,,ბედნიერი ერი ვართ, ასეთი ახალგაზრდობა რომ მოდის”- მეუფე იაკობის ქადაგება 28.08.2023
ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის მარიამობის სადღესასწაულო ქადაგება:
,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. / მრევლი – არს და იყოს/ ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.
ყველას გილოცავთ ამ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს, მარიამობას. მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ვდღესასწაულობთ ამ დღეს. ხატზე ვხედავთ, მიძინებულს ღვთისმშობელს და მაცხოვარს, როგორ ჰყავს ატაცებული ხელში თავისი დედაღვთისა.
ჩვენ, მაინც, არამარტო ქართველები, მსოფლიოშიც, არ ვაძლევთ საშუალებას მოვასვენოთ, იქ მაინც იყოს შვილთან. მიუხედავად იმისა, აღიარებთ თუ არა მარიამის ღვთისმშობლობას ის მაინც ყველას დედაა. მაცხოვარმა კაცობრიობას დაგვიტოვა დედად და ჩვენ, ყველა მისი შვილები ვართ.
იცით, დედა როგორ განსაკუთრებით უვლის ხოლმე შვილებს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს ერს, მადლობა ღმერთს, რომ ყველა ერი უყვარს უფალს, მაგრამ ჩვენთან ქადაგება წილად დედაღვთისმშობელს ხვდა და ჩვენთვის ეს, დიდი დაფასება, დიდი პატივია და ქართველებმა უნდა გავამართლოთ, ეს.
ამით თავმოწონება არ შეიძლება, ღირსები უნდა ვიყოთ, დედაღვთისას, ჩვენ ღირსები უნდა ვიყოთ ჩვენი ერთარსება სამების, ჩვენი მაცხოვრის- იესო ქრისტესი და ყველას გისურვებთ, რომ ყველას გვენახოს ჭეშმარიტი ღმერთი, ყველა მივსულიყავით მასთან, ამ გზით გვევლოს მთელს ერს და ყველა მივსულიყავით უფალთან.
კიდევ და კიდევ, ყველას გილოცავთ, ჩვენს უწმინდესს ვულოცავ პირველ რიგში, ჩვენს წმ. სინოდს, მთავრობას და მხედრობას, მრევლს. ყველას, ვისაც საქართველო უყვარს, ვისთვისაც ღმერთი ძვირფასია, შეიძლება მორწმუნე არ იყოს ჯერჯერობით, ან სხვა რწმენაში იყოს, ყველას ვისაც თუნდაც ღმერთი უყვარს, საქართველო უყვარს , ღვთისმშობელი უყვარს, ერთსაც რომ ასრულებდეს აქედან, ყველას ვულოცავ. თუ არადა, აზრი არ აქვს, რომ მიულოცო. კარგი გვინდა და ღმერთმა სიკეთე მისცეს ყველას.
ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ, ვიცით შოვის ტრაგედია მოხდა და ვინც გულთან მიიტანა, ვინც ჭეშმარიტად განიცადა, ყველა ის ადამიანი დალოცოს ღმერთმა და ვინც გარდაიცვალა, ვინც მართლმადიდებელი იყო და მართლმადიდებლობით აღესრულა უფალს ვთხოვოთ და მათთვის ვილოცოთ, რომ სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა.
ჩვენმა ეპარქიამ, ისე როგორც მთელმა საქართველომ დიდი ტკივილი ნახა, სამი ახალგაზრდა, უნიჭიერესი ახალგაზრდა გავიდა ჩვენი ეპარქიიდან და იმედი მაქვს რომ ღმერთი მიხედავს.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა გვიყვარდეს შვილები, რაც არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, საბოლოოდ მაინც ჩვენი მომხედავი ღმერთია. ჩვენი მომხედავი დედაღვთისმშობელია.
თავისთავად, ძალიან მძიმეა ამდენი ადამიანის გარდაცვალება. თან, მოულოდნელი სიკვდილი იცით, როგორია. ღმერთმა შეუნდოთ, ჩვენც შეგვინდოს, თუკი ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევდით. ვერ ჩამოვედი, ნინოწმინდის ბავშვებთან ერთად ვიყავი და ვერ მივატოვებდი.
უფალს ვთხოვდით, შეისმინა, 31 ადამიანი ინახა და ვთხოვოთ უფალს, რომ როცა იცი შენი გარდაცვლილის საფლავი სად არის, მაინც სულ სხვაა, სხვა ნუგეშია და მაინც დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის და მშვიდობა მისცეს ჩვენს ერს , თითოეულ ოჯახს მშვიდობა მისცეს, გაიხარეთ.
შეხედეთ რა რთულია, 33 ადამიანი გარდაგვეცვალა, ერთის გარდაცვალებაც რა რთულია და თუ გადავხედავთ ამ გადარეულ მსოფლიოს, უკრაინაში რამდენი კვდება ყოველდღე, საბოლოო ჯამში, ღმერთმა რომ ჰკითხოს კაცობრიობას, რისთვის ჰკლავთ ერთმანეთს, ეს არის ქრისტიანობა? დაგვისვამს უფალი კითხვას. ეს უსამართლობა ადრე თუ გვიან დამთავრდება და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ღირსეულად გამოგვიყვანოს კაცობრიობა.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინელებზე ვფიქრობ, იმიტომ რომ უსამართლოდ ექცევიან უკრაინას, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანობა მას შემდეგ აღარ არის ქვეყანაზე, რაც მაცხოვარი გავასამართლეთ და ჯვარს ვაცვით.
ვინმე თუ იტყვის, რომელიმე მთავრობა , რომ სამართლიანობას ვიცავო, აბსოლიტურად ყველა მატყუარა იქნება. ძალიანაც რომ გინდოდეს, შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ სამართლიანია, შენი გადაწყვეტილება, ჩემი მრწამსით, შეიძლება მოსამართლე ვიყო და რაღაც გადავწყვიტო , მაგრამ უფალთან არის ის სამართლიანი? მთავარია უფალმა შეგვაფასოს და ჩვენ არ უნდა ვაფასებდეთ ერთმანეთის ქმედებას. ქრისტიანები ვართ და მე ახლა ძირითადად, ახალგაზრდებისთვის ვქადაგებ, საოცარი ახალგაზრდობა მოდის , პატარებიდან დაწყებული, თუნდაც 20 წელს გადაცილებულები, უნიჭიერესი ხალხი გვყავს.
ბედნიერი ერი ვართ ასეთი ახალგაზრდობა რომ მოდის და მინდა რომ აზროვნება ისწავლონ. იცოდნენ რა არის ღირსება, რა არის სამშობლო, ფესვებს არ უნდა მოწყდნენ, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების ეპოქაში ვიზრდებოდით, სამშობლოს განსაკუთრებილი სიყვარული გვქონდა, იმიტომ რომ დაპყრობილი ვიყავით და თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი ვიცოდით.
დღეს, უკვე, როცა დამოუკიდებელი ხარ, თავისუფლება გაქვს, შეიძლება ამ ქვეყნის ამაოებაში ვერც ხვდებოდე თუ რა დიდი საგანძურია დამოუკიდებლობა, თუ რა დიდი საგანძურია თავისუფლება. ყოველ ღირსეულ ადამიანს ეს ესმის და ყოვრლმა ღირსეულმა ადამიანმა იცის ეს.
ეს ომი, უკრაინის ომი მოვა დრო და დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს. რუსეთის დამარცხება რომ უნდოდეთ ალბათ, სხვა ძალისხმევას დაატანდნენ. და არც გაუჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ატომური სახელმწიფოა. არ გაუჭირდებოდათ, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ დამარცხებაზე აქ არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე.
ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ომი დამთავრდება და მორჩება . უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და მერე კიდე ხომ არ შეიძლება ველოდოთ, რაღაცას? ამაზეც შეიძლება ვიფიქროთ.
მონღოლების პერიოდიდან დაწყებული, სპარსელებს დიდი ხანი ვყავდით დაპყრობილი, ოსმალოს იმპერიაც იყო, არაბებიც იყვნენ და ყველგან მივყავდით, რა გვინდოდა, ინდოეთში ლაშქრობა რომ იყო და იქაც მივყავდით. ამ ბოლო პერიოდებში ავღანეთი იყო, თუ ერაყი იყო, იქაც მივყავდით. კონტრიბუციას ვიხდიდით, ვიხდიდით და რა? საბჭოთა კავშირის მეფეც იყო და იმპერატორიც სტალინი, მაგრამ რაში დაგვეხმარა სტალინი, რამე ტერიტორია დაგვიბრუნა, რაც წაღებული იყო?
ახლა ვინ რას დაგვიბრუნებს, აზალგაზრდებო თქვენ გეუბნებით, თუ ღირსეულ ერად არ გვიგულეს. როცა უცხოელი ხედავს, რომ გარბიხარ უცხოელთან, შენს ქვეყანაში
არ გინდა შენით გადაწყვიტო, მიდიხარ და ეუბნები იმას, რომ მოდი დამეხმარე მოვიდე ხელისუფლებაში და ამას გავაკეთებ, დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები, ეს ვიქნები. როგორ შეგხედავს ის? რა თქმა უნდა შაქარყინულსაც გაჭმევს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ იმისთვის? რაც საბჭოთა კავშირში პავლიკა მოროზოვი იყო.
იცოდეთ, რომ აბსოლიტურად იგივე ხართ უცხოელებისთვის. ეს თქვენი ბრალი არ არის ასე, რომ იქცევით. საქართველოში არიან ორი კატეგორიის ადამიანები: ბევრად მცირეა ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან . შენ თუ თავისუფლების ფასი იცი და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს მე მითხრას ასე იცხოვრე. კი, როცა მსოფლიოში თანაცხოვრებაა. მაგრამ იმან როგორ უნდა მითხრას, ვინც თავად ვერ ცხოვრობს წესიერად. რომელი ქვეყანაა გამართული წელს. თუმცა მათშიც შეიძლება არჩევანი გააკეთო.
ქართველები ისე ვართ, ღმერთის გარდა, ღვთისმშობლის გარდა პატრონი არავინ არ გვყავს. ამიტომ დამპყრობელია შენთვის რუსეთი? გინდა არ გინდა, რაღაც დონეზე ურთიერთობა გაქვს. რუსეთმა თავისას მიაღწია, შენთან ბაზები გააკეთა, ყველააფერი გააკეთა,
საქართველოს დანარჩენ 80%ში სხვა ძალები დადგნენ და აქ რომ რაღაცა იყოს, ერთმანეთს, რომ დავეჯახოთ, აქედან რომ 20 %-ს დაუშინო ვის ანადგურებ, იქედან ამ 80 პროცენტს დაუშენს და ვის უშენ, საქართველოს ანადგურებ, ხო? ღვთისმშობლის წილხვედრს ანადგურებ. ამიტომ , ახალგაზრდებო კარგად იფიქრეთ, რა არის სიმართლე.
იდეოლოგიის მსხვერპლი არავინ არ უნდა გახდეს. იდეა ყოველთვის მისაღებია და იდეოლოგია ყოველთვის დამღუპველია, კომუნისტური იქნება ეს, ფაშისტური , თუ ნებისმიერი იდეოლოგია დღეს რაც მსოფლიოშია გავრცელებული, ეს სახიფათოა, იმიტომ რომ როცა იდეოლოგიის მსხვერპლია ადამიანი, ის არც თავისუფალია და არც დამოუკიდებელი. ქრისტე გვასწავლის თავისუფლებას.
საბჭოთა კავშირი იყო და რუსის იმპერიის ქვეშ ორი საუკუნე ვიყავით, კიდე უნდათ, რომ ვიყოთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ, რაც ძალით გვაქვს წართმეული, ჭკუით უნდა ვიყოთ და ჭკვიანად უნდა ვიყოთ ამ არეულ პეტიოდში, შედარებით ნაკლები დანაკარგებით უნდა გავიაროთ. თორემ მერე იმის ვაი ვიში არ მინდა მსოფლიოსგან-ის ბოროტია და მე დაგეხმარები, დაგეხმარები!
ჩვენ განვვითარდეთ და ომი რომ დამთავრდება ყველას უნდოდეს ჩვენთან ურთიერთობა. მაგრამ თუ პავლიკა მოროზოვები იქნებიან, რომ მოიყვანონ და დასვან, რა უნდა გააკეთონ, რაც ჟორდანიამ და იმათ გააკეთეს. არც უნდოდათ და მზა მზარეული დამოუკიდებლობა მივიღეთ, ხო? წავიდნენ და მერე საფრანგეთში ვინც წავიდა, სოციალდემოკრატებსა და კომუნისტებს შორის რა განსხვავებაც იყო?
ქართველებისთვის არც ერთი არ იყო მისაღები. თუმცა კომუნისტების პერიოდშიც ბევრი წესიერი ადამიანი იყო პარტიაში, საქართველოს ინტერესებს იცავდა და არა იმპერიის ინტერესებს. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ.
როცა ვამბობთ დასავლეთთან ურთიერთობა. ევროპასთან ურთიერთობა, ევროპა რომ დასუსტდა , დევნა რომ წავიდა რელიგიის დევნა, რელიგიურმა დევნილებმა შექმნეს ამერიკა და მთელი ევროპული, რაც კარგი იყო გადავიდა იქით.
ორი ომი მივიღეთ, ევროპის წინა საუკუნეში ძილქუშით და ახლაც ხედავთ, როგორი ომია გაჩაღებული. ჩვენ და უკრაინა თავის დროზე, რომ მივეღეთ, ბალტიისპირელები ჩვენზე წინ იყვნენ რამით? ჩვენც მივეღეთ და არ იქნებოდა ეს ომი არც ჩვენთან და არც უკრაინაში. მოდი, ამასაც გადავხედოთ. იმედია, ეს ომი დამთავრდება, მაგრამ დამთავრდება მაშინ, როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ.
უკრაინას სასახელო ის აქვს, რომ ხალხი იბრძვის. ხალხი იბრძვის და არ ტყდება. როგორია ამოდენა ძალას უპირისპირდებოდე და მიუხედავად იმისა, რომ ფულია, თუ იარაღია, პირდაპირ ჩააᲥვთ უკრაინაში, ბრძოლა რომ არ უნდოდეთ , ხომ არ იბრძოლებდნენ. მართლა უნდა ხალხს თავისუფლება, მართლა უნდა დამოუმიდებლობა.
ქართველები, როცა ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ მაშინ გვიწევდა ქრისტიანობის დაცვაც. გავიხსენოთ 100 000 მოწამე გვყავდა, 6000 მოწამე ბერი გვყავდა. ამიტომ სხვა ერი ვართ ჩვენ, გონიერი ერი ვართ, როცა ბრძოლაა ჩვენს ბრძოლაშიც ვიბრძვით და სხვის ბრძოლაშიც ვიბრძვით.
ჩვენი საბრძოლველი თუ იქნება უნდა ვიბრძოლოთ და როცა სხვისი ბრძოლაა , მე არ მეშინია ამის თქმა, როცა სხვისი ბრძოლაა, უსამართლო ბრძოლა, ჭკვიანად უნდა იყო, რომ არ შეტოპო და რაღაც ისეთი არ გააკეთო, თორემ თავისთავად დაჩაგრულის მხარეს ვდგავართ ჩვენ. ვისაც უჭირს. მაგრამ, როგორც რუსები გვიტევენ სამწუხაროდ 2014 წლიდან, კარგად იცოდეს უკრაინის ხელისუფლებამ გადახედოს თავის თავს და ჩვენ როგორ აღვიქვამთ, რასაც ისინი გვექცევიან.
მასე, რომ არ გვექცეოდნენ, ხომ უფრო გვეტკინებოდა და ძალიან მტკივა, რომ ისე არ მტკივა, როგორც უნდა მტკიოდეს, როგორც ქრისტიანი, როგორც ქართველი, ვიძახი, მაგრამ ჩემი ერის წინააღმდეგ ვინც არის რუსი იქნება, თუ სხვა იქნება პიროვნება, ერებს არ ვეხები. უკრაინელი ჩემთვის ისეთივეა, როგორც ნებისმიერი ადამიანი. უფლის ქმნილებაა. მაგრამ იცოდნენ რომ წესიერად მოგვეპყრან. ვიღაცა რომ რაღაცას იტყვის Ვიღაც თანამდებობის პირი, ის, ჩემთვის მართლაც ვიღაცაა და ვინც აქ უსმენს ის ვიღავის ვიღაცაა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ და ღირსეულები ვყოფილიყავით. მსოფლიოს ვანახოთ თავი, როგორ იცით? ახალგაზრდებო იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ.
ახალგაზრდებო, იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, რომ ვიღაცა მეტ ფულს მოგცემთ. რუსეთი იქნება, ევროპელი იქნება, თუ სხვა ვინმე , ჩინელი, ამერიკელი, თურქი, თუ ნებისმიერი.
ჩვენ ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ძლიერი დამოუკიდებელი, თავისუფალი ხალხით სავსე, ისე, რომ პატივს სცემდნენ, ჩვენი ღირსება დაინახონ და პავლიკა მოროზოვებად არ გვიყურონ. თორემ ჩემთვის ისინი, ვინც უცხოეთში დარბიან, სახელებსაც მეუბნებიან, სხვათაშორის, ამერიკელები არიან, თუ ევროპელები. სამარცხვინოდ, რომ იქცევიან ჩვენები. პავლიკა მოროზოვიც იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და ესენიც, რაღაც იდეოლოგიის მსხვერპლნი არიან.
ძალიან კარგები ხართ და იცით, რაში შევეჯიბროთ ყველანი ერთმანეთს? მივცეთ ახალგაზრდებს, აქვე, ძლიერი განათლება.
მე ახლა კიდევ ვიმეორებ , როდესაც ამერიკელები იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ამერიკის სახელმწიფისთანაც და მაგათ განათლების სისტემასთანაც, ამერიკაში ნომერ პირველი პროგრამა, რომელიც არის არა მარტო ამერიკაში, მთელს მსოფლიოში ნომერ პირველი, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, ეკლესია, ჩვენი დაფინანსებით, წელიწადში 60 უმაღლესი დონის სპეციალისტს ვუშვებთ.
ამაში შევეჯიბროთ, ამდენი ფული რომ გაქვთ უნივერსიტეტებს, წინა მთავრობის დროს ხელში ჩავიგდეთ ის უნივერსიტეტები, შენობებში ფულის ჩადებაც არ გახდა საჭირო, ისე ჩაიგდეთ შენობები ხელში. თქვენც დააფინანსეთ, საუკეთესო ჩამოიტანეთ.
60-ს თუ ჩვენ ვზრდით, სხვა, 10 უნივერსიტეტი წელიწადში 60-60 ძლიერ სპეციალისტს რომ უშვებდეთ, წელიწადში წარმოიდგინეთ ეს ახალგაზრდობა რა წინ იქნება წასული, ტექნოლოგიებშიც წინ ვიქნებით, კაცობა და მეგობრობა ისედაც იციან.
გაიხარეთ, ახალგაზრდებო და არასდროს დაიჯეროთ, რომ საქართველოს გარეთ, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა დიადი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, იმას უფრო შეტკიოდეს გული, ჩვენს საქართველოსა და თქვენზე, ვიდრე, რომელიმე ბაბოს, რომელიმე პაპას, თუნდაც მეზობელს. მშობლებზე არ ვლაპარაკობ, სახელმწიფოზე და ეკლესიაზე.
გავხდეთ ყველანი ისეთები, რომ ყველანი ღირსეულები ვიყოთ. მოდით, პავლიკა მოროზოვები დავუტოვოთ რუსებს და სხვა ერებს, რომელთაც მოსწონთ, ჩვენ არ გვინდა, არ გვჭირდება.
ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ვაფასებდეთ და ამას ყოველთვის ვიტყვი, არავის მოვახდენინებთ შიგნით არეულობას, არ ინერვიულონ მაგაზე. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს.
ამას კიდე ვიტყვი: იმ დღეს ვქადაგებდი და უსინდისოდ გამოდიან და რუსეთს უჭერს მხარსო. როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დავუჭირო და ლაპარაკობენ ისინი, ვინაც დღესაც რუსულ ფულს იღებს.
ის ტელევიზიები, თავიდანვე, ზოგიერთი რუსის აგენტი იყო, ვინც დღეს მაგ ტელევიზიებში არის. თუ ძალიან დააინტერესებთ შემიძლია ვამხილო და არ ვურჩევ ასეთ რაღაცაში დაგვიპირისპირდნენ.
ჩემთვის არაფერს წარმოდგენს, ევროპიდან მეტყვიან , რუსეთიდან, ამერიკიდან, თუ აქ მეტყვის ვიღაცა-რას ამბობო. წესიერედ მოიქცნენ და არ ვიტყვი არავისზე არაფერს.
შემომიტევენ და თვითონ დამარცხდებიან. როგორც მაცხოვარს ვერაფერს დააკლებენ და სარწმუნოებას-,, კლდესა ზედა აღვაშენობეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო” -ვინც დაეჯახება დაილეწება, ვისაც დაეცემა დაიმსხვრევა.
ამასაც არავის არ ვურჩევ , არათუ ჩემს ერში , სხვაგანაც არ ვურჩევ არავის. ღმერთმა დაგლოცოთ, დედაღვთისა გფარავდეთ, გაიხარეთ და იხარეთ ორსავ სოფელსა შინა და არაფრის არ შეგეშინდეთ, არაფრის არ შეგეშინდეთ.
ახალგაზრდებო, დაფიქრდით, იფიქრეთ და თუ არასწორი ვარ ჩემს აზრებში მითხარით, თუ არადა, არავის იდეოლოგიის მსხვერპლი არ გახდეთ.
იხარეთ ორსავ სოფელს შინა.”-განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.