რეკლამა

რუსეთი უკრაინაში შეჭრის პარალელურად სასურსათო ომსაც აწარმოებს - რა ემუქრება მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?

რუსეთი უკრაინაში შეჭრის პარალელურად სასურსათო ომსაც აწარმოებს - რა ემუქრება მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?
  • 798


რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ და აგ­რე­სო­რის მიერ ევ­რო­პის შუ­ა­გულ­ში ომის გა­ჩა­ღე­ბამ მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა.
"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პის ფარ­გლებს გა­რე­თაც აქვს შე­დე­გე­ბი. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ დო­ნე­ზეა, კრემ­ლის ომი საფრ­თხეს უქ­მნის სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნა­ცხდა მან. მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ევ­რო­კავ­ში­რი - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დო­ნო­რი, 2024 წლამ­დე 2.5 მი­ლი­არდ ევ­როს გა­მო­ყოფს, რათა და­ეხ­მა­როს რე­გი­ო­ნებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დნენ სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, მი­ი­ღებს სპე­ცი­ა­ლურ ზო­მებს ევ­რო­პუ­ლი საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით.
რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე გლო­ბა­ლუ­რი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ახალ საფრ­თხე­ებს ხე­დავს გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც (FAO). მისი მი­მო­ხილ­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი მსოფ­ლი­ო­ში ხორ­ბლის ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რია, უკ­რა­ი­ნა - სი­დი­დით მე­ხუ­თე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს ქე­რის მა­რა­გის 19%-ს, ხორ­ბლის 14%-ს და სი­მინ­დის 4%-ს აწ­ვდის, რაც მსოფ­ლი­ო­ში მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის ერთ მე­სა­მედ­ზე მე­ტია. FAO-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მარ­ცვლე­უ­ლი­სა და ზე­თის მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი­სა და ლო­გის­ტი­კის შე­ფერ­ხე­ბე­ბი, ასე­ვე, რუ­სე­თი­დან ექ­სპორტზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, მსოფ­ლიო სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სუ­რათს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლის.


იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბა უც­ნო­ბია, ამ ორი დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ფერ­ხდე­ბა, შე­საძ­ლოა ამან მსოფ­ლი­ოს სურ­სა­თით მო­მა­რა­გე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნას.
ორ­გა­ნი­ზა­ცია ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს მთა­ვარ რის­კფაქ­ტო­რებ­ზე და ვა­რა­უ­დობს, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ნან­სურ­მა სან­ქცი­ებ­მა შე­საძ­ლოა შე­ზღუ­დოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა და ზრდა, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, კი­დევ უფრო გაზ­რდის ფა­სებს.
"როცა მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 35%-თვის ხორ­ბა­ლი მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქტმა შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და მკვეთ­რად შე­ამ­ცი­როს რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, შეძ­ლე­ბენ თუ არა ამ ხარ­ვე­ზის შევ­სე­ბას ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი. ხორ­ბლის მა­რა­გი უკვე მცირ­დე­ბა კა­ნა­და­ში, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, არ­გენ­ტი­ნა და სხვა ქვეყ­ნე­ბი, ალ­ბათ, ექ­სპორ­ტს შე­ზღუ­და­ვენ, რათა შიგა მოხ­მა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფნ“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.
ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ხორ­ბლის რა­ო­დე­ნო­ბა და მი­წო­დე­ბა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე შე­ზღუ­დუ­ლია, მაგ­რამ თვი­თონ FAO-ც ფიქ­რობს, რომ ეს უფრო აფ­რი­კულ და გან­ვი­თარ­დე­ბად ქვეყ­ნებს და­არ­ტყამს. მსოფ­ლი­ო­ში სულ 8 ქვე­ყა­ნაა ხორ­ბლის მიმ­წო­დე­ბე­ლი, აქე­დან დღეს ორი ქვეყ­ნის - უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის პრობ­ლე­მა დგას, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ბაზ­რის 25% უკა­ვია და მათი ამო­ვარ­დნა ბაზ­რი­დან, რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მებს შექ­მნის. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ სი­ტუ­ა­ცია არა­ორ­დი­ნა­ლუ­რია და, შე­სა­ბა­მი­სად, სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს. მსოფ­ლიო კრი­ზი­სის დროს, რო­დე­საც სურ­სა­თის მი­წო­დე­ბა უკვე პრობ­ლე­მუ­რი გახ­და, მათ­ზე ფა­სე­ბის ზრდაც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მთავ­რო­ბე­ბი უნდა შე­ე­ცა­დონ, ხელი შე­უ­წყონ იმ­პორ­ტი­ო­რებს და უფრო მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რონ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი თავ­დაც­ვა იქ­ნე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.
რო­გორც ambebi.ge-ს ეკო­ნო­მის­ტი, პრო­ფე­სო­რი ლადო პა­პა­ვა ეუბ­ნე­ბა, და­სავ­ლეთ­ში გა­მო­მა­ვალ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში თან­და­თან მკვიდ­რდე­ბა ტერ­მი­ნი - სა­სურ­სა­თო ომი, რაც ზუს­ტად ასა­ხავს იმას, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს სურ­სა­თის პრობ­ლე­მა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს და ეს გა­სა­გე­ბი­ცაა - რუ­სეთს აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტში.

"ვიდ­რე ეს ომი და უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი და­ი­წყე­ბო­და, სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზი­უ­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი იყო. ხორ­ბალს თუ ავი­ღებთ, უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი ერ­თად აწარ­მო­ებ­დნენ მსოფ­ლიო ხორ­ბლის სა­დღაც 15%-მდე, ექ­სპორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა, ორი­ვე - მსოფ­ლიო ექ­სპორ­ტის 25%-ზე მეტს. ეს ძალ­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ახლა, ომის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია, უკ­რა­ი­ნა ექ­სპორ­ტი­ო­რი ვერ იქ­ნე­ბა. მე­ტიც, მას თუ ხორ­ბლის რამე მა­რა­გი აქვს, ის შიგა მოხ­მა­რე­ბის­თვის, ანუ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად დას­ჭირ­დე­ბა. ხოლო რუ­სე­თი ამ ხორ­ბალს, პრაქ­ტი­კუ­ლად, იყე­ნებს რო­გორც ია­რაღს. ყი­რი­მის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა გა­აძ­ლი­ე­რა მარ­ცვლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა, მისი ექ­სპორ­ტი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა მსოფ­ლიო ექ­სპორ­ტს მო­აკ­ლდე­ბა მე­ო­თხე­დი - 25%, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მი­წო­დე­ბა შემ­ცირ­დე­ბა, ფა­სე­ბი კი გა­იზ­რდე­ბა. რუ­სე­თი რის ექ­სპორ­ტსაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, იმას და­ა­დებს ძა­ლი­ან დიდ ფასს, თუ არა და, არ გა­ი­ტანს და ამი­თაც გა­იზ­რდე­ბა ფა­სე­ბი. ამი­ტომ გჩნდა ასე­თი ახა­ლი ტერ­მი­ნი - სა­სურ­სა­თო ომი. ეს ტერ­მი­ნი ნელ-ნელა მკვიდ­რდე­ბა და­სავ­ლეთ­ში გა­მო­მა­ვალ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში, რაც ზუს­ტად ასა­ხავს იმას, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს სურ­სა­თის პრობ­ლე­მა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ეს ჩემ­თვის გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან რუ­სეთს აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტში. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა მოხ­დე­ბა ხორ­ბალ­ზე? რა თქმა უნდა, ხორ­ბალ­ზე ფა­სე­ბი გა­იზ­რდე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს აი­სა­ხე­ბა პუ­რის ფას­ზე. ეს არის გარ­და­უ­ვა­ლი მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით იქ­ნე­ბა. ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა უნდა მოხ­დეს ისე­თი ამ ეტაპ­ზე, რომ ეს ასე არ მოხ­დეს“.
ეკო­ნო­მის­ტის თქმით, ძალ­ზე ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სი, რე­ზერ­ვი, რათა გავ­ზარ­დოთ ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რა თქმა უნდა, მი­დის ახა­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბაც.
"აქამ­დე გლო­ბა­ლუ­რად ვსა­უბ­რობ­დი, ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. რა თქმა უნდა, აქაც გაძ­ვირ­დე­ბა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი და გაძ­ვირ­დე­ბა პუ­რიც, მაგ­რამ ხორ­ბა­ლი არის მთა­ვა­რი, მით უფრო, ჩვენ თით­ქმის სრუ­ლად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ იმ­პორტზე. რუ­სეთ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ა­ჩე­რა ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი, ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აძ­ვი­რა მა­შინ, როცა ფქვი­ლის ექ­სპორტზე ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი ტი­პის გაძ­ვი­რე­ბა არ არის, რაც ას­ტი­მუ­ლი­რებს ფქვი­ლის ექ­სპორ­ტს რუ­სე­თი­დან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­ში წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი უნდა გა­ჩერ­დნენ - სჯობს ფქვი­ლი შე­მო­ი­ტა­ნო, უფრო იაფი იქ­ნე­ბა, პუ­რის ფასი რომ არ გა­გიძ­ვირ­დეს და გა­ა­ჩე­რო წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი. ეს აი­სა­ხა კი­დეც ქარ­თულ იმ­პორტზე, ამი­ტომ აქ ძალ­ზე ბევ­რი სა­მუ­შა­ოა, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის კუ­თხით. ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სი, რე­ზერ­ვი, რათა გავ­ზარ­დოთ ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს სრუ­ლად ვა­წარ­მო­ებ­დეთ იმ რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ბალს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იმ­პორ­ტი შე­ვამ­ცი­როთ. ამას­თან, რა თქმა უნდა, მი­დის ახა­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა - მაგ. სა­ინ­ტე­რე­სოა ყა­ზა­ხე­თი­დან მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორ­ტი, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყა­ზა­ხე­თი რუ­სეთ­თან ერ­თად ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის წევ­რია და ამან შე­იძ­ლე­ბა ის გა­მო­იწ­ვი­ოს, რომ რუ­სეთ­მა ყა­ზა­ხეთს მო­თხო­ვოს გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის და­წე­სე­ბა და გვრჩე­ბა ძი­რი­თა­დად, მექ­სი­კუ­რი, ამე­რი­კუ­ლი, თუ კა­ნა­დუ­რი ხორ­ბა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დურ ხორ­ბალს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხი­საა და თუ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას პა­ტივს ვცემთ, ჯო­ბია, ინ­დუ­რი ხორ­ბა­ლი არ შე­მო­ვი­ტა­ნოთ.
პან­დე­მია ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და არც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინფლა­ცია - დაძ­ლე­უ­ლი. ამას და­ე­მა­ტა უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი და და­სავ­ლე­თის მიერ რუ­სეთ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ეს გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, შე­იმ­სუ­ბუ­ქოს მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ჩი­ნე­თის, ინ­დო­ე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შია, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სეთ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი, თვალ­სა­ჩი­ნოა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ასე ჩანს, რომ იქ შე­მოდ­გო­მით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. ჩვენ, ეკო­ნო­მის­ტებს გვაქვს ასე­თი კრი­ტე­რი­უ­მი - სულ ცოტა 3 კვარ­ტა­ლი უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი რომ ჩა­ით­ვა­ლოს, სამი კი­ვარ­ტა­ლი კი 9 თვეა“.

ყველა სიახლის ნახვა