რეკლამა

რატომ უთხრა უარი წამყვანმა ბუდუ ზივზივაძეს სიტყვის გამოსვლაზე – რა ისმის კადრებში, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

რატომ უთხრა უარი წამყვანმა ბუდუ ზივზივაძეს სიტყვის გამოსვლაზე – რა ისმის კადრებში, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო
  • 2 418

თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონია მიმდინარეობდა, ბუდუ ზივზივაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა.
კადრებში ჩანს, რომ ცერემონიის წამყვანი, დიმა ობოლაძე ფეხბურთელს სიტყვით გამოსვლაზე უარს ეუბნება.
“შენ არ გამოდიხარ , არ გაქვს სიტყვა “– კადრებში ისმის ესსიტყვები,რომელსაც ობოლაძე ბუდუს ეუბნება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, სადაც ქართველ გულშემატკივრებს შეხვდნენ.
გულშემატკივრებმა ნაკრებს “ევრო2024″–ზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ფეხბურთელების მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებით იყო სავსე.

მსგავსი სიახლეები