რეკლამა

"კიევი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთა" - რა ქრისტიანული სიწმინდეებია უკრაინაში და რა საფრთხე ემუქრებათ მათ, თუ ცეცხლი არ შეწყდა?

"კიევი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთა" - რა ქრისტიანული სიწმინდეებია უკრაინაში და რა საფრთხე ემუქრებათ მათ, თუ ცეცხლი არ შეწყდა?
  • 290

"კიევი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთა" - რა ქრისტიანული სიწმინდეებია უკრაინაში და რა საფრთხე ემუქრებათ მათ, თუ ცეცხლი არ შეწყდა?
უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია არა­ერთ ტა­ძარს მის­წვდა და და­ა­ზი­ა­ნა. ამ ქვე­ყა­ნა­ში 80 წლის წინ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ასე ფა­შის­ტე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ, რად­გა­ნაც იმ და­ბომბვებ­მა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგლი გა­ა­ნად­გუ­რა. ეს იყო კა­ტას­ტრო­ფა და ახ­ლაც კა­ტას­ტრო­ფაა. ამი­ტო­მაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტი იმ წლებს ადა­რებს.
ღმერ­თმა არ ქნას, მსგავ­სი შე­დე­გე­ბი დად­გეს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ასე­თი გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და­ბომბვის დროს ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკვე და­ზი­ან­და. სა­ერ­თოდ, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უხ­ვად არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, სხვა­დას­ხვა სიწ­მინ­დე, წმინ­დან­თა ნეშ­ტი...

მა­რი­უ­პო­ლის ტა­ძა­რი ომის შემ­დეგ
"წმინ­და გი­ორ­გის ეს უძ­ვე­ლე­სი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხატი კი­ე­ვის სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში ინა­ხე­ბა. იგი XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, ბი­ზან­ტი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა და XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქა­ლაქ მა­რი­უ­პო­ლის წმინ­და ხარ­ლამ­პის ეკ­ლე­სი­ა­ში ეს­ვე­ნა. შე­ე­წი­ოს ამ ხა­ტის ძალა და მად­ლი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად მებ­რძოლ გმირ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს! და ყვე­ლა კე­თილ ადა­მი­ანს!“ - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნანა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკ­რა­ი­ნის ქრის­ტი­ა­ნულ ტაძ­რებ­ზე გა­და­ცე­მა­ში "ამ შა­ბათ-კვი­რას" ისა­უბ­რა და თხრო­ბა სწო­რედ წმინ­და გი­ორ­გის ამ ხა­ტის შე­სა­ხებ და­ი­წყო.

"წმინ­და გი­ორ­გი ეს ხატი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კი­ე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­ზე­უმ­ში იმ­ყო­ფე­ბა, წარ­მო­მავ­ლო­ბით მა­რი­უ­პო­ლი­და­ნაა... ეს ქა­ლა­ქი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში და­არ­სდა. ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა ბერ­ძნე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი იქ ეკა­ტე­რი­ნე II-ის დროს ყი­რი­მი­დან გად­მო­ა­სახ­ლეს. ეს ხატი მათ ჩა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც წარ­მო­მავ­ლო­ბით ბი­ზან­ტი­უ­რია და XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა.

არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაც, რომ ის XII-XII სა­უ­კუ­ნი­საა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, უძ­ვე­ლე­სია, დიდი ზო­მი­საა და ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი, რად­გა­ნაც მის ჩარ­ჩო­ზე მო­ცე­მუ­ლია წმინ­და­ნის მო­წა­მებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი და სას­წა­უ­ლე­ბი. ასე­თი ხა­ტე­ბი იშ­ვი­ა­თია. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სი­ნას მთის წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­შია და არის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, კერ­ძოდ, უბი­სის მო­ნას­ტრის XIV სა­უ­კუ­ნის წმინ­და გი­ორ­გის ხატი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. მას­ზეც არის ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი გა­მო­სა­ხუ­ლი. კი­ე­ვის წინ­და გი­ორ­გის ხა­ტის სას­წა­უ­ლებ­რივ ძა­ლა­ზე, მის მიერ აღ­სრუ­ლე­ბულ სას­წა­უ­ლებ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი არ­სე­ბობს.
იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ არის ხეში ნაკ­ვე­თი. რე­ლი­ე­ფუ­რად ჯერ ფი­გუ­რაა გა­კე­თე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი სცე­ნაა ასა­ხუ­ლი და მერე ზე­მო­დან არის და­ხა­ტუ­ლი. მე­ო­რე ასე­თი ხატი ასე­ვე ათე­ნის ბი­ზან­ტი­ურ მუ­ზე­უმ­შიც არ­სე­ბობს. ამ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რია არა მხო­ლოდ ტი­პო­ლო­გი­უ­რად, მა­სა­ლის თვალ­საზ­რი­სი­თაც" - აღ­ნიშ­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ.
  • კი­ე­ვის წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი
კი­ე­ვის წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი რუ­სე­თის პე­რი­ო­დის თვალ­სა­ჩი­ნო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლია. ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა და პირ­ვე­ლი ძეგლი უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბით, რო­მე­ლიც 1990 წელს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ვი­და. ექ­სპერ­ტი სა­უ­ბარს ასე აგ­რძე­ლებს:
"დიახ, კი­ე­ვი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლა­ქია, რო­გო­რიც ჩვენ­თვის მცხე­თაა წმინ­და ქა­ლა­ქი. მის­მა მთა­ვარ­მა ვლა­დი­მირ­მა 988 წელს თვი­თო­ნაც მი­ი­ღო ქრის­ტი­ა­ნო­ბა და ერი მო­ნათ­ლა. მო­ი­ნათლნენ დნეპრში, რო­გორც მცხე­თა­ში, მდი­ნა­რე­ში. აქე­დან და­ი­წყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რია. თუმ­ცა არის გად­მო­ცე­მაც, რომ კი­ე­ვის მი­წა­ზე, თა­ვის დრო­ზე, ქრის­ტი­ა­ნო­ბა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს უქა­და­გია, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის თა­რი­ღად 988 წე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი.

კი­ე­ვის მთავ­რის ბი­ზან­ტი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარ­თან, იმ­პე­რა­ტო­რებ­თან სი­ახ­ლო­ვე იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რომ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქაც კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან გა­მო­ი­თხო­ვეს მა­შე­ნებ­ლე­ბიც და მღვდელმსა­ხუ­რე­ბიც. კი­ე­ვის სო­ფი­ის ტა­ძა­რი ისე­ვეა აგე­ბუ­ლი, რო­გორც კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის წმინ­და სო­ფი­ას ტა­ძა­რი.
მათ შო­რის მსგავ­სე­ბა არის, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლიც გა­რეგ­ნუ­ლი, ფა­სა­დუ­რი კუ­თხით. ეს არის ბა­რო­კოს სტი­ლი, თუმ­ცა ტა­ძა­რი ბევ­რჯერ გა­და­კეთ­და. შიგ­ნით სივ­რცე სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ზა­ი­კუ­რი მხატ­ვრო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მო­ცუ­ლო­ბი­თად მი­იჩ­ნე­ვა.
ღვთის­მშობ­ლის ხე­ლა­პყრო­ბი­ლი ფრეს­კა მლოც­ვე­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი (ორან­ტა) - "ურ­ღვე­ვი, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი, კე­დე­ლი" - ასე უწო­დე­ბენ კი­ე­ვის სო­ფი­ას ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის კონ­ქის ამ მო­ზა­ი­კურ ხატს უკ­რა­ი­ნა­ში. ის სიმ­ტკი­ცის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, ანუ მი­წი­ე­რი ეკ­ლე­სია, დედა ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ღმერ­თს ევედ­რე­ბა... იმე­დია, ეს „ურ­ღვე­ვი კე­დე­ლი,“ მისი ლოც­ვა და­ი­ფა­რავს კი­ევს და უკ­რა­ი­ნას...

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ტა­ძარ­შია ქვის სარ­კო­ფა­გე­ბი. ტა­ძა­რი ია­როს­ლავ ბრძე­ნის მიერ აშენ­და და მისი სარ­კო­ფა­გიც იქ არის, არის უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი. მის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მხატ­ვრე­ბი კავ­კა­სი­ი­დან და ეს მხატ­ვრე­ბი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი, რად­გა­ნაც იმ დროს კედ­ლის მხატ­ვრო­ბა სომ­ხეთ­ში არ იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, უკვე მო­ხა­ტუ­ლი იყო იშ­ხა­ნი, ოშკი, ტაო-კლარ­ჯე­თის ძეგ­ლე­ბი“ - გან­მარ­ტავს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე.
მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტა­ძა­რი
"მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი მე­ფე­თა და მხე­დარ­თმთა­ვარ­თა მფარ­ვე­ლად ით­ვლე­ბა (ის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნიც იყო). ამი­ტომ მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტა­ძა­რი XI სა­უ­კუ­ნე­ში იქ დი­დე­ბუ­ლე­ბით აშენ­და და არა­ნაკ­ლე­ბად იყო მო­ზა­ი­კე­ბით მორ­თუ­ლი. წმინ­და სო­ფი­ის ტაძ­რის მსგავ­სად, ისე­თი­ვე იკო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სქე­მა იყო - ხე­ლე­ბა­პყრო­ბი­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი, მო­ცი­ქულ­თა რიგი, წმინ­და­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი...
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს კი ტა­ძა­რი ისე და­ი­ბომ­ბა, რომ შემ­თხვე­ვით მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მო­ზა­ი­კა გა­დარ­ჩა. აღ­დგე­ნი­სას ის მო­ზა­ი­კე­ბი იქ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მათი ნა­წი­ლი სო­ფი­ას ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა, წმინ­და დი­მიტ­რი თე­სა­ლო­ნი­კე­ლის შთამ­ბეჭ­და­ვი ხატი კი მოს­კოვ­ში ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში გა­და­ი­ტა­ნეს“ - ჰყვე­ბა ნანა ბურ­ჭუ­ლა­ძე.
კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რა კი­ე­ვის­თვის
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რას. ის XI სა­უ­კუ­ნე­ში და­არ­სდა. იქი­დან და­ი­წყო იქ ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის, ანუ "პე­ჩო­რე­ბის" აშე­ნე­ბა. მერე მი­ე­მა­ტა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, გა­შენ­და გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი, სა­ლო­ცა­ვე­ბიც, სა­მარ­ხე­ბი, - სა­მას­ზე მეტი წმინ­და­ნის ნეშ­ტია და მათ შო­რის, უხრწნე­ლი ნეშ­ტი. XI-XII სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც მორ­თუ­ლი იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ზა­ი­კე­ბით...

კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია
კი­ევს სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია XVII სა­უ­კუ­ნი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­შიც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი ბი­ზან­ტი­ო­ლო­გე­ბი, ქრის­ტი­ა­ნულ სიძ­ვე­ლე­ე­ბის მკვლევ­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ მუ­რა­ვი­ო­ვი და არ­ქი­მან­დრი­ტი პორ­ფი­რი უს­პენ­სკი. პორ­ფი­რი უს­პენ­სკი გახ­ლდათ ეპის­კო­პო­სიც, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლიმ­ში პირ­ველ მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.
იქი­დან იყო ათო­ნის მთა­ზე, სი­ნას მთა­ზე, სა­ი­და­ნაც ხა­ტე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი წა­მო­ი­ღო. იმ ხა­ტებს შო­რის იყო ქარ­თუ­ლიც. ის ხა­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი, არ არის დიდი ზო­მის, თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უნი­კა­ლუ­რია, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით.
1945 წელს ფა­შის­ტე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ და მათი გას­ვლის წინ, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ომს აგებ­დნენ და და­პყრო­ბი­ლი მი­წი­დან უნდა გა­სუ­ლიყ­ვნენ, ჩა­ა­ლა­გეს ყუთ­ში სა­მუ­ზე­უ­მო ნივ­თე­ბი, რაც იქ იყო და ნა­დავ­ლი უკ­რა­ი­ნი­დან ეშე­ლო­ნე­ბით გაჰ­ქონ­დათ. შემ­დეგ კი იმ ყვე­ლა­ფერს, ერთი ვერ­სი­ით, ხან­ძა­რი უკვე ად­გილ­ზე ჩა­ტა­ნის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, მე­ო­რე ვერ­სი­ით, საბ­ჭო­თა სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა ეშე­ლო­ნი და­ბომ­ბეს. თუმ­ცა არის მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, გა­დარ­ჩა და ოდეს­მე სად­მე აღ­მოჩ­ნდეს.
წმინ­და თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რე­ბი
რუ­სე­თის ამ აგ­რე­სი­ი­სას, ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ბომ­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რე­ბი ოდე­სა­ში და ხარ­კოვ­ში. „ეს XX სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სი­ე­ბია, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის ქტი­ტო­რო­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით აიგო. ოდე­სის ტაძ­რის ქტი­ტო­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, ქუ­თა­თე­ლა­ძე­ე­ბი არი­ან. ძვე­ლი ბა­რო­კოს სტი­ლის ძეგლია, ოღონდ, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლია.
ქარ­თუ­ლის არა­ფე­რი ეტყო­ბა. ხარ­კო­ვის თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი კი ტი­პუ­რი ბო­ჭორ­მის ტა­ძარს ჰგავს. მო­ხა­ტუ­ლია ქარ­თვე­ლე­ბის მიერ. სა­ერ­თოდ, მათ­თან წმინ­და თა­მარ მეფე დიდი თაყ­ვა­ნის­ცე­მის სუ­ბი­ექ­ტია. სა­ე­რო­დაც, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და წმინ­და­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში პა­ტი­ვის­ცე­მის ობი­ექ­ტი იყო და არის. შე­ე­წი­ოს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ამ ბო­რო­ტე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.



ყველა სიახლის ნახვა