რეკლამა

"რასაც მინდა, იმას გავაკეთებ!!! დაბოღმილი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს!" - მარიამ შუკაკიძე საზოგადოებას მიმართავს

"რასაც მინდა, იმას გავაკეთებ!!! დაბოღმილი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს!" - მარიამ შუკაკიძე საზოგადოებას მიმართავს
  • 2 865


ბათუმელი მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე, რომლებიც ორ ქალიშვილს ზრდიან, ე.წ. ლაქშერული ცხოვრბის წესით იპყრობენ ხოლმე საზოგადოების ყურადღებას და ასევე იმით, რომ რამდენიმე წლის წინ რუსულმა პრესამ ყველაზე ლამაზ ქართველ წყვილად დაასახელა. მარიამი ყოფილი მოცეკვავეა და დიზაინერია, დათო კი მეზღვაური. მარიამი ძალიან აქტიურია ინსტაგრამზე, საკუთარი გვერდი ჰყავს, უამრავი გამომწერით და თავის ცხოვრებისეულ ამბებს და ფოტოებს პოსტავს ხოლმე. დათო ხშირად ანებივრებს მეუღლეს ძვირად ღირებული საჩუქრებით. სულ რამდენიმე საათის წინ საოცნებო მანქანაც აჩუქა.
mshoblebi

"ოცნებები ნამდვილად ხდება! ახალი Maserati, ჩემი ოცნების მანქანა!!!
David

მიყვარხარ ძალიან. უბედნიერესი ადამიანი ვარ. არ ვიცი რა უნდა დავწერო. მადლობა!
ყოველი დღე მოულოდნელობითაა სავსე. ცხოვრება მშვენიერია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის".

თუმცა მისი ცხოვრებისეული ამბები და ლამაზი ფოტოები, აღტაცებული კომენტარების გარდა, ბევრ უარყოფითსაც იწვევს, რაზეც მარიამმა ადრეც ისაუბრა ჩვენს ინტერვიუში. "ძალიან ცუდი მომენტია, როდესაც ნეგატივს აგზავნიან შენი მისამართით, მაგრამ დადებითი ენერგია, დადებითი კომენტარები და კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას. ბოროტებაა, როდესაც განიკითხავ სხვის ცხოვრებას, მით უმეტეს დედას! დედობა ჩემთვის ღვთიური ცნებაა და არასდროს შევხებივარ არავის შვილს ცუდად და არც დედას. ყოველთვის ჩვენს თავზე უნდა წარმოვიდგინოთ, რასაც სხვას ვუკეთებთ. სამყაროში ბოროტება უკვალოდ არ იკარგება..."

როგორც ჩანს, ნეგატიური გამოხმაურება არ კლებულობს და მარიამს ამჯერად საჯარო პოსტის
მიძღვნა მოუწია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ:

"არც კი ვიცი საიდან დავიწყო...
ძალიან დიდი ხანია, ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ. ბევრჯერ მიფიქრია გამეცა თუ არა პასუხი იმ ბოროტებისთვის, რასაც ყოველდღე ვხვდები.
მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
უსასრულო განხილვა/ლანძღვა და ბოღმის ნთხევა, ჩემს ფოტოებზე.
პირველ რიგში, მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებით/მეუღლით. ჩემი მშობლებით და ჩემი და ძმით.
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერი გვაქვს უფლის წყალობით.
მშვიდი ცხოვრება და უამრავი კარგი ადამიანი ირგვლივ.
ეხლა კი პასუხები, მათ ვინც მთელი ცხოვრება "კომენტარებით" მებრძვის.
თავის მოვლა და გამოსასვლელი კაბებით სეირნობა, სირცხვილი ნამდვილად არ არის. აი თქვენი საქციელი კი ბოროტებაა. რასაც წერთ და იგლეჯთ გულებს, სრულიად ამაზრზენია ჩემთვის და ყველა ჩამოყალიბებული, თანამედროვე ადამიანისთვის.
განიხილავთ იმას, რაც ნამდვილად არავის საქმე არ არის.
თურმე რადგან ცხვირის ოპერაცია გამიკეთებია ოდესღაც, ჯვარს უნდა მაცვან და + თავიანთი ფანტაზიით მიამატონ ის, რომ ყველანაირი პლასტიკა გაკეთებული მაქვს და ამის მტკიცებაში კარგავენ, მთელ ცხოვრებას ან ეს რა სალაპარაკოა, საერთოდ ვინ ეკითხებათ? რა მდაბიო საქციელია ხვდებით?

მთელი ჰოლივუდი გადაკეთებულ-გადმოკეთებულია, ასევე მსოფლიოში წამყვანი მოდელებიც. ნუ ეს ჩემზე უკეთ იცით. არ გამოგრჩებოდათ არცერთი) და ამ ყველაფრის ფონზე მე რატომ შემჭამეთ? ერთი პლასტიკური რომელიც, ტრავმის გამო გავიკეთე, გახდა ამდენი წლის სალაპარაკო. კარგით რაა??? !!!
ვინც ლამაზია (დაბოტოქსებულს) ეძახიან. მინდა გითხრათ, რომ "ბოტოქსი" არასოდეს გამიკეთებია, არ მაქვს ნაოჭებისკენ მიდრეკილება გენეტიკურად. მომავალში თუ დამჭირდა გავიკეთებ. 
რის გაკეთებასაც მაბრალებენ, ლოყებს, წარბებს, თვალის ჭრილს, წამწამს, კისერს, ფეხებს და კიდევ სათვალავი ამერია, ყველაფერი ჩემია ბავშვობიდანვე. იმედია კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, სახის წმენდას - პლასტიკურს არ ეძახიან.
იმაზე არაფერს ვამბობ, ძველ ფოტოებს, რომ გამოჩხრიკავენ და ფოტოშოფით გაუდიდებენ ცხვირს, ყბას, თვალებს უელმებენ ჩემს ფოტოებს, რომ დაამტკიცონ "სიმართლე".
ადრე ისედაც ყველა სხვანაირები ვიყავით, ზოგი დაიხვეწა, ზოგიც პირიქით. იყო დრო, 10 წლის წინანდელი ჩემი ფოტოები ტელეფონებში ჰქონდათ გადმოწერილი და როგორ მიებაძათ ჩემთვის აღარ იცოდნენ. დღეს კი იმ ფოტოებს გამოაჭენებენ წარწერით "ასეთი იყო" ჯობია გაიხსენონ თვითონ როგორები იყვნენ იმ დროისთვის) აი მე კი მაშინაც ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანი ვიყავი, მათგან განსხვავებით. არ გეწყინოთ, მთავარი ხომ სულიერი სილამაზეა, რაც მე არასოდეს მაკლდა.
"მერე კიდევ იტყვიან უი, არა, არ გვშურს!" ამ ადამიანებს ვეტყოდი.
mshoblebi

კი შენ გშურს ჩემი, თან ძალიან, აბა უმიზეზოდ ხომ არ გავხდებოდი ლანძღვის მიზეზი? ჩემთვის ბედნიერად ვცხოვრობ, ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად. მაქვს ყველაფერი რაც მსურს და თავს ვგრძნობ ბედნიერად.
არავის ცხოვრებით არ ვინტერესდები.
გამომიგონეს უამრავი ჭორი, ჩემს შესახებ.
ერთი არის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული. 2017 წელს Dolce & Gabbana-მ ატვირთა ჩემი ფოტო და მისი ოფიციალური ემაილით მიმიწვია ფოტოსესიებზე, რომელიც ბანერებზე იქნებოდა გამოყენებული. გარკვეული მიზეზების გამო უარი ვთქვი წასვლაზე, იმ დროისთვის გამოჩნდა ჩემი მეუღლე და ვამჯობინე ოჯახი, სამოდელო კარიერას. თუმცა ეს სხვანაირად შეფუთეს და დაწერს, თითქოს ჩავსულვარ მილანში და დამიწუნეს. ეს რომ წავიკითხე მივხვდი, რომ დაიწყო და დაიწყო ყვითელი პრესა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მეტკინა გული ამ დეზინფორმაციის გამო, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ დღეს ასეთი განხილვადი ვერ ვიქნებოდი.
ყველაფერი აღიზიანებთ, რაც მე მიკავშირდება, მაგალითად ის, რომ ამაყად დავდივარ წელში გამართული და თავდაჯერებული. რატომაც არა?
მე მეამაყება საკუთარი თავი. მომწონს როგორიც ვარ გარეგნულად, ასევე საკმარისი განათლებაც მაქვს და წარმატებაც.
ვერ ვხვდები რა სიამოვნებას განიჭებთ, ის რომ ბოროტები და უზრდელები იყოთ. მხოლოდ იმაზე ფიქრობთ ვინ დაამციროთ, რომ თქვენ დაჩაგრულები არ იყოთ. ზიხართ ალბათ ხალათებში უსაქმურად, მოუვლელად , გამწარებულ დანერვოზებულები და ლანძღვით იფხანთ გულს. ნუ დაიავადმყოფებთ თავს, ბედნიერ ადამიანებზე ამდენი ნერვიულობით.
mshoblebi

დაკმაყოფილდით იმ ცხოვრებით რაც თვითონ შეიქმენით.
არასოდეს დავეცემი იმ დონეზე, რომ სხვაზე ცუდი ვილაპარაკო და ვწერო. თუ არ მომწონს ადამიანი იმას არც არასოდეს განვიხილავ.
მე ჩემი სიკეთით და წრფელი გულით, ძალიან ბევრს მივაღწევ, რა თქმა უნდა
უფლის წყალობით და კიდევ უამრავი, თბილი და საყვარელი ადამიანების წყალობით, რომელებიც ყოველთვის, მხარში მიდგანან ისევე, როგორც მე მათ. ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, მატერიალურად. ამიტომაც ვუყვარვართ მთელ საქართველოს, თუ არ ჩავთვლით "კომენტარების წერია" და დაბალი დონის ერთუჯრედიანებს. მათი გონება ხომ, მხოლოდ ბოროტებისკენაა მიმართული.
არავის არ ვეჩხირები თვალში, არ ვზივარ ყოველ კვირას გადაცემებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმიწვიეს. არ ვცდილობ პოპულარობას. ჩემი სამოყვარულო გვერდი მაქვს, სადაც ჩემი ცხოვრების ძალიან ცოტა ნაწილს ვპოსავ, რადგან 2 მილიონამდე ადამიანი მიყურებს.
და კიდევ დავამატებ რ ა ს ა ც მ ი ნ დ ა ი მ ა ს გ ა ვ ა კ ე თ ე ბ !!!! თქვენ ნამდვილად არ მოგისმენთ.
დაბოღმილი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს, არც არასოდეს მაინტერესებდა, სხვაგვარად მე დღეს ეს მარიამი არ ვიქნებოდი.
არასოდეს ვიტყვი უარს, ვაკეთო ის რაც ბედნიერს მხდის.
ყველას ვუსურვებ სიმშვიდეს, დალაგებულ ცხოვრებას, ჯანმრთელობას და წარმატებას.
მე მჯერა იმის, რომ დედამიწაზე კეთილი ხალხი უფრო მეტია ვიდრე ბოროტი.
ნახვამდის.
mshoblebi

მსგავსი სიახლეები