რეკლამა

არ ვაპირებდი ამის დაწერას მაგრამ იძულებული ვარ დავწერო... ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს მაღაზიაში!

არ ვაპირებდი ამის დაწერას მაგრამ იძულებული ვარ დავწერო... ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს მაღაზიაში!
  • 374

მომღერალოთო ნემსაძეს გორგიას ერთ-ერთ ფილიალში დანის ქურდობა დააბრლეს, რის გამოც მომღერალმა რა თქმა უნდა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. მისი თქმით დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ქურდობა დააბრალა და რეალურად დანა კალათაში აღმოაჩინა მაშინვე გაქრა თვალთახედვიდან.
"არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ იძულებული ვარ დავწერო .
დაახლოებით 10 დღის წინ მე,  სოფო, და ჩვენი ოჯახის 2 წევრი ვიყავით დიდუბის გორგიაში. რაღაცეები აარჩია სოფომ სახლისთვის, მე რაღაც პატარა დანა მომეწონა ჩემი მეგობრისთვის და ავიღე.
როდესაც დახლთან მოვედით ეს დანა ჩავდე კალათში სხვა ნივთებთან ერთად, მე გარეთ გამოვედი სიგარეტის მოსაწევად და სოფო მივიდა გადასახდელად.
არსაიდან დამადგა დაცვის თანამშრომელი და შესასვლელში, სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს დამაბრალა, რომ დანა მოვიპარე. ჩემთვის ეს იმდენად დამამცირებელი იყო ვერ აგიხსნით.
როგორც იქნა იპოვნა დანა კალათში დაცვის თანამშრომელმა და უბრალოდ გამექცა მაღაზიაში.
იქიდან გამომდინარე, რომ აქ არ მინდოდა დაწერა 2 ჯერ დავრეკე გორგიას ცხელ ხაზზე და მოვითხოვე, რომ მენეჯერი დამკავშირებოდა - არავის არ დაურეკავს 
1 - ეს პოსტი იმიტომ დავწერე, რომ სხვა არ ჩააყენონ იმ საშინელ მდგომარეობაში სადაც მე ჩამაყენეს
2 - თუ კამერებს უყურებთ, ან ბოლომდე უყურეთ ან იცოდეთ ვის რა დააბრალოთ “ბლიად”!!!!!!!!!
3 - ხშირად ვიყავი თქვენი მაღაზიის სტუმარი და აწი არც ჩემს და ვერც ჩემი მეგობრების ფეხს თქვენთან ვერ ნახავთ "

მსგავსი სიახლეები