­ბენ, მაგ­რამ ისე, რო­გორც ადრე ჩვენს მსა­ხი­ო­ბებს თე­ატ­რი­დან, კი­ნო­დან იცობ­დნენ, ახლა ასე არ ხდე­ბა. დღეს მსა­ხი­ო­ბე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით, ინ­ტერ­ნე­ტით, შო­უ­ე­ბით, სე­რი­ა­ლე­ბით ხდე­ბი­ან. არც ერთ თე­ატ­რში არ ვარ, თუმ­ცა ვმუ­შა­ობ­დი სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. დათო კო­ბა­ხი­ძე იყო იქ მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, „თე­ატ­რა­ლუ­რი“ რომ და­ვამ­თავ­რე, მისი ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი და მო­წა­ფე­ე­ბიც მყავ­და. 3-4 წელი პე­და­გო­გო­ბა­საც ვე­წე­ო­დი. სა­ინ­ტე­რე­სო სფე­როა, შენს გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას სხვას უზი­ა­რებ და ამ პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბი კი­დეც...

- სე­რი­ალ­მა "შუა ქა­ლაქ­ში" პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნა...
- მხო­ლოდ თე­ატ­რში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არც არა­ვინ გა­მიც­ნობ­და, რად­გა­ნაც იქ ბევ­რი კარ­გი ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია და მა­სობ­რი­ვად მათ არა­ვინ იც­ნობს... ცხა­დია, პო­პუ­ლა­რო­ბა მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში ცნო­ბა არ არის. ასეთ დროს პერ­სპექ­ტი­ვა მე­ტია. სე­რი­ალ­ში რა­საც ვა­კე­თებ­დი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ იყო, ის მსა­ხი­ო­ბის საქ­მეა... მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ჩემ მი­მართ დიდი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა წა­მო­ვი­და. არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ცნო­ბენ, მაგ­რამ არ უყ­ვართ, არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც სცნო­ბენ და უყ­ვართ. მო­მი­ტა­ნა ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ყუ­რა­დღე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი...
- "შუა ქა­ლაქ­ში“ სიტ­კო­მი (სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია) იყო, სა­დაც ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი მეტ-ნაკ­ლე­ბად კო­მი­კუ­რი იყო. ვფიქ­რობ, შენი პერ­სო­ნა­ჟი კი მკვეთ­რად კო­მი­კუ­რი... ად­ვი­ლი არაა კო­მე­დი­ან­ტო­ბა, ხომ?
- კო­მე­დია რთუ­ლია... დრა­მა ვფიქ­რობ, უფრო ად­ვი­ლი სა­თა­მა­შოა, მსა­ხი­ო­ბი სცე­ნა­ზე ტი­რის და შე­უძ­ლია, მა­ყუ­რე­ბე­ლი აა­ტი­როს. მაგ­რამ უხა­რის­ხო იუ­მორ­ზე არ გა­ე­ცი­ნე­ბათ... არა­და, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟან­რი დრა­მაა. ახა­ლი რო­ლე­ბი და სა­ხე­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, სა­დაც უცხო ადა­მი­ა­ნის სამ­ყა­რო­ში, სხე­ულ­ში, სულ­ში შე­დი­ხარ. ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი რა­ღაც პი­რა­დი, რა­საც არ ვამ­ბობთ, ან ვერ ვამ­ბობთ, მაგ­რამ ამის გად­მო­ცე­მა­ში გვეხ­მა­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა - თე­ატ­რი, კინო, მუ­სი­კა... შე­იძ­ლე­ბა ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ მიხ­ვდეს, მაგ­რამ, ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბა. ამ დროს ქმნი... შეს­რუ­ლე­ბა კი სხვა რა­მეა... ისე, როლი რო­ლია, მაგ­რამ თუ როლს და­თან­ხმდე­ბი, მა­შინ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სახე უნდა შექ­მნა... გა­და­ჭარ­ბე­ბულ ნათ­ქვა­მად არ გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია, პეტო "შუა ქა­ლა­ში“ სე­რი­ა­ლი­დან და­ი­ნა­ხო და ამ პერ­სო­ნაჟ­ზე არ გა­გე­ცი­ნოს... ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ტიპი იყო, კარ­გი აურა ჰქონ­და. ის ასე­თად ერ­თობ­ლი­ვად - რე­ჟი­სო­რის, სცე­ნა­რის­ტე­ბის და ჩემი მუ­შა­ო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მერე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით წა­ვი­და. არ შე­მიძ­ლია, რო­ლის თა­მა­ში ისე, თუ მას რა­ი­მე ჩემ­სას არ შევ­ძენ. თუ როლს რამ შენი არ აქვს, დიდ­ხანს ვერ ითა­მა­შებ... თუმ­ცა ჩემს ნა­მუ­შევ­რებს მერე ვერ ვნა­ხუ­ლობ, არ ვუ­ყუ­რებ, სულ უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ...

- გე­ნატ­რე­ბა პე­ტოს თა­მა­ში?
- მე­ნატ­რე­ბა, კი, მაგ­რამ უფრო სი­ახ­ლე­ე­ბი მინ­და, რომ გაჩ­ნდეს და ბევ­რი ახა­ლი როლი ვი­თა­მა­შო...
- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ?
- არ მიყ­ვარს ხოლ­მე თქმა, აქ მივ­დი­ვარ, ეს უნდა გა­ვა­კე­თო, ამ სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბას რომ ვი­წყებ­დი, ტრა­დი­ცი­უ­ლად სახ­ლში არა­ფე­რი მით­ქვამს. მერე ოჯახ­ში, სა­მე­გობ­რო­ში, სა­მე­ზობ­ლო­ში და ვინც ნახა, ყვე­ლას­გან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი წა­მო­ვი­და.
- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვი, რომ მაგ პე­რი­ოდ­ში პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მის­ვლას ვე­რი­დე­ბო­დი. რომ შევ­დი­ო­დი, ხალ­ხს ეცი­ნე­ბო­დაო...
- კი, ეგრე იყო, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ჩემი შეს­ვლით ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე წუ­თით მა­ინც ვუმ­სუ­ბუ­ქებ­დი ტკი­ვილს. სა­ერ­თო­დაც ერ­თმა­ნეთს რა­ღაც­ნა­ი­რად თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით, ცუდი რა­ტო­მაა?!

- რო­გორც ვიცი, მღე­რი და უკ­რავ...
- სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან შე­მიყ­ვარ­და ხე­ლოვ­ნე­ბა, ვუ­ყუ­რებ­დი კონ­ცერ­ტებს, ფილ­მებს, სპექ­ტაკ­ლებს - მომ­წონ­და ეს სამ­ყა­რო. ამი­ტო­მაც არის, რომ სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენტზე (5-6 ინ­სტრუ­მენ­ტი) დაკ­ვრა ჩე­მით ვის­წავ­ლე, არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია... ხუ­და­დოვ­ზე, ნა­ხა­ლოვ­კა­ში, ჩემს უბან­შიც სა­ერ­თოდ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ის ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­უ­რად დაგ­როვ­და და ბევ­რი რა­მის გად­მო­ცე­მა­ში მეხ­მა­რე­ბა.
- შენი ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნი...
- მყავს მე­უღ­ლე და 2 შვი­ლი - 9 წლის ქეთი და 6 წლის სან­დრო. ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. რო­გორც პა­ტა­რებს, ისე კი არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ისი­ნი ჩემ­თვის პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან. აღ­ზრდა მხო­ლოდ შვი­ლე­ბის კარ­გი ტან­საც­მლით და კარ­გი საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის. არც ეს აკ­ლი­ათ, მაგ­რამ შვი­ლე­ბის აღ­ზრდას დიდ დროს ვუთ­მობ. მე­უღ­ლე დეა "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბია. ის ჩემ­სა­ვით ცნო­ბი­ლი არ არის (ეღი­მე­ბა), მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია.
- რა სურ­ვი­ლი და ნატ­ვრა გაქვს?
- მინ­და, რომ მსოფ­ლიო კი­დევ მე­ტად იც­ნობ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­გო­რი მე­ფე­ე­ბი გვყავ­და, რო­გო­რი კულ­ტუ­რა გვაქვს... შე­იძ­ლე­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ადა­მი­ანს წინსვლა გინ­და პრო­ფე­სი­ა­ში და რა მოხ­და მერე რა­საც გა­ვა­კე­თებთ, ის მსოფ­ლი­ოს­თვი­საც იყოს ცნო­ბი­ლი. ჩემი სურ­ვი­ლია, ვა­კე­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით საქ­მე და ის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გახ­დეს. რა­ტო­მაც არა, თქვან, რომ ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­დან თუნ­დაც ეს იყოს ევ­რო­პა და ჰო­ლი­ვუ­დი...

ყველა სიახლის ნახვა