გუშინ ვერაზე საშინელ ფაქტს შევესწარი... ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება... გვარს ჯერ არ ვასახელებ ვისი შვილია და ვისი რძალია... ქმარი მოვარდა, ცოლს დაუწყო ჩხუბი
ლიკა ყაზბეგი გუშინ მომხდარ სემზარავ ფაქტს იხსენებს, რა დროსაც ავტომობილით მომავალი ერთ-ერთი გოგონა ძაღლს დაეჯახა და უარს აცხადებდა მის კლინიკაში გადაყვანაზე. ის ამბობს, რომ ეს გოგონა ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, ვისმა ქმარმაც ასევე ყვირილით და მუქარით უარი განაცხადა ძაღლის მკურნალობაზე.
"გუშინ, ვერაზე შევესწარი საშინელ ფაქტს, გოგონამ მანქანა დაარტყა ძაღლს. ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
მძღოლი არ გაქცეულა ( ვერც გაიქცეოდა მთელი თარხნიშვილი შემოეხვია საწყალ ძაღლს) . ვთხოვდით ჩაესვა მანქანაში და წაეყვანა ( ამბობდა, რომ ალერგიული იყო ძაღლის ბეწვზე) , მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ დაუტოვეს. მანქანაში ჩაუჯდა სამი ადამიანი და წაიყვანეს კლინიკაში. . მე პატრონი მოვძებნე და ჩვენც მათკენ გავემართეთ
იქ განვითარდა საშინელი სიტუაცია როდესაც ამ მარიამის ( გვარს ჯერჯერობით არ ვასახელებ ვისი შვილია და ვისი რძალი ) ქმარი მოვიდა, ცოლს დაუწყო ჩხუბი, რომ დაეტოვებინა ძაღლი და ნერე ექიმებს მიმართა, რომ საერთოდ დაეძინებინათ. იმის მაგივრად, რომ მთლიანად თავის თავზე აეღოთ ძაღლის გადარჩენის და რეაბილიტაციის თანხები როგორც ხდება ხილმე და არაერთს გაუკეთებია სხვება.
ძაღლის პატრონი, სოციალურად დაუცველია. არიან დედა-შვილი და არცერთი არ მუშაობს. გამორიცხულია ფინანსურად მათ რამე შეძლონ
მარიამმა, მძღოლმა მიზერული თანხა დახარჯა და ხელი დაიბანა და განაცხადა, რომ მეტ თანხას აღარ გადაიხდია, არად საკმაოს შეძლებული ოჯახიდან არია. ამ გაწამაწიაში არ დაავიწყდა ეთქვა, ვინ იყო მისი დედამთლი. ქმარი კი ფსიქოლოგია და უკრაინელებთან ერთად ძვირადღირებული რეაბილიტაცის ცენტრი აქვს გახსნილი. სწორედ ეს ,,ფსიქოლოგმა"" ერთ-ერთ ქალბატონს დააემუქრა, რომ ტელეფონს გადააყლაპებდა. ( მოეჩვენა, რომ უღებდა)
მოკლედ, კიდევ ერთი უბედური არსება კვდება ეხლა ხორავას 7 ნომერში საშინელი ტკივილებით. უთხრეს ოპერაცია. და სანამ ეს პატრონი პოლიციაში ავა , განცახდებას დაწერს და ამ გოგოს აიძულებენ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს ეს საცოდავი ჰასკი მოკვდება. მეც ამომეწურა რესურსი. ეს გოგო მარიამი ჩემა ტელეფონს აღარ იღებს, ვთხოვე, ვეხვეწე, , მისი ოჯახის მაინც ნუ ჩააგდებს ცუდ მდგომარეობაში და გააკეთოს ის, რაც ევალება ადამიანურად. არაფერმა გაჭრა, დაბლოკა ჩემი ტელეფონი. იქნებ სხვამ უკეთესად აუხსნას, ძაღლსაც ისევე ტკივა, როგორც ადამიანს და ნუ მოიქცევა ისე, რიმ მერე მთელი ცხოვრება ინანოს. საჯაროდ ჯერჯერობით არ დავწერ, მაგრამ პირადში ვინც მომწერს, ვეტყვი ვისი შვილია, ფსიქოლოგი ქმარი ( ქალებს რომ ემუქრება) ვინ ყავს და დედამთილი ვინ არის, რომელსაც მე კარგად ვიცნობ. ნამდვილად არ გაეხარდება თავის რძლის საქციელი. თუ ვინმე ჩემზე უკეთ აუხსნის ამ გოგოს მის საქციელს დავაკავშირებ"