რეკლამა

„ერთი კვირის წინ დედა დავკარგე, შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და ახლა ეს...“ - დაკავებული ფეხბურთელის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

„ერთი კვირის წინ დედა დავკარგე, შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და ახლა ეს...“ - დაკავებული ფეხბურთელის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
  • 232
რეკლამა

დანი ალვეშის მეუღლემ მოდელმა ჯოანა სანსმა პრესასთან პირველად ისაუბრა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი დააკავეს.


„მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, იქნებ ცოტა თანაგრძნობა გამოიჩინოთ. 1 კვირის წინ დედა დავკარგე, ამ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და ახლა ეს პრობლემა მაქვს. 2 ყველაზე ახლო ადამიანი დავკარგე და ჟურნალისტებს ვთხოვ სხვისი ტკივილის ძიებას შეეშვან.” – დაწერა ალვეშის მეუღლემ სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ალვეშს სექსუალურ შევიწროებას ედავებიან, რომელიც სავარაუდოდ 30 დეკემბერს ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ფეხბურთელი კლუბში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მისი მხრიდან შევიწროება არ ყოფილა.

ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები